წმინდა კალისტე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა კალისტე, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+დაახლ. 1363) - 20 ივნისი (3 ივლისი)
წმინდა კალისტე XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. თავიდან ის ათონის მთაზე, დიდ ლავრასა და ივერონში მოსაგრეობდა, შემდეგ კი მაგულას სკიტში, წმინდა გრიგოლ სინელს დაემოწაფა. მან თავის მოძღვართან ერთად მრავალი წელი იცხოვრა და მისი "ცხოვრება" დაწერა.

თურქი მეკობრეების თავდასხმების შიშით წმინდა გრიგოლმა და მისმა მოწაფეებმა, მათ შორის წმინდა კალესტემაც, 1326 წელს ათონი დატოვეს და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიოდნენ, იყვნენ თესალონიკშიც, ქიოსზე, მიტილინაზე, თრაკიაში. ბოლოს კი ბულგარეთის საზღვრის ახლოს ერთ უდაბურ ადგილას დასახლდნენ, რომელსაც პარორიას ეძახდნენ. ავაზაკების გამო მალე ამ მხარის დატოვებაც მოუწიათ და ერთხანობა კონსტანტინ-ოპოლში ცხოვრობდნენ. შემდეგ კი ბულგარეთის მეფის, ივანე ალექსანდრეს დახმარებით ღირსმა გრიგოლმა პარორიაში დაბრუნება შეძლო, ხოლო წმინდა კალისტე თანამოსაგრე მარკოზთან ერთად ათონზე დაბრუნდა (1311). იგი მაგულას სკიტში ცხოვრობდა, როცა იქ მომავალში მეტეორას მონასტრების დამაარსებელი ათანასე მივიდა. სწორედ კალისტემ ურჩია მას მილეაში წასულიყო და წმინდა გრიგოლს დამოწაფებოდა. წმინდა კალისტემ, უკვე მღვდელ-მონაზონმა, ხელი მოაწერა ისიქასტების დასაცავ მთაწმინდურ ტომოსს. მთლიანობაში მან მაგულას სკიტში 28 წელი იცხოვრა, მერე ივერონში გადასახლდა და შესაძლოა, მისი იღუმენიც იყო. ათონის მონასტრების ხელმძღვანელები მას ხშირად აგზავნიდნენ სხვადასხვა საქმეზე კონსტანტინოპოლში.

1350 წლის 10 ივნისს წმინდა კალისტე მსოფლიო პატრიარქად აირჩიეს. შემდეგ წელს იგი ხელმძღვანელობდა კრებას, რომელმაც დაამტკიცა წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლება ხელთუქმნელი ენერგიების საშუალებით ადამიანის განღმრთობაზე. ორი წლის შემდეგ იოანე კანტაკუზენმა მოისურვა წმინდა კალისტეს დაყოლიება, რომ მას მისი ძის, მათესთვის გვირგვინი დაედგა, როგორც თანამმართველისთვის და ლიტურგიაზე მოსახსენიებლიდან ამოეღო კანონიერი იმპერატორი იოანე V პალეოლოგოსი, რაზეც მან უარი განუცხადა. წმინდანი ჯერ წმინდა ათანასეს მონასტერში გადავიდა, შემდეგ კი წმინდა მამანტის მონასტერში, ამასთან, პატრიარქობაზე უარი არ უთქვამს, რათა უზურპატორის კორონაციისთვის ხელი შეეშალა. 1353 წელს წმინდა სინოდმა წმინდა კალისტე ჩამოაგდო ტახტიდან და მის ნაცვლად ჰერაკლიის მიტროპოლიტი წმინდა ფილოთეოსი აირჩია, რომელმაც გვირგვინი დაადგა მათე კანტაკუზენს. მაშინ წმინდა კალისტე კუნძულ ტენედოსზე გაემართა, სადაც დამხობილი იმპერატორი იოანე V ცხოვრობდა და პატრიარქივით განაგრძობდა მოქმედებას.

შემდეგ იმპერატორი იოანე კონსტანტინოპოლში დაბრუნდა და ხელი მოაწერა მოწინააღმდეგე იმპერატორებს შორის შეთანხმებას, რომლის მერეც კანტაკუზენი ტახტიდან გადააყენეს და მონასტერში გაუშვეს. წმინდა კალისტეც დააბრუნეს პატრიარქის ტახტზე, ხოლო წმინდა ფილოთეოსი გადააყენეს.
წმინდა კალისტე ელჩად გააგზავნეს სერბეთის დედოფალ ელენესთან თურქების წინააღმდეგ სამხედრო დახმარების სათხოვნელად. გზად მან ათონის მთაზე შეიარა და წმინდა მაქსიმე კავსოკალიველი მოინახულა, რომელმაც მას უახლოეს ხანში სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მართლაც, ამ მისიის დროს ეპიდემია დაიწყო და წმინდა კალისტესთან ერთად მრავალი ადამიანი შეიწირა. წმინდა კალისტე 1364 წლის (ან 1363) 20 ივნისს გარდაიცვალა. წმინდა კალისტე ავტორია ქადაგებების, პოლემიკური ნაწარმოებების და ასკეტური თხუზულებებისა გონებისმიერ ლოცვასა და გულის სიწმინდეზე.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.07.2021
ეკლესიას ყოველთვის ჰყავს და ეყოლება მნათობნი, რომელთაც ისეთი ნაშრომი დატოვეს ან იმგვარი რამ მოიმოქმედეს, რომ მათ სახელებს მსოფლიო ეკლესია საუკუნოდ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე, შემოინახავს.
03.07.2021
წმინდა პაისი დიდად წუხდა, რომ თანამედროვე განმაახლებლებმა შეუტიეს ბერძნულ ეკლესიას და მის დასაყრდენს, მართლმადიდებლურ ოჯახს.
03.07.2021
1988 წელს საბერძნეთში დიდი მღელვარება გამოიწვია მარტინ სკორსეზეს ფილმის, "ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" ჩვენებამ, რომელიც მწერალ კაზანძაკისის წიგნის მიხედვით არის გადაღებული.
02.07.2021
წმინდა გლები უმცროსი ვაჟი იყო კეთილმსახური თავადის, წმინდა ანდრია ბოგოლიუბსკისა.
02.07.2021
წმინდა ნიკოლოზი 1322 წელს დაიბადა თესალონიკში ხამატების ოჯახში, თუმცა შემდგომში დედის უძველესი გვარი - კავასილა მიიღო.
02.07.2021
წმინდა კალისტე XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. თავიდან ის ათონის მთაზე, დიდ ლავრასა და ივერონში მოსაგრეობდა, შემდეგ კი მაგულას სკიტში, წმინდა გრიგოლ სინელს დაემოწაფა.
02.07.2021
წმინდა ნაუმი  წმინდა კირილესა და მეთოდეს მოწაფე და წმინდა მღვდელმთავარ კლიმენტი ოქრიდელის თანამოღვაწე გახლდათ.
02.07.2021
წმინდა ლევკიოსი (ერისკაცობაში ევტროპი) დაიბადა ალექსანდრიაში, ღვთისმოშიში ქრისტიანების - ევდოკისა და ევფროსინიას ოჯახში.
02.07.2021
წმინდა ლევკიოსი (ერისკაცობაში ევტროპი) დაიბადა ალექსანდრიაში, ღვთისმოშიში ქრისტიანების - ევდოკისა და ევფროსინიას ოჯახში.
02.07.2021
წმინდა იობი (ერისკაცობაში იოანე) XVI საუკუნის 30-იან წლებში დაიბადა ტვერის გუბერნიაში. ყრმა იოანე მამამ აღსაზრდელად სტრარიცკის მიძინების მონასტერში მიიყვანა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

depolama istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır