წმინდა ბარლაამ ვაგელი, შენკურელი (XV) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
წმინდა ბარლაამ ვაგელი, შენკურელი (XV) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი ბარლაამი, ერისკაცობაში ვასილი, სვოეზემცევი ნოვგოროდელი თავადი და ქალაქის მმართველი იყო. ის დამოძღვრიდა ხალხს სახარებისეული რწმენით, ბევრი ეკლესია ააშენა და ხელი შეუწყო ჩრდილოეთის წარმართი ტომების გაქრისტიანებას, რომელთაც ნოვგოროდთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ. მამისაგან მემკვიდრეობით მიწა ერგო მდინარე ვაგეს პირას, სადაც მომთაბარე ტომები ცხოვრობდნენ. ისინი მან ქრისტიანობაზე მოაქცია და მიწის დამუშავება ასწავლა. ის აქტიურად მონაწილეობდა ნოვგოროდის ცხოვრებაში, ბოლოს თაავი დაანება საზოგადოებრივ მოღვაწეობას და საღმრთო გამოცხადებით ქალაქ შენსკურსკიდან 15 ვერსში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის მონასტერი დააარსა და აქვე აღიკვეცა ბერად. ამის გარდა სავანეში სამი ეკლესია ააშენა. თვითონ კი, როგორც უბრალო ბერი, როგორც უუფლებო მონა, ემორჩილებოდა ძმებს.

წმინდა ბარლამი 1462 წლის 19 ივნისს გარდაიცვალა. შემდგომში მისი სხეული უხრწნელი მოიპოვეს და მისგან მრავალი სასწაული აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1