ღირსი მარინ კონსტანტინოპოლელი (+დაახლ. 930) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
ღირსი მარინ კონსტანტინოპოლელი (+დაახლ. 930) - ხსენება 02 ივნისს (15 ივნისი)
ქრისტეს ეს რჩეული მსახური IX!X საუკუნეთა მიჯნაზე ცხოვრობდა და მრავალჭირნანახი მოღვაწის, წმინდა მარინ ბიზიელის (ხსენება 16 თებერვალს) მესამე შვილი გახლდათ.

ქორწინების შემდგომ ნეტარმა ბიზანტიის არმიაში იწყო მსახური, სიქველით თავის დედას ჰბაძვიდა, რომელსაც არად უღირდა ამქვეყნიური პატივი და მოწყალეს და ღვთისმოყვარეს, მიუხედავად სამსახურის სიმძიმისა, ღვთისმსახურებას არასოდეს დააკლდებოდა.

ხოლო ოდეს ყოველდღიურ შრომას გაასრულებდა, თორმეტი საათის მანძილზე ფსალმუნთ კითხულობდა, ძილის წინ კი - ღვთისმშობლის ორმოცივე კანონს გალობდა.

ამქვეყნიური სიცოცლის დასასრულს დასნეულდა და კონსტანტინეს ქალაქში ჩავიდა, სადაც ძმას, სვიმეონს შეხვდა, რომელიც კიმინის მთაზე იღვწოდა.

სწორედ ძმამ აღკვეცა ბერად, მოკლე ხანში კი, დაახლოებით, 930 წელს, ნეტარმა მამამ ღვთივ განისვენა.

მისი სხეული კორონეის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში დაკრძალეს.

* * *

ხსენება ბიაზემსკელი თავადის ასულის, მართალი იულიანიას (+1406) წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისა 1819 წელს

* * *

ხსენება ოცდაჩვიდმეტისა მოწამისა, რომელთაც სიკვდილი დახშულ აბანოში მიიღეს


ბეჭდვა
1კ1