ცხოვრება წმინდა პეტრესი, მეზვერეყოფილისა - 20 (02.02) იანვარი)
ცხოვრება წმინდა პეტრესი, მეზვერეყოფილისა -    20 (02.02) იანვარი)
აფრიკაში ცხოვრობდა ერთი გულსასტიკი და უწყალო მეზვერე სახელად პეტრე, ის არც სიკვდილზე ფიქრობდა, არც გაჭირვებულს შეიწყალებდა, ეკლესიაში არ დადიოდა და ყრუ იყო მოწყალების მთხოვნელის მიმართ, მაგრამ კაცთმოყვარე ღმერთმა რომელსაც არ სურს სიკვდილი ცოდვილისა პეტრეს ცხონებისთვისაც ამგვარად იზრუნა. ერთხელ ქუჩაში მჯდომი გლახაკები ზოგიერთის კაცთმოყვარებაზე, რომ საუბრობდნენ, გაიხსენეს პეტრე მეზვერეს უმოწყალობაც, თუ როგორი სისასტიკით ექცეოდა გლახაკებს. აღმოჩნდა, რომ პეტრე არასდროს არავის დახმარებია, ერთმა გლახაკმა დაიქადნა, - ნახეთ თუ არ მომცეს მოწყალებაო. გლახაკი პეტრეს სახლის კარებთან დადგა და ხმამაღლა სთხოვა მოწყალების გაღება. პეტრეს პურით დატვირთული ვირი მიჰყავდა ბატონთან. გაბრაზებულმა, გლახაკი რომ თავიდან მოეშორებინა, პური სახეში ესროლა. გლახაკმა პური მეგობრებს მიუტანა და უთხრა, - აი, ნახეთ, პეტრემ მიწყალობაო, და ღმერთს მადლობდა - პეტრე როგორი გულმოწყალე ყოფილაო. იმ ღამეს პეტრე ავად გახდა, ორი დღის შემდეგ უკვე სიკვდილის პირას მივიდა, მან ამ აგონიაში იხილა, თითქოს ღვთის სამსჯავროს წინაშე იყო წარდგომილი. ცოდვა-მადლის სასწორის ერთ პინაზე მისი ცუდი საქმეებია დაწყობილი და ამ პინასთან ბოროტი სულები დგანან და ხარობენ, რადგან მეორე პინაზე რომლის გვერდით ნათლით მოსილი ანგელოზები დგანან ვერ ნახულობენ პეტრეს ერთ კეთილ საქმესაც კი, რომელსაც მეორე პინაზე დასდებენ.. მაშინ ერთმა ანგელოზმა თქვა:

- ერთი პურის გარდა, პეტრემ ორი დღის წინ უნებურად რომ გასცა, სხვა არაფერი გვაქვს.

ანგელოზებმა პური მარჯვენა პინაზე დადეს და მან პინა გადასძალა. მაშინ ანგელოზმა უთხრა: - წადი, პეტრე და ამ პურს კიდევ შემატე, რათა ეშმაკებმა არ წაგიყვანონო.

გეღვიძა პეტრეს, დაფიქრდა, გაახსენდა თავისი ცოდვები და თქვა, თუ ერთ ძალით გაცემულ პურს ამდენი წონა აქვს, რომ ეშმაკებმა მის გამო ჩემი წაყვანა ვერ მოახერხეს, რამდენად დამიცავს უხვად გაღებული მოწყალებაო.

მას მერე პეტრე უაღესად მოწყალე გახდა, მან ყველაფერი გასცა, ქონება გლახაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა. ბოლოს, ერთ მსახურთან ერთად იერუსალიმში წავიდა და თავი გააყიდინა მონად. მყიდველმა მასში 30 ოქრო მიაცემინა. ამ მყიდველს ზოილე ერქვა. პეტრე ყველა საქმეს უდრტვინელად ასრულებდა. თანდათანობით მიხვდა ზოილე, რომ მისი სახლი იკურთხა პეტრეს შემოსვლით. შუყვრდა მონა, მისადმი პატივისცემა გაუჩნდა. მისი განთავისუფლება უნდოდა, მაგრამ პეტრეს მონობა სურდა და ათასგვარ დამცირებას დაითმენდა. ალბათ სიცოცხლის ბოლომდე მონა ქნებოდა, რომ არა ზოილეს აფრიკელი სტუმრები. მათ იცნეს იგი და ზოილეს უთხრეს:

- შენ მონად გყავს პეტრე აფრიკელი, ცნობილი კაცი, რომელმაც ყველა თავისი მონა გაათავისუფლა. წავუყვანთ ქვეყნის მმართველს, რადგან უმისობას ძალზე დარდობსო. პეტრეს ყველაფერი ესმოდა, გამოვიდა და ყრმობიდანვე მუნჯ მეკარეს მიმართა უფლის სახელით, რომ კარი გაეღო.

- ახლავე, - უთხრა მეკარემ, კარი გააღო. პეტრე გარეთ გავიდა და გაუჩინარდა. ამასობაში ზოილესთან მივარდა გაოგნებული და ამეტყველებული მუნჯი. ზოილე სტუმრებთან ერთად გამოვარდა პეტრეს მოსაძებნად, მაგრამ მის კვალს ვეღარ მიაგნეს.
დიდება უფალს უკუნითი უკუნისამდე.

.....................................................

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მღვდელმოწამე პავლე დობრომისლოვის, ხუცესის (1940);

ბიზანტიური სვინაქსარში მოიხსენიება: წმინდა მოწამე ანა რომაელი, წმინდა მოწამეები ფირსე და აგნია.


ბეჭდვა
1კ1