ღირსი ზენონი, აბბა სილუანეს მოწაფე (IV-V) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი ზენონი, აბბა სილუანეს მოწაფე (IV-V) - ხსენება 19 ივნისს (2 ივლისი)
ღირსი ზენონი სავარაუდოდ IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა. მან უარი თქვა ამქვეყნიურ ყოფაზე და სკიტის უდაბნოს ერთ-ერთი უდიდესი მამის წმინდა სილუანეს მოწაფე გახდა. მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში წესად დაიდო, რომ სხვისგან არაფერი მიეღო. რითაც სტუმრებს დიდად აწყენინებდა ხოლმე, ზოგს იმით, რომ ღირსი მამა მათგან საჩუქრებს არ იღებდა, სხვებს კი ის აწუხებდა, რომ არა-ფერს ჩუქნიდა კურთხევის ნიშნად. მაშინ გადაწყვიტა, რომ თუ რაიმეს მიართმებდნენ - აეღო, ხოლო მიეცა მათთვის, ვინც მისგან საჩუქარს ელოდა.

ერთხელ, წმინდა ზენონი პალესტინაში მიდიოდა, ძალზე დაიღალა და ჩამოჯდა. იქვე ვიღაცას კიტრი დაერგო, სიცხისგან შეწუხებულს პირის გასველება მოუნდა, მაგრამ თავისთვის თქვა: "ქურდებს ჯოჯოხეთი ელით. შენ შეგიძლიან სასჯელის დათმენა?" მაშინ წამოდგა და ხუთი დღე იდგა უდაბნოს მცხუნვარე მზის ქვეშ. ვიდრე მზემ კანი სულ არ დაუწვა. მაშინ თქვა: "რადგან სასჯელის დათმენა არ შეგიძლიან, მაშინ ნურც მოიპარავ". ერთხელ კი თქვა: "თუ ვინმეს უნდა, რომ ღმერთმა მისი ლოცვა სწრაფად შეისმინოს, მაშინ ის უნდა ადგეს და მთელი გულით უნდა შესთხოვოს ღმერთს თავის მტრებისთვის. მაშინ ღმერთი ყველაფერს შეუსრულებს, რაც უნდა ითხოვოს". მოსაგრეობით და საკუთარი ნების მოკვეთით მან ღვთისაგან სასწაულქმედების მადლი მიიღო. წმინდა ზენონი 62 წლისა გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1