წმინდა კეთილმსახური თავადი გლები, ნათლისღებით გიორგი - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა კეთილმსახური თავადი გლები, ნათლისღებით გიორგი - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა გლები უმცროსი ვაჟი იყო კეთილმსახური თავადის, წმინდა ანდრია ბოგოლიუბსკისა. ღვთისმოსავი მშობლების გავლენით შვილიც უფლის მოშიში გაიზარდა. უყვარდა წმინდა წერილის კითხვა, ღვთისმსახურებაზე დასწრება, მიუხედავად ნორჩი ასაკისა, მკაცრად მარხულობდა და ღამისთევით ლოცულობდა. იგი 19 წლისა გარდაიცვალა 1175 წელს. მისი უხრწნელი სხეული სასწაულებით განდიდდა. 1410 წელს ვლადიმირს თათრები დაეცნენ და გაძარცვის მიზნით წმინდა გლების საფლავის გათხრა რომ დააპირეს, საფლავიდან ცეცხლი ამოვარდა და შეშინებულმა დამპყრობლებმა სასწრაფოდ დატოვეს ქალაქი. წმინდა გლები ქალაქ ვლადიმირის მფარველად ითვლება.

ბეჭდვა
1კ1