წმინდა ექვთიმე მღვიმელი - 20 (02.02) იანვარი
წმინდა ექვთიმე მღვიმელი -    20 (02.02) იანვარი
წმინდა ექვთიმე პეჩორელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე მოღწეული ცნობები ძალიან მწირია. XIX საუკუნის სასულიერო ლიტერატურა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე წმინდა ექვთიმეს ცხოვრებას XIII-XIV საუკუნეებით ათარიღებს. ამბობენ, რომ იგი მხოლოდ გამხმარი ბალახით იკვებებოდა და ღირსი შეიქმნა ანგელოზებთან საუბრისა. XVII საუკუნეში მოღვაწე პეჩორელი ბერი ათანასე წერს, რომ წმინდა ექვთიმეს მიცვალებულ სხეულს ამშვენებდა ტყავის ჯვარი, რომელიც რწმენით მიახლებულ სნეულებს კურნავდა. XIX საუკუნეში ეს ჯვარი უკვე აღარსად იხსენიება. წმინდანის ნაწილების ბიოქიმიური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ის 30-40 წლის ასაკშია გარდაცვლილი.

ექვთიმეს წმინდა ნაწილების თაყვანისცემა XVII საუკუნეში დაწყებულა, კანონიზაცია კი XIX საუკუნეში მოხდა. წმინდა ექვთიმეს ხსენების დღე 20 იანვარია.

ბეჭდვა
1კ1