წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI) - 9 (22) დეკემბერი
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი (VI) - 9 (22) დეკემბერი
წმიდა სოფრონი, კვიპრელი მთავარეპისკოპოსი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა, კუნძულ კვიპროსზე. წმინდა მამა დაახლოებით, VIII ან IX საუკუნეებში ცხოვრობდა  (სხვა ვარიანტით VI საუკუნეში). იგი მრავალ მეცნიერებას დაეუფლა, მაგრამ ყველაზე მაღლა წმიდა წერილს აყენებდა. უფლის რჩეული გამოირჩეოდა კეთილმსახურებით, გლახაკთმოყვარეობით და ასკეტური ცხოვრებით, რის გამოც უფლისგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. კვიპროსის ეპისკოპოსის, წმიდა დამიანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი ხალხის სურვილით დაქვრივებულ კათედრაზე ღირსი სოფრონი აღასაყდრეს. ახალ ხარისხში იგი ბრძნულად და სიყვარულით განაგებდა თავის სამწყსოს.

ამ ჭეშმარიტად კეთილმა მწყემსმა, გლახაკთა განმკითხველმა, შიშველთა შემმოსველმა, მშიერთა დამპურებელმა, ობოლთა მფარველთა და მწუხარეთა მანუგეშებელმა მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. 


"წმიდანთა ცხოვრება", ტომი IV, თბილისი, 2003 წ
ბეჭდვა
1კ1