ღირსი სერაპიონ სინდონიტი (+542) - 21 მარტი (3 აპრილი)
ღირსი სერაპიონ სინდონიტი (+542) - 21 მარტი (3 აპრილი)
ღირსი სერაპიონ სინდონიტის ხსენებას ეკლესია ორჯერ აღასრულებს ძველი სტილით 21 მარტს, 07 აპრილს და 14 მაისს.
ის ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე შეუდგა ბერმონაზვნულ ღვაწლს. ნებით იტვირთა სიგლახაკე ქრისტესთვის - თავშესაფარიც კი არ გააჩნდა. მთელი მისი ქონება იყო ერთი სელის სამოსი - სინდონი (ალბათ, ამიტომაც უწოდეს მას სინდონიტი) და სახარება. ღირსი სერაპიონი მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით გამოირჩეოდა. ყველაფერს, რასაც კეთილი ადამიანები ჩუქნიდნენ, გლახაკებს ურიგებდა. ერთხელ წმინდანმა სიცივისაგან აკანკალებულ მათხოვარს საკუთარი ტანსაცმელი აჩუქა; როცა ერთი კეთილმსახური მოქალაქე მანიქეველობის ერესით ცდუნდა, ღირსმა სერაპიონმა მისი სულის წარწყმედისაგან დასახსნელად პირად თავისუფლებაზეც კი უარი თქვა, მონად მიეყიდა ამ კაცს და გონებრივი შეგონებებით მოაქცია მართლსარწმუნოებაზე. უფლის რჩეული V საუკუნის დასაწყისში მიიცვალა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სერაპიონს მოიხსენიებს: 07 (20) აპრილს, 14 (27) მაისს და 21 (03.04) მარტს.
.................................................


აქვე შეგიძლიათ წაიკითხოთ:

წმინდა სერაპიონ სინდონიტი (IV-V) - 7 აპრილი (20 აპრილი)

ღირსი სერაპიონ სინდონიტი (V) - 14 (27) მაისი

ბეჭდვა
1კ1