ღირსი მამა ნექტარიოს ბეჟეცკელი (+1492) - 3 აპრილი (16 აპრილი)
ღირსი მამა ნექტარიოს ბეჟეცკელი (+1492) - 3 აპრილი (16 აპრილი)
ღირსი ნექტარიოსი მეთხუთმეტე საუკუნეში ცხოვრობდა. წმინდა სერგის ლავრაში შემონაზვნდა და ტვერის მახლობლად, ბეჟეცკის გორაკზე დამკვიდრდა.

უმკაცრესი ღვაწლითა და ლოცვით მალე იმგვარი მადლით განბრწყინდა, ღვთისგან წინასწარმცნობელობის ნიჭი მოიხვეჭა, გარკვეული ხნის შემდგომ კი, რამდენადაც მრავალი მოწაფე და ამგვარი ცხოვრების მომბაძავი გამოუჩნდა, "თვისი ცრემლისა და მარხვის ფასად" ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე მონასტერი დააარსა, იმ დროისათვის - ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი სავანე, რომელიც მისი დიდი ღვაწლითა და სიბრძნით განბრწყინდა.

ღირსი მამა 1492 წელს აღესრულა, თუმცა, სავანეს გარდაცვალების შემდგომაც მფარველობდა.

ეკატერინე მეორის მიერ წამოწყებულ ანტისაეკლესიო რეფორმებისას კი მონასტერი, სამწუხაროდ, დაიქცა, სამრევლო ტაძარი კი 1764 წელს განახლდა.

ბეჭდვა
1კ1