წმინდა არჩილ მეფის ლოცვა-კურთხევითა და მეოხებით უფალმა ყველას მიმადლოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა
წმინდა არჩილ მეფის ლოცვა-კურთხევითა და მეოხებით უფალმა ყველას მიმადლოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა
VIII საუკუნეში წმინდა მოწამეთაგან გამობრწყინდა მეფეთა შორის სახელოვანი, თვითმპყრობელთა შორის წარჩინებული და მოწამეთა შორის უბრწყინვალესი, სამგზის სანატრელი არჩილი, რომელიც გამოირჩეოდა მხნეობითა და სიქველით, მშვენიერებითა და ახოვანებით. მან საუკუნო დიდებისა და მარადიული მეფობისთვის არად ჩააგდო ქვეყნის სივრცე, ზღვათა სიმდიდრე, უთვალავი განძი, სამეფო ტაძარნი და გვირგვინი, ახლობელნი და ნათესავნი, ცოლი და შვილნი, ქრისტეს სიყვარულისთვის ამა სოფლის სიკეთე, როგორც მტვერი, ისე მოიშორა, ოდენ უფალი შეიყვარა და მისთვის გაწირა თავი.

წმინდა არჩილი ვახტანგ გორგასლის შთამომავალი, სტეფანოზ მეფის ძე იყო. იგი გახლდათ პირველი მეფე, რომელიც ქრისტესთვის ეწამა, თავისი სისხლით ჩვენი ეკლესია განაშვენა, სძლია უხილავ და ხილულ მტერს და მშვიდობა მოუტანა ქართველ ერს.

იმ დროს სარკინოზთა შორის გამოჩნდა ცრუ მოციქული, "ბილწი სჯულისმდებელი" მუჰამედი. როგორც პავლე მოციქული წერს: "ვინაითგან არა შეიწყნარეს სიყვარული ცხოვრებისა, ჭეშმარიტი იგი სიბრძნე, მოუვლინის სული საცდურებისა, რაითა ჰრწმენეს მისი და მით დაისაჯნენ". სწორედ ეშმაკის მანქანებით მოედო მისი დამღუპველი გესლი იმ ერებს, რომელთაც წმინდა მოციქულის ქადაგებანი არ შეისმინეს. მუჰამედის სიკვდილის შემდეგ მისი დისწული, მურვან ყრუ, ურიცხვი ლაშქრით მოადგა საქართველოს საზღვრებს.

იმხანად არჩილი ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო და ქართლში მისი უფროსი ძმა მეფობდა. ვერ შეძლეს ძმებმა წინააღმდეგობის გაწევა და აფხაზეთში გაიხიზნენ. დიდმა შიშმა მოიცვა ქართლი. უსჯულომ შემუსრა საქართველოს სიმაგრეები, დაიპყრო კარი დარიალისა, დარუბანდისა და როცა შეიტყო, რომ გვირგვინოსანთ აფხაზეთისთვის შეეფარებინათ თავი, შეუდგა მათ კვალს და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, დაანგრია ციხე-გოჯი (ნოქალაქევი), გადალახა კელასურის ქვის კედელი, შეიჭრა აფხაზეთში, აიღო და დაანგრია ქალაქი ცხუმი (სოხუმი) და მიადგა ანაკოფიის ციხეს, სადაც ინახებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი. სწორედ აქ იმყოფებოდნენ ქართლის მეფეები.

იოლი არ იყო მურვან ყრუს აურაცხელ ლაშქართან გამკლავება. წმინდა არჩილი და მირი მთელი ღამე მხურვალედ ევედრებოდნენ ღვთისმშობელს. ისმინა უფალმა მართალთა ლოცვა, წმინდა არჩილს ყოვლადუბიწო დედოფალი გამოეცხადა და უთხრა: "ადექი და ებრძოლე უსჯულოებს. მე მათ მოვუვლენ მუსრის გამვლებ სასტიკ ტანჯვას და კაციან-პირუტყვიანად გავწყვეტ. როცა მიუახლოვდებით მათ ბანაკს, გაიგებთ ტირილსა და გოდებას. გამხნევდით და ღვთის იმედით გაძლიერდით, რადგან უფლის ანგელოზი წაგიძღვებათ წინ და თქვენთან ერთად იბრძოლებს".

ღმერთმა მართლაც მოუვლინა სარკინოზებს სამხრეთის მხურვალე ქარი. ამას თან დაერთო საშინელი ეპიდემია, რომელმაც თითქმის მთელი ჯარი მოსრა. ძმებმა შეკრიბეს მცირე ლაშქარი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იმედით თავს დაესხნენ მტრის ბანაკს. ქართველებმა, ღვთის შეწევნით, დაამარცხეს სარკინოზნი.

ერთ-ერთ აგარიანს მათი ცრუ მოციქული გამოეცხადა და გააფრთხილა, წმინდა კაცებს მორიდებოდნენ. შეშინებული არაბები სასწრაფოდ აიყარნენ, უკუიქცნენ და ორ მდინარეს შორის დაბანაკდნენ. ღამით ღმერთმა მათ კიდევ ერთი განსაცდელი - საშინელი ღვარცოფი მოუვლინა. ადიდდა მდინარეები, ოცდათხუთმეტი ათასი ცხენი წაიღო წყალმა. მას შემდეგ ერთ მდინარეს ცხენისწყალი ეწოდა, ხოლო მეორეს - აბაშა.

კვლავ აიყარნენ სარკინოზნი, განვლეს გურია და სპერი, განიზრახეს კონსტანტინოპოლის აღება, მაგრამ იქაც ღვთის რისხვა დაატყდათ და ზღვაში შთაინთქნენ.

ქართლი, სომხეთი და რანი აოხრებულ-გაპარტახებული დარჩა. მირმა, არჩილმა და აფხაზეთის ერისთავმა მოციქული წარავლინეს საბერძნეთში, რათა იმპერატორისთვის ყოველივე ეცნობებინათ, მან კი წერილი და სამეფო გვირგვინი გამოუგზავნა ძმებს - თქვენი იყოს მეფობა ქართლსა შინა და თუ ამჟამად ჩვენთან ერთად იდევნებით ჯვრის მსახურებისთვის, როგორც უფალმა აღგვითქვა, მასთან ერთად ვიდიდებით; შემუსრეთ აგარიანნი და "ყოველნი მათნი ამმაღლებელნი დამდაბლდებიან და ჩვენთან ერთად მადიდებელნი ამაღლდებიან", - წერდა კეისარი.

ბრძოლაში დაჭრილ მირს წყლულები დაუმძიმდა. სიკვდილის წინ იხმო არჩილი, ქართლის მეფობა გადააბარა და თავისი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა. გარდაცვლილი გვირგვინოსანი, მისი სურვილისამებრ, მცხეთაში დაკრძალეს.

ანდერძის თანახმად, მეფე არჩილმა ექვსი ასული ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე კი - აფხაზთა ერისთავს, რითაც საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ერთიანობასა და სიმტკიცეს.

წმინდა გვირგვინოსანი თავდაპირველად ეგრისში დაემკვიდრა და გაამაგრა ციხენი და ქალაქნი, თორმეტი წლის შემდეგ კი გადავიდა არაბთა მიერ გავერანებულ ქართლში და აღმშენებლობითი მოღვაწეობა დაიწყო. შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი. აღადგინა და ააშენა ციხეები: ხადრი, კასრი, ლაკუასტი, ნოპატა. ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით საძმორსა და ნადოკრაში ააგო წმინდა ტაძრები. ცოლად გუარამ კურაპალატის ასული შეირთო. შეეძინა ორი ძე - ჯუანშერი და ივანე - და ოთხი ასული - გურანდუხტი, მარიამი, მირანდუხტი და შუშანა.

ნეტარი მეფის ღვაწლით, საქართველოში ორმოცდაათწლიანმა მშვიდობამ დაისადგურა, მერე კი ქართლში შემოიჭრა უსჯულო ჭიჭუმი, მუჰამედის ნათესავი. მანაც ააოხრა და შემუსრა ქართლის სიმაგრეები, დაარბია ეკლესიები და კახეთისკენ აიღო გეზი.

წმინდა არჩილმა განიზრახა, ხლებოდა ჭიჭუმს და დიდი მეუფის მსგავსად თავისი სული შეეწირა ქრისტიანთათვის, ეთხოვა მშვიდობა, ეკლესიების დაცვა და სჯულის შენარჩუნება. მეფე მზად იყო, მოწამებრივი გვირგვინი დაედგა და წმინდა სისხლით განეშვენებინა ქრისტეს ეკლესია.

"უმჯობეს არს სიკვდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყვნად ეკლესიათა ქრისტესათა და ოხრებად ქვეყანისა ამის", - ბრძანა არჩილმა.

ჭიჭუმ-ასიმმა დიდად გაიხარა და საკადრისი პატივით მიიღო ტახტისმპყრობელი, რამდენიმე დღის შემდეგ კი მზაკვრული ალერსით ქრისტეს სჯულის დატევება და სარკინოზად მოქცევა შეაპარა. ამის მოსმენაც კი გაუჭირდა მეფეს და მტკიცედ უპასუხა: "ნუ ირჯები უხვსიტყვაობით ჩემს საცდუნებლად, მძლავრო, როგორ ვუღალატებ მაცხოვნებელ ქრისტე ღმერთს, რომელიც არის ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, ძე დაუსაბამო მამისა და თანასწორი ყოვალდწმინდისა სულისა, რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის, გარდამოხდა ზეცით და ხორცი შეისხა ყოვლადუბიწო ქალწული მარიამისგან და ხორციელი სიკვდილი დაითმინა, დაეფლა და აღსდგა ღვთაებრივი ძალით, ამაღლდა ზეცად და მასთან ერთად ამაღლდა ჩვენი ბუნება; რომელი კვლავ მოვა ღვთივმშვენიერი დიდებით, განსასჯელად ცოცხალთა და მკვდართა; და რომ შევისმინო შენი, მალე თქვენებრი სიკვდილით მოვკვდები და საუკუნო სატანჯველს მოვიპოვებ, ხოლო თუ მომკლავ მისი სახელისათვის, მეც მისებრ აღვდგები, მასთან ერთად ვიდიდები და მასთან ერთად დავიმკვიდრებ საუკუნო სასუფეველს".

უსჯულომ წმინდა მეფის შეურყეველი სიმტკიცე რომ იხილა, ძლიერ გაუკვირდა და სიმშვიდე მრისხანებით შეეცვალა. ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ წმინდანი - ეგონა, სატანჯველის შიში მოდრეკდა, მაგრამ წმინდა არჩილი, თითქოს სასძლოს შესახვედრად მიჰყავთო, პირმხიარული მიემართებოდა საპყრობილისკენ და მადლობდა უფალს, რომ ღირსი გახდა მეფეთა და მთავართა წინაშე ჭეშმარიტების აღიარებისა და მისთვის შეპყრობისა. გზად მიმავალი ფსალმუნს გალობდა: "აღგამაღლო შენ, უფალო, რამეთუ შემივედრე მე და არა ახარე მტერთა ჩემთა ჩემ ზედა". ბნელ დილეგში შევიდა თუ არა, გულმხურვალე ლოცვა დაიწყო. ევედრებოდა უფალს, წამების დათმენის ძალა მიეცა. ითხოვდა შეწევნას, რათა ღირსი გამხდარიყო წმინდანთა შორის დამკვიდრებისა. ხელებსა და ფეხებზე ორმაგი ჯაჭვი ედო და ეცინებოდა უსჯულოს უმეცრებაზე; მართალთა სიკვდილით აღსრულებას ნატრობდა.

ჭიჭუმს კი უფრო და უფრო უღვივდებოდა არჩილის სარკინოზად მოქცევის სურვილი, თან სასიკვდილოდაც არ ემეტებოდა, რადგან მოხიბლული იყო მისი პირმშვენიერებით, ახოვანებით და ასაკოვნებით. ამ დროს ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის პაპას, ადარნესე მეფეს შეეწყალებინა, და შურისძიების წყურვილით აღვსილმა მოახსენა ჭიჭუმს: "დიდო მთავარო, არ იცი, ვინ არის ეს არჩილი? იგი სტეფანოზ მეფის ძეა, დიდი ვახტანგ მეფისა და მირიანის შვილთაშვილი. ის თან ახლდა მამას, როცა ქართლის სამეფოს განძს მალავდა და ეცოდინება, სად არის დაფლული მეფე ჰერაკლეს საგანძური". ესმა თუ არა ეს ასიმს, არჩილი საპყრობილიდან გამოიხმო. დიდხანს ეპირფერებოდა და დიდ პატივსაც აღუთქვამდა, ოღონდ ქრისტეს სჯულზე უარი ეთქვა. ხვეწნა-მუდარამ ამაოდ რომ ჩაუარა, მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. წმინდა მეფემ მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მოიდრიკა მუხლი, ხელები ზეცად აღაპყრო და მადლობა შესწირა უფალს, ასეთი პატივის ღირსი რომ გახადა, შეავედრა ეკლესიათა დაცვა და ქართლში ქრისტიანთა გაძლიერება, ილოცა მეუღლისა და შვილებისათვის, მტკიცედ რომ დაეცვათ თავიანთი რჯული:

"უფალო ღმერთო, რომელნი ახსენებდნენ ღუაწლთა ჩემთა და სახელითა ჩემ ცოდვილისა მონისა შენისათა გევედრებიან, აღუსრულე ყოველი კეთილი თხოვაი მათი და აღავსენ იგინი უხუებითა კეთილთა ნიჭთა შენთაითა", - დასძინა ბოლოს.

ლოცვა რომ დაასრულა, წამოდგა ფეხზე, მოიხარა ქედი და ნაბრძანების აღსრულება ბრძანა. მტარვალებმა მოიქნიეს მახვილი და თავი მოჰკვეთეს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოაბრძანეს ქართლში წმინდა არჩილის გვამი და დიდი პატივით დაკრძალეს მის მიერვე აგებულ ტაძარში.

***
პირველმოწამე მეფე თიანეთის რაიონში, სოფელ ნადოკრაში, სიონის გორაზე მდებარე მცირე ზომის ეკლესიაშია დასაფლავებული. მის გვერდით აგებულ ტაძარში, სავარაუდოდ, წმინდა არჩილის მეუღლეა დაკრძალული. ეს ტაძარი საკმაოდ დაზიანებულია და თითქმის ნანგრევებადაა ქცეული. სამომავლოდ მისი აღდგენაც არის ჩაფიქრებული. ამ ორ მცირე, ერთნავიან ტაძართან კოშკია აგებული. კოშკი ხუთსართულიანია. პირველ სართულზე ბუხარია, მეხუთე სართულიდან მეორემდე ორმოა, ჩანს, მამებს ამ ადგილას ბეღელი ჰქონიათ.

მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, არჩილ მეფის საფლავის გარეგნული მხარის მოწესრიგება, ტაძრების აღდგენა და იქვე სამონასტრო ნაგებობათა მშენებლობა ხუთი წლის წინ დაიწყო. საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოს ძალისხმევით, მამა ბესარიონის (მენაბდის) ხელმძღვანელობით, არქიტექტორების რევაზ ჯანაშიას, პაატა ნუცუბიძის, თენგიზ გაბუნიასა და რეზო ცხადაძის ავტორობით შემუშავდა აღდგენითი პროექტი. საარქივო მასალებზე დაყრდნობით, ბიბლიოგრაფ ია გორიშვილის დახმარებით ტაძარმა პირვანდელი სახე შეინარჩუნა.

არჩილ მეფის საფლავის პროექტი არქიტექტორ კოკი დადიანსა და ხელოვნებათმცოდნე ქეთი აბაშიძეს ეკუთვნით, არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარეს იულონ გაგოშიძემ და გია მახარაძემ. საფლავის გარშემო ნიჩბისის ქვა არის გამოყენებული, შუაში კი წითელი ქვა - მოწამეობის სიმბოლო. წმინდა მოწამე არჩილის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელი ანთია.

წმინდა მეფის საფლავის მოლოცვა მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ტაძრის წინამძღვრის არქიმანდრიტ მამა ბასილის (კიკვაძის) კურთხევით შევძელი. მამა ბასილი იქ განახლებული მამათა მონასტრის წინამძღვარია. მისი მრევლის წევრის, გურამ ვასაძის სიყოჩაღე რომ არა, შუა იანვარში, თოვლით დაბურულ გორაკებზე ვერც კი შევძლებდით ასვლას...

მონასტერში მისულებს წინ მღვდელმონაზონი არჩილი (კიკვაძე) შემოგვეგება. ნადოკრაში სამონასტრო ცხოვრება შარშან, გაზაფხულზე განახლდა. მას აქეთ ბერი არჩილი და მორჩილი სერაპიონი მონასტრის ტიპიკონს ზედმიწევნით ასრულებენ.

ერთსართულიან, გემოვნებით ნაგებ შენობაში ერთი ბერი და ერთი მორჩილი ცხოვრობენ. მათთან ერთად არიან სამონასტრო ცხოვრებით დაინტერესებული ერისკაცებიც. რომ არა ბატონების არჩილ გეგენავასა და ზურაბ ჩხეიძის ფინანსური დახმარება, მონასტერი ისევ მოუწესრიგებელი იქნებოდა. ამას თავად მამებიც აღნიშნავენ.

მამა არჩილი 31 წლის მღვდელმონაზონია. მას ეპისკოპოსისთვის განკუთვნილ რეზიდენციაში ვესაუბრე. საუბრის შემდეგ კი მამა არჩილმა ტრაპეზზე მიმიწვია.

- თავიდან არავითარი წარმოდგენა არ მქონდა ეკლესიურ ცხოვრებაზე. ტაძარში დავდიოდი, სანთლებსაც ვანთებდი, მაგრამ ნამდვილი რწმენა რა იყო, არ ვიცოდი. წარმოშობით ოზურგეთიდან ვარ. ზაფხულობით იქ ჩასულს სულ მინდოდა მამა შიოსთან (მენაბდესთან) მისვლა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე, მერე კი მამაო თბილისში გადმოვიდა. მეც ჩამოვედი თბილისში და მთაწმინდაზე, მამადავითის ტაძარში დავიწყე სიარული. სრულყოფილი აღსარების ჩაბარება შობის მარხვაში გადავწყვიტე. იმ პერიოდში ვკითხულობდი სასულიერო ჟურნალ-გაზეთებს, ვუსმენდი საპატრიარქოს რადიოს. მერე მამა ბასილის კურთხევით დავითგარეჯის ნათლისმცემლის მონასტერში წავედი. მანამდე მონასტერზე წარმოდგენა არ მქონდა. როცა იქაურობას თვალი მოვავლე, აღფრთოვანებული დავრჩი. ახლაც იქით მიმიწევს გული... ბერ-მონაზვნობისთვის დავით გარეჯი უდიდესი ადგილია.

თავიდან ვიფიქრე, შობის მარხვას გავატარებ-მეთქი აქ, მერე მამაოს კიდევ ერთი თვით დარჩენა ვთხოვე (მოგეხსენებათ, მამა ბასილი დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის წინამძღვარია). შემდეგ ჩავაბარე სრული აღსარება, რისთვისაც ეპიტიმია მივიღე და მისი შესრულებაც მონასტერში გადავწყვიტე. ღვთის შეწევნით, იოანე ნათლისმცემლის წყალობითა და მადლით, მონასტერში გაჩერება შევძელი.

ბერად შედგომის სურვილი მანამდე არ მქონდა, მაგრამ არც ერში დაბრუნება მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილას მთავაზობდნენ სამსახურს.

შინ როდის დაბრუნდებიო? - მეკითხებოდნენ მშობლები. როცა უფლის ნება იქნება-მეთქი, ვპასუხობდი.

წელიწადი და ოთხი თვე რომ გავიდა, მამა ბასილმა უწმინდესთან მიმიყვანა. პატრიარქმა კურთხევა მომცა... გაოგნებული ვუსმენდი. მთელი სიცოცხლე მინდოდა, უწმინდესს თავზე ხელი დაედო და დაველოცე.

დავემორჩილე ღვთის ნებას, უწმინდესის ლოცვა-კურთხევას და კაბით შევიმოსე. მერე ნადოკრის მონასტერი მამა ბასილს ჩააბარეს და მასთან ერთად წასვლა შემომთავაზა. იმავე დღეს ვეახელით უწმინდესს კურთხევის მისაღებად, პატრიარქმა კი - ბარემ აღვკვეცოთ და გავუშვათო. ასე აღვიკვეცე ბერად წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას.

ყველაფრის სწავლა, რაც ბერს სჭირდება, ვერ მოვასწარი, მაგრამ ვცდილობ, ღვთის შეწევნით ახლა შევისწავლო. საუკეთესო ალბათ მაინც განმარტოებაა, როცა სული უფალთან მყოფობს და მას ელაპარაკება.

თავიდან ძალიან მძიმე მეგონა საბერო გზა. მეგონა, ვერ გავუძლებდი... როცა უფალთან ხარ, გულით ხარ და სულს უნდა ღმერთთან ყოფნა, ყველანაირი მორჩილება გიმსუბუქდება.

- როგორ უნდა იღვაწოს მონაზონმა, რომ თავის თავზე მეტისმეტი წარმოდგენა არ შეექმნას?

- ალბათ, ერთ საქმეს არ უნდა მიეჯაჭვოს, ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა აკეთოს. საქმეს მონასტერში რა გამოლევს! მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდე, გულისყურით ყოველთვის უფალთან უნდა იყო.

- მამა ბასილი როგორ გმოძღვრავთ?

- მამა ბასილი არასოდეს მიგვითითებს, არ გვაგრძნობინებს, რომ რამით უპირატესია. ერში ხომ შეიძლება, მამა-შვილი კარგი მეგობარი იყოს? - ზუსტად ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გვაქვს, სულიერი მამის რჩევებს კი ჭეშმარიტებისკენ, სასუფევლისკენ მივყავართ. ეს მოძღვრის მოვალეობაა, დანარჩენი კი ნებაა უფლისა.

- ლოცვა-კურთხევა გაგვაყოლეთ, მამაო არჩილ...

- მე თქვენს ჟურნალს ვაფასებ. დღეს ბევრი "გვმოძღვრავს" პრესით თუ ტელევიზიით, მაგრამ ჭეშმარიტებას იშვიათად თუ ვინმე ქადაგებს. მადლობა ღმერთს, რომ გამოჩნდა ხალხი, ვისაც სურვილი აქვს ჭეშმარიტების გადმოცემის. ვისურვებდი, ჟურნალ "კარიბჭის" დახმარებით ბევრი მოსულიყოს დედაეკლესიაში და მათი ლოცვით კიდევ უფრო გაძლიერებულიყავით. ღმერთმა დაგლოცოთ.

მორჩილი სერაპიონი (დავითნიძე), 21 წლის:

- მონასტერში 2002 წლის მარტში მოვედი. მაშინ ახალი გახსნილი იყო დავითგარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის ლავრა. იქ სამი წელი ვიყავი. 2005 წლის ზაფხულიდან ნადოკრალის მონასტერში ვარ მორჩილი. აქ მამა არჩილს ვეხმარები.

ერში სულ სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. სპორტს მივდევდი. მამადავითზე დადიოდა ჩემი ოჯახი და იქიდან მოულოდნელად მონასტერში აღმოვჩნდი. მონასტერს უხილავი მადლი და მიზიდულობის ძალა ჰქონია. იოანე კიბისაღმწერელი მონასტერში წასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს: ღვთის სიყვარულს, ცოდვებს და სოფლისგან განშორების სურვილს. მე ჩემს თავს მესამე კატეგორიას მივაკუთვნებდი.

- გული დაგწყვიტათ სოფელმა?

- როცა ერთ ათონელ მამას ჰკითხეს, მონასტერში ქალებს რატომ არ უშვებთო, მან ნახევრად ხუმრობით უპასუხა: კი არ გვძულს, პირიქით, გვიყვარს და ამიტომაც არ ვუშვებთო. მონასტერში ადამიანი იმ მიზნით მიდის, რომ ამ სოფლისთვის, ახლობლებისთვის ილოცოს და იღვაწოს. სიყვარულია ამის მიზეზი. ჩემთვის უფრო შინაური გარემოა მონასტერი. ჩემი თავი აქ ვიპოვე.

- თქვენ რომელი წმინდანის სახელი გქვიათ?

- ეს სახელი ერთ-ერთი გარეჯელი მამის პატივსაცემად დამარქვეს. მამა სერაპიონ საკვირველმოქმედი 1747 წელს აღესრულა და გარეჯის ნათლისმცემლის მონასტერშია დაკრძალული.

მონასტრული ცხოვრების დაწყების შემდეგ შევიცვალე, სხვანაირი განწყობა, მსოფლმხედველობა ჩამომიყალიბდა, შეხედულება ბევრ რამეზე შემეცვალა. ეკლესია ისეთი რამ არის, რომ ადრე თუ გვიან ყველას აუხელს თვალს. ღმერთმა მოგვმადლოს ყველას სულიერი თვალის ახელა!

ამას წინათ ათონელი ბერის ინტერვიუ მოვისმინე. ასეთი რამ თქვა: ორნაირი მადლი არსებობსო; ერთი, რომელსაც ღმერთთან მიჰყავს და მეორე, რომელიც აცხოვნებსო. ყოველ ადამიანშია ღვთის ძიების სურვილი. ღმერთმა ყველას აპოვნინოს ჭეშმარიტება, რომელიც იესო ქრისტესა და მართლმადიდებლობაშია. წმინდა არჩილ მეფის ლოცვა-კურთხევითა და მეოხებით უფალმა ყველას მიმადლოს ჭეშმარიტებისკენ სავალი გზა. უფალი ამბობს: "მე ვარ გზა და ჭეშმარიტება". ღმერთმა გვაცხოვნოს ყველა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
წმინდა ნეოტის ცხოვრება დაიწერა მეთერთმეტე საუკუნეში. ეს წმინდანი ასევე მოხსენიებულია ასერის მიერ, წმინდა მეფე ალფრედ დიდის (849-899, მართავდა უესექსს 871 წლიდან) ბიოგრაფის მიერ.
15.11.2024
ღირსი წინამძღვარ ბეუნოს ცხოვრების შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ჩრდილოეთ უელსის უდიდესი წმინდანია, ძალიან ცოტა რამ ვიცით.
14.11.2024
მისი ხსენების დღეა 07 (21)  ივლისი (კელტ. და ბრიტ.], რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საზღვარგარეთ, დას.). წმინდა ჰედა იყო ანგლო-საქსი ბერი და წინამძღვარი, სავარაუდოდ, უიტბიში.
14.11.2024

"შენ, ღმერთო-შემოქმედო, ძეო ყოვლადძლიერო და სულო ნუგეშინისმცემელო, სამებაში დიდებულო, გევედრები და წყალობას გთხოვ ჩემს საჭიროებებში... ჰოი ზეციერო უფალო, მომანიჭე გამარჯვება და ჭეშმარიტი რწმენა" (წმინდა სვიტინ უინჩესტერელის ლექსიდან "იუდითი").
12.11.2024
წმინდა ადრიანე, ღირსი ბედას თანახმად წარმოშობით აფრიკიდან იყო. ადრიანი გახდა ნერიდას მონასტრის იღუმენი, ნეაპოლთან ახლოს იტალიაში, როდესაც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო.
11.11.2024
ნუ გეშინიათ, არამედ იყავით მტკიცენი, რადგან ღმერთია თქვენი მფარველი.
05.11.2024
წმინდა კევინი (ასევე ცნობილი კოემგენის სახელით) - ერთ-ერთი უდიდესი ადრეული ირლანდიელი წმინდანი, ცნობილი გლენდალოხის მონასტრის დამაარსებელი.
05.11.2024
წმინდა კოლმანი იყო ლინდისფარნის და მეიოს ეპისკოპოსი. დაიბადა დაახლოებით 605 წელს და გარდაიცვალა დაახლოებით 676 წელს. მისი მეხსიერების დღე 18 თებერვალია.
29.10.2024
"ჩემი სახლი თემზის შესართავის ხეობებშია, იგი ააგეს მძვინვარე ქარებმა და ცეცხლის ენებმა; იგი იქ მდებარეობს, სადაც ცის კიდე ესაზღვრება მიწის კიდეს,
26.10.2024
წმინდა დავითი (დეივი) უელსელი, მენევიის მთავარეპისკოპოსი, სასწაულმოქმედი (ხსენების დღე 1/14 მარტი), რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat