წმინდა მართალი დანიელი აჩინსკელი - ხსენება 16 (29) დეკემბერს
წმინდა მართალი დანიელი აჩინსკელი  - ხსენება 16 (29) დეკემბერს
წმინდა დანიელი 1784 წელს დაიბადა პოლტავის გუბერნიაში, ღარიბი კაზაკის ოჯახში. 1807 წლიდან ჯარში მსახურობდა. თუმცა მუდამ უნდოდა, ზეციური მეუფის ჯარისკაცი გამხდარიყო. ამის ნებას არ აძლევდნენ, სამაგიეროდ, სამხდრო ჩინის მომატებას შეჰპირდნენ, მაგრამ წმინდანს აზრი ვერ შეაცვლვინეს. ამბობდა, ჩემს განზრახვზე უარის თქმას სიკვდილი მიჯობსო. 1823 წელს სამხედრო სასამართლომ მას სამხედრო სამსახურის მიტოვების განზრახვისთვის კატორღა მიუსაჯეს და ციმბირში, კრასნოიარსკის მხარეში გაუშვეს. მან ბევრი დაითმინა ადგილობრივი პრისტავისგან.

მაგრამ როცა ეს პრისტავი ავად გახდა, მიხვდა, რომ ღმერთმა დასაჯა წმინდა კაცის შეურაცხყოფისათვის, შეინანა თავისი საქციელი. მან უშუამდგომელა წმინდა დანიელს გუბერნატორთან და გაათავისუფლეს კატორღული სამუშაოებისგან.

წმინდა დანიელი აჩინსკში, ერთ ვიწრო კელიაში დასახლდა. დღისით მეზობლებს ეხმარებოდა მეურნეობაში, ტანსაცმელს უკერავდა, ღამე კი ლოცულობდა. წმინდა სხეულით მძიმე ჯაჭვებს ატარებდა. დაუცხრომელად იღვწოდა, სრულიად უპოვარი იყო. არც არაფერი სურდა. უფალმა მას დაფარულთმცოდნელობის ნიჭი მიმადლა. მას რჩევას და ლოცვას სთხოვდნენ. ერთხელ ირკუტსკის მთავარეპისკოპოსმა მოინახულა და სთხოვა, მცირეოდენი ფული აეღო მისგან, კანდელის ზეთისთვის მაინც. რაზეც წმინდანმა უპასუხა: რად მინდა კანდელი, როცა სულში სიბნელე მაქვსო. "ამიერიდან ნუღარ გამომცდი",-დაუძახა ბერდიდმა.

როცა წმინდა დანიელმა გარდაცვალების მოახლოება იგრძნო, ჯაჭვები მოიხსნა და დამალა, რათა ხალხ არ ენახა მისი ღვაწლი.
წმინდა დანიელი 1843 წელს გარდაიცვალა.

ბეჭდვა
1კ1