წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში
წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურნებაში
11 ივნისი წმინდა ლუკა მკურნალის ხსენების დღეა

წმიდა მთავარეპისკოპოსი ლუკა (ერისკაცობაში ვალენტინ  ვოინო-იასენეცკი) მსოფლიოში  აღიარებული  მედიკოსი  იყო, როცა რუსეთში  ღვთისმგმობი  რევოლუცია  მოხდა. იგი  ტაშკენტის  საავადმყოფოს  მთავარ  ექიმად, ქირურგად  და  უნივერსიტეტის  სამედიცინო  კათედრის  პროფესორად  მუშაობდა. იმ  სასტიკ  დროს, როცა  ღვთისმბრძოლმა  ბოლშვიკებმა  ეკლესიის მძვინვარე    დევნა  დაიწყეს, ვალენტინი, უკვე 45 წლის  ერისკაცი, ღვთის  საკვირველი განგებულებით, მღვდელმსახური  გახდა, ხოლო  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერად  აღიკვეცა.
ლუკას შუა აზიის ეპარქიის ეპისკოპოსად დაასხა ხელი იქ  გადასახლებულმა ორმა რუსმა ეპისკოპოსმა. უშიში მღდელმთავარი განაგრძობდა მუშაობას ქალაქის მთავარ ქირურგად და ლექციებს კითხულობდა უნივერსიტეტში, ამასთან ყოველთვის სამღვდელმთავრო შესამოსით დადიოდა! მის გამო ის მალე დააპატიმრეს ყალბი ბრალდებით(ვითომდაც ინგლისელთა ჯაშუში იყო!). მას შემდეგ  ტანჯვა-წამების  უმძიმესი 11 წელიწადი გაატარა მთავარეპისკოპოსმა ლუკამ ბოლშევიკურ ციხეებში, ბანაკებსა და გადასახლებაში, ციმბირში პოლარული წრის იქით ორას კილომეტრზეც კი იყო გადასახლებული, და ღვთის საკვირველი განგებულებით, ცოცხალი გადარჩა, თუმცა ჯანმრთელობა  ისე შეერყა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში სრულიად დაბრმავდა კიდეც.

მან ბევრი საღვთისმეტყველო შრომა დაგვიტოვა (მხოლოდ მისი ქადაგებები რამდენიმე ტომს შეადგენს). მთავარეპისკოპოსი ლუკა წმიდანად შერაცხეს 1995 წელს და მართმადიდებელმა ეკლესიამ მას ლუკა აღმსარებელი უწოდა.

სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსის წმინდა ლუკას (ვოინო-იასენეცკი) წმინდა ნაწილი კიევ-პეჩორის ლავრიდან საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამობრძანდა.

ღვთის შეწევნით, დაიწერა წმინდა ლუკას ხატი და მისი წმინდა ნაწილი ახალდაწერილ ხატში ჩაბრძანდა. ხატმწერი გახლავთ ჯვრის მამასთან მდებარე დედათა მონასტრის მონაზონი მარიამი (ავაზაშვილი). წმინდა ლუკას ხატი, წმინდა ნაწილითურთ, დაბრძანებულია ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარში. ყველა მორწმუნეს შეუძლია მიეახლოს და მისგან კურნება მიიღოს.
წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი ჩვენს სამშობლოს სევასტოპოლის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა საბატიმ გადასცა.

KARIBCHE


მან ბრძანა:
- წმინდა ლუკას წმინდა ნაწილს გადავცემ ქართველ ხალხს, რათა დაეხმაროს სხვადასხვა დაავადების განკურ¬ნებაში. ის დაგიცავთ იმ უსიამოვნო შემთხვევებისგან,  რომელიც თქვენს ცხოვრებაში შეიძლება მოხდეს.

წმინდა ლუკას მიმართეთ დასახმარებლად და აუცილებლად შეგეწევათ. ვინც წმინდა ლუკას მთელი გულით შეევედრება, უნუგეშოდ არ ტოვებს. მას ბევრი სასწაული მოუხდენია, სხვადასხვა სნეულებისგან ბევრი განუკურნავს...

- მამაო, როგორ აღმოჩნდა თქვენთან წმინდა ლუკას წმინდა ნაწილები?


- ღვთის ნებით და ღვთის სიყვარულით. ღმერთმა მაკურთხა.  უფალს ვთხოვდი,  მქონოდა წმინდა ლუკას წმინდა ნაწილი.   ბერად აღვიკვეცე სიმფეროპოლში, სამების სახელობის ტაძარში, იქ, სადაც წმინდა ლუკას უხრწნელი სხეულია დაბრძანებული. უფალმა მომიწოდა იმისთვისაც, რომ ბერად იქ  აღვკვეცილიყავი. წმინდა საბატი სალავატსკავას  სახელის საპატივცემულოდ მისი სახელი მეწოდა. უფლის სიყვარულით, უფლის ლოცვით, წმინდა ლუკას ლოცვა_კურთხევით მოხდა. მე არა მარტო ჩემთვის ვინახავ ამ სიწმინდეს, არამედ მათთვისაც, ვისაც ეს უდიდესი სიწმინდე ესაჭიროება.

დიდი სურვილი მაქვს, რომ წმინდანის სიყვარულმა საქართველოს მიწა განწმინდოს...
უფალმა დაგლოცოთ.














ბეჭდვა
1კ1