თუ წინ არ აღვუდგებით, საფლავიდან წინაპრები წამოდგებიან, მათ რამდენი იტანჯეს სამშობლოსთვის, ჩვენ კი რას ვაკეთებთ?
თუ წინ არ აღვუდგებით, საფლავიდან წინაპრები წამოდგებიან, მათ რამდენი იტანჯეს სამშობლოსთვის, ჩვენ კი რას ვაკეთებთ?
წმინდა პაისი დიდად წუხდა, რომ თანამედროვე განმაახლებლებმა შეუტიეს ბერძნულ ეკლესიას და მის დასაყრდენს, მართლმადიდებლურ ოჯახს. მაგრამ ყველაზე მეტად ადამიანთა გულგრილობა აღაშფოთებდა. ერთხელ ჰკითხეს:

- მამაო, ყოველთვის უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა?

- აუცილებელია განსჯა, - უპასუხა ბერმა, - არის შემთხვევა, როცა არ უნდა თქვა ხმამაღლა, ხოლო არის შემთხვევაც, როცა ჩვენ კადნიერად უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა, ვინაიდან თუ დავდუმდებით, პასუხი მოგვეთხოვება. ამ მძიმე წლებში თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რაც ადამიანურად შესაძლებელია, ხოლო რაც არ არის შესაძლებელი, მივანდოთ ღვთის ნებას. მაშინ სინდისი დაგვიმშვიდდება, რადგან ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. თუ წინ არ აღვუდგებით, საფლავიდან წინაპრები წამოდგებიან, მათ რამდენი იტანჯეს სამშობლოსთვის, ჩვენ კი რას ვაკეთებთ? მართლმადიდებელ ელადას, მის გარდამოცემას, მის წმინდანებსა და გმირებს თვითონ ბერძნები ებრძვიან, ჩვენ კი ვდუმვართ. ეს საშინელებაა!
ბეჭდვა
1კ1