წმინდა დოდოს საფლავი
წმინდა დოდოს საფლავი
აი, რას წერს ნეტარსახსენებელი მამა მიქაელი (გობრონ) საბინინი"საქართველოს სამოთხეში" წმინდა დოდოს საფლავის გახსნაზე:

უწყება ღირსისა მამისა ჩვენისა დოდოსათვის

ღირსისა მამისა ჩვენისა დოდოს გარეჯელის ვრცელი ცხოვრება აქამომდე დაკარგულ არს; მას ნეტარისთვის არაი რაი ვიცით, გარდა იმისა, რაც ცხოვრებასა შინა ღირსისა მამისა ჩვენისა დავით გარესჯელისასა მოიხსენების. გარდა ამისა პეტერბურღის საიმპერატორო სახალხო საწიგნობელსა შინა, ერთი ძველი მატიანე, რომელიც ეკუთვნოდა იოანე ბატონიშვილს (ამ ბატონიშვილს მრავლნი ქართულნი ხელნაწერნი დარჩნენ, რომელნიც გარდაცემით ხვდათ თავად სუმბათოვიანთ, მამულთ მოყვარეთა და მამულისათვის თავდადებულთა, ერთმა მათგანმან, იოანნე მიხაილის ძემ, საიმპერატორო საზოგადო საწიგნობელსა მიჰყიდა იგინი და არა საქართველოს საზოგადოებას დაუტევა, როგორც მოითხოვდა ჯეროვნება, რომლითა ფრიად გააძნელა ჩვენთვის მათი მოხმარება) და როგორც მგონია მრავალმთის მონასტერთაგან უნდა იყოს მოპარული,-მოგვითხრობს, ვითარმედ ღირსმან დოდომ მონასტერი თვისი, რომელიც ღირსის მამა დავითის ცხოვრებასა შინა მოიხსენების, უძღნო ყოვლად წმიდას, ესე იგი გამოკუეთა სახელსა ზედა ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისასა, რომელიც იყო ფრიად დიდი მშვენიერი, ყოვლისფრით შემკული და მდიდარი, უმეტეს ამისა სავსე მოღვაწე წმიდათა მამათა მიერ, აქამომდე დარღვეულნი ეკლესიანი, სატრაპეზო, მრავალნი სენაკნი და ლაჯკვანი მისნი დუმილათ მოგვითხრობენ მყუდრო ცხოვრებას წმიდა მამათასა, იქ მყოფთა და დიდსა მოღვაწებასა მათისასა, მრავალნი ფრიად მდიდარნი შესამოსელნი მისნი, ავეჯნი, რომელიც დაბნეულად მოიპოებიან აქა და იქა და უმეტეს ყოველთა მრავალნი მშვენიერნი ხელნაწერნი წიგნნი მისნი, რომელნიც ინახვიან დავით-გარესჯის და ნათლისმცემლის უდაბნოთა შინა და აგრეთვე იოსელიანის საწიგნობელსა შინა-პეტერბურღის საიმპერატორო საწიგნობელსა შინა, პარიჟში და უმეტეს ამათა იპოებოდნენ რუსეთს, ნიჟნი ნოვგოროდის მოახლო ილისკოვოი სოფლის საწიგნობელსა შინა, რომელიც მინახავს და ეკუთვნოდათ ვახტანგ ბატონის ჩამომავალთა, აწინდელს გრაფინია ანა გიორგის ასულ ტოლსტოის მეუღლესა, რომელიც იყვნენ წამოღებულ მრავალმთის მონასტერთაგან, ვახტანგ მეფის მიერ, მას განდევნის დროს საქართველოიდგან, ირაკლი მეფის მიერ-და რომელიც დაიწო ლისკოვოს 1873 წელსა, ესენი და სხვა მრავალნი გვიმტკიცებენ დოდოს მონასტრის დიდს მოქალაქობასა. ამ მონასტერს თვისი წინამძღვარი ჰყვანდა და თავისი საცხოვრებელი მამული, 1615 წელსა, წყევისა და გლოვისამან, ვითარ ამ მონასტერსა, ეგრეთვე სრულიად მრავალმთის მონასტერთა, მოუღო სრულიად ბოლო და დაამხო და მოწყყიტა წყეულ სააკაძეს მოწყალებისამებრ შაჰ აბასის მიერ; უკანასკნელ დრომდინ იქმნებოდა მრავალმთის მყუდროობა, თუ არ აეოხრებინათ იგი სრულიად, ბოლო მიუღო მრავალთის მონასტერთა შემდეგ განახლებისა, მეფე ვახტანგმან, რომელმანცა ბერთუბნის მონასტერი სრულიად რუსეთში გადაიტანა, მცხოვრებითურთ, აღსავლის კარიც კი წაიღო, არამც თუ სხვა რაიმეღა გაუშვა; ხატნი და ჯვარნი და დიდნი ნაწილნი ფრიად შემკულნი მდიდრად, აქამომდე უსვენია სასახლის ეკლესიასა შინა, გრაფინა ანა გიორგის ასულ ტოლსტოის და მამულების ჩამორთმევამ, ორთა დარჩომილთა უდაბნოთა ღირსი დავითის და ნათლისმცემლისათა სრულიად გაასაწყლა და დაამხო.

აწინდელი ზვარი ღირსის დავითის მონასტრისა, რომელიც დაურჩენით, ისიც ღირსი დოდოს საკუთარი არის. ამით უნდა გავსაზროთ, ვითარმედ ღირსი დოდოს მონასტერი ფრიად სავსე იყო ჩვენობადმდე, როგორც მოგვითხრობენ გარდაცემით. ბოლო დრომდინ ღირსი მამის დოდოს მონასტერსა შინა რაოდენიმე მონაზონნი ყოფილან მცხოვრებნი. შემდეგ გასაწყლობისა არა ვინ შესულა და ამისთვის სრულიად დაკეტილა მონასტერი. დარჩენილა იქ ერთი მწირი ბერი, რომელიც გადმოუყვანიათ ღირსი მამის დავითის მონასტერსა შინა და იქ აღსრულებულა; ამის შემდეგ მთელი დოდოს მონასტრის სახმარი და ავეჯი, ორთა აწმყოფთა უდაბნოთა განუყვიათ, რომელნიცა ზოგიერთნი ინახვიან იქ და მრავალნი მათგანნი ზოგი გაჰყიდეს, ზოგი ახალზედ გაცვალეს მათთა წინამძღვართა, უმეტეს ყოველთა წინამძღვარმა მაკარიმ, რომელმანცა არამ თუ ძუელი ავეჯი გაჰყიდა და გამოცვალა და აჩუქა, არამედ ჯოგიც კი გაუყიდა ნათლისმცემლის უდაბნოს, რომლისა ფასი თვისსა მანქანებაზედ მოიხმარა და არა რა შესძინა საწყალს უდაბნოს.

მონასტერი ღირსი დოდოსი სრულიად ჩამოინგრა-და მისნ მშვენიერნი ეკკლესიანი, სატრაპეზო და სენაკნი სრულიად აღმოივსნენ ლამით, ქვიშით და ლოდებით, ღირსი დოდოს სამარხოსაც ეს უბედურება დაემართა და კლდის ნარღვევებმან სრულიად ჩამოანგრია სამხრეთი მხარემისი და სამუდამოდ დაჰფარა სასაფლავო ღირსისა, ჩემსა ყმაწვილქალობის დროს მახსოვდა კიდევ შესავალი სამარხოსა შინა და ყოვლადვე მეგულვებოდა მისი აღმართვა, არამედ ეს ძნელი საქმე და წადიერება ჩემი, შეუძლებელ იყო, ჩემ მიერ, მტრობის გამოთ გარდაცვალებული ეკსარხოსის ევსევის და მაკარის მიერ.

მიდიოდა დრო და ხანი დაუბრუნებლად, მეშინოდა პირველი სიკვდილისა და მეორედ სრულიად დაკარგისა ღირსისა საფლავისა, ამისა გამოთ, შემდეგ ლოცვისა და ვედრებისა ღვთისადმი- განვიზრახე გულსა შინა ჩემსა, საქმე მიუცთომელი, ესე იგი აღმოსვენება წმინდა ნაწილთა ღირსისათა და გადასვენება მათი ღირსი დავითის უდაბნოსა შინა. ამის გამოთ წელსა ჩყპა მარტის დღესა, მოვახსენე ჩემის გულის წადილი, ჩვენს ეკსარხოსს და მამათ მთავარს, მეუფე იოანიკეს და ყოველივე აღუხსენ განვითარებითა, ესე იგი სრულიად აოხრება ღირსი დოდოს მონასტრისა, გაქრობა საფლავის კანდლისა და დავიწყება ღირსის საფლავისა და ნება მიბოძა და მიკურთხა გულის წადილი და აღსრულება.

შემდეგ ამისა განვემზადე მარტის ზ დღესა ღირსი დავითის უდაბნოსა შინა წასვლად და თანა წარვიყვანე სულიერი მეგობარი ჩემი, კეთილი და ბრძენი ყოვლითურთ. მყოფი ღირსი დავითის უდაბნოსა შინა მორჩილად, ვითარ ოცი წელი, აწ მთავარდიაკვნად მყოფი სფირიდონ გრძელიევი, მარტისა თ დღესა, ორნი მივედით უდაბნოს შინა და თანა წარვიტანე მშვენიერი კაკლის კანკელი, ჩემს მიერ მოტანილი რუსეთიდგან, შესამოსელი, ბარძიმ-ფეშხუმითურთ.

მისრულნი უდაბნოს შინა და მხიარულ მყოფთა შვინის მისვლისათვის ძმათა, მოვახსენე განზრახვაი ესე ჩემი. ძმათა ფრიად განიხარეს და მადლობა შესწირეს ღმერთსა და აკურთხებდნენ დიდსა მეუფესა იოანნიკეს და წინამძღვარსა მის მონასტრისასა არხიმანრიტს გრიგოლი დადიანს. მარტის იე დღესა საღამოზედ შევემზადენით უდაბნოდგან წარსვლად ღირსი მამა დოდოს მონასტერსა შინა. ვიყავით ესე პირნი: მე ცოდვილი მონა ღვთისა და ჩემის მამულის ეკკლესიისა, ხუცეს მონაზონნი ღირსი დავითის უდაბნოსანი, სიმეონ წულუკიძე, კაცი ღვთისა და სრულიად სავსე კეთილითა ჰაზრითა და მორჩილი თავის თანამდებობისა, იოსტოს, კაცი კეთილ გონიერი და ერთი გული უდაბნოსი და გაცარცვისა მტერი, უდაბნოს მთავარ დიაკონი ღირსი დავითის უდაბნოსი იოასაფ, ნათესავად რუსი, უდაბნოს ერთგული და განუშორებელი იქიდაგან, ვითარ ოცდახუთი წელი.

ზემოთხსენებული დიაკონი სფირიდონ და სამნი მორჩილნი მის უდაბნოსანი, ოდეს აღვედით ღირსი მამის მონასტერსა შინა ძლივს მივაგნევით ღირსი დოდოს საფლავის ეკკლესიას, რომელიც სრულიად აღმოვსილ იყო ქვიშით და ლამით. ვიწყედ პირველად აღმოწმენდა, შემდეგ იმისა გამოჩნდა ღირსი დოდოს საფლავი, რომელსა ზედა დახატული იყო ხატი ღირსისა შეხვეული მაზარასა შინა, კამარით. საფლავსა ხელის ჩასაყოფი ჰქონდა, მიწის ამოსაღებად, ევლოგიათ სასოებით და სურვილით მიმავალთა. ვიწყეთ პარაკლისის გადახდა და ვედრება საშინელისა მის საქმისაყელყოფისათვის. ავხადეთ სამჯერ გადალესილი დუღაბით დიდი ლოდები წმიდა მამათაგან სიწმინდე დამარხული. ლოთთა ქვეშე გამოცნდა გაცხრილი წმინდა მიწა და შემდეგ აღმოვიღეთ მიწა და გამოჩნდა ქვით დახურვილი საფლავი კლდისაგან აღმოკვეთილი და ექვსი ნაჭერი პრტყელი ლოდები ედო ზედა, წმიდათა ნაწილთა, რათა მიწა არ შეხებიყო. საფლავიდან აღმოვიდოდა მშვენიერი სუნნელება, რომელიც ჰზდიან აქამომდენ წმიდა ნაწილთა ღირსისათა. ოდეს აღმოვიღეთ მიწა, შევშიდით, ვითარ კაცნი და ვიყავით გონება მოტაცებულნი. ოდეს აღმოვწმინდეთ მიწა, მიუბრუნდა დიაკონი სფირიდონ შემოსილთა ხუცეს მონაზონთა და მოახსენა მათ, რათა მიჰყონ ხელი დახურულთა ლოდთა."მამანო ეხლა თქვენი საქმე არისო ნახვა ნაწილთა. ხოლო მათ შიშნეულთა ამ საქმისათა, სცეს ნება დიაკონ სფირიდონს, რომელმანც გაკითა საბუხრები და შემოირტყა გინგილა და ხელი მიჰყო პრტყელთა ლოდთა და აღხადა ლოდი, რომელიც თავზედ ეხურა ღირსსა და ჩრდილოეთის მხრივ მიაყუდა. ამ ჟამსა, მამანი შემოსილნი უკმევდნენ მუხლთმოდრეკით მდგომარენი თავით და ფერხით, მთავარ დიაკონს იოასაფს ეპყრა ხელსა შინა კეროვანი და ჩვენც ყოველნი მუხლთ მოდრეკით ყოფილნი, ამოყრილ მიწასა ზედა, ერთბამად ვგალობდით ღირსის დოდოს პარაკლისსა; ოდეს სფირიდონმა აღხადა პირველი ლოდი, აღმოსცენდა მშვენიერი სუნნელება ფრიადი, რომლისა გამო მიმოტაცებული იყო გონებანი და განცვიფრებულნი უყურებდით ერთი ერთმანეთს. მამა სიმეონს და იოსტოსს სდიოდათ ცრემლი, მე სრულიად განცვიფრებული ვწრწიდი და ჩამომდიოდა მდუღარება ცრემლისა, ამ საშინელის საიდუმლოს გამოჩენისათვის. უწყის ღმერთმან, იმ ჟამს ჩვენ ყოველნი ნეტარებაში ვიყავით, უეჭველადაც იგრე იყო. ოდეს იღხადა პირველი ქვა ზემოთქმული და შემდეგ მისა მეორე და მესამე, სულ იყვნენ ექვსნი, ღირსი დოდო სრულიად გამოჩნდა, როგორც იყო ჩასვენებული ათას ორასი წლის უწინარეს, წმიდა მამათა მიერ, ისე შეხვეული მაზარასა შინა, თავზე და პირზე ეხურა შავი დაფარნა ოქროკერილი და ამასთანავე ფერხთა ზედა; გულ ზედა როგორც შემდეგ ვჰსცანით ჯვარი ედვა, რომელიც წყლის ნადენისა მიერ ჩაშლილი იყო, გარდა ერთისა გძელი ნაჭრისა, რომელიც აწ ვითარ ძვირფასი რაიმე ღვთისმშობლის ხატსა შინა გავაკეთე და ეკკლესიასა შინა უნდა აღვმართო საქართველოს. ესე რა ვიხილეთ კაცი ზეცისა და ანგელოსი ქუეყნისა, ვაღარ დაუტევეთ ისრე, არამედ რჩევისამებრ, მოვიტანე ფარჩის ზეწარი და გავშალე საფლავის პირსა ზედა და მოვიწადინეთ აღმოსვენება ღირსისა სხეულისა. მე ცოდვილმან მივჰჯავ ხელი. საუბედუროდ ჩვენდა, ნადენ წყალს დაებებკვა წმიდა სხეული; რომ არ სდენოდა წყალსა, წმიდა გუამი შეუშლელი იქნებოდა სრულიად. შესამოსელი ხელშივე ნაცრდებოდა, არამედ წმიდანი ნაწილნი (ძუალნი) გარდა სხეულისა, მშვენიერად იყვნენ დაკრძალულნი. წმიდა ნაწილთა, რომელთა წყალი არ შეხებიყო, ძვალთა ზედა შეხმობილი სხეული აჩდა სრულიად.

გალობით და კმევით აღმოვასუენეთ წმიდანი ნაწილნი ზეწარსა ზედა; ოდეს სრულიად აღმოკრეფილნი იყვნენ წმიდა ნაწილნი საფლავით, კუალად მივაფარეთ აკლდამა, როგორც იყო. მცირე ჟამი შევისვენეთ-და ვისერეთ კიდეცა. ამის შემდეგ, ორთა მღვდელმონაზონთა შეჰკრეს ბოლონი ზეწრისანი, გაუყარეს გრძელი მანა, მხარზედ გაიდეს იგი. წმიდა ნაწილთა წინ წარუძღვა მთავარ დიაკონი იოასაფ აღნთებულის კეროვნით, უკან მეორე მთავარი, მე და მორჩილნი გალობით, წმიდაო ღმერთო...შეუდეგით გზასა მიმყვანებელსა ღირსი დავითის უდაბნოსა. ოდეს მივეახლენით უდაბნოს, დაიწყეს ზარების რეკა და ესრეთ დიდითა პატივითა და ფრიადითა მოწიწებითა, შევასვენეთ ღირსი დავითის ეკკლესიასა შინა და დავასვენეთ ღირსის საფლავსა ზედა, დრომდინ. ით დღესა წარვემართენით მე და სფირიდონ თფილისს, ვიწყე კაკლის ლუსკუმის შემზადება წმიდა ნაწილთათვის, ოდეს შევმზადე გაუგზავნე უდაბნოს, რათა ჩაესვენებინათ მას შინა წმიდა ნაწილნი და დაედგათ წმიდა ლუსკუმა, თანასწორ საფლავისა ღირსი დავითისა, ქუემო ეკლესიასა შინა ჩრდილოეთის მხრივ. მე მეორედ არ წაველ უდაბნოს, რათა თვით აღმესრულებინა, მიზეზისაი გამოთ რუსეთს განგზაურობისა; მივანდე ეს კეთილი და სამაგალითო საქმე მამათა, არამედ დიდი დაბრკოლება მოუხდათ მამათ დაბეზღების გამო არხიმანდრიტ მაკარის მიერ კანტორაში, რომელმანცა დააბრკოლა კეთილი საქმე ესე, შეაორგულა ჩვენი მამათმთავარი, რომელი მსმენელმან ჩემგან არა განრისხდა, არამედ თქუა რამეთუ საქმე ესე სასოებას აღმართავს და იდიდების მართლმადიდებელი სარწმუნოებაო. არ დასცხრა დაუძინებელი მტერი საქართველოს ეკკლესიისა არხიმანდრიტი მაკარი, არამედ იმოდენა ეცადა კანტორაში, ვიდრემდის კანტორამ არ გადაწყვიტა ვითარმედ"გამოიტანონ ნაწილნი წმიდა დოდოდს ეკკლესიისგანო და მონასტრის გალავანში ჩაფლანო." ეს განკარგულება გამოუცხადეს არხიმანდრიტ გრიგორი დადიანს, რომელმან ყური არ ადევნა ამ უწესო განკარგულებას და ორჯელ მიუხდა მონასტრის ძმათა მაკარი და შეაშინა მხრდალნი იგინი, რომელთა უცეფ გამოატანინა წმიდა ნაწილნი ეკკლესიიდგან მონასტრის ეზოში. ძმათა შექმნეს მცირე ხის ლუსკუმა, შიგ ჩააწყეს დიდებულნი, ღვთივ შემოსილნი და სუნელებით ყნოსოვანნი ნაწილნი წმიდა დოდოსი და აღმოათხრევინა მონასტრის გალავანში მიწა, სადაც ასუენიან წმიდა ნაწილნი ღირსთა მოწამეთა შიო ახლის და სხვათა, და რომელთა ხსენება იდღესასწაულების ა ივნისსა და იქ ჩააფლევინა. ოდესაც ეს უწესო და ღვთის განსაწყრომი საქმე მოიმოქმედა დიდებულმა და განჩინებულმა პირმა, მაშინ დასცხრა სიცოფისაგან და დამშვიდდა მლოდვნელი ახლისა მანქანებისა და უწესოებისა. საწუხაროდ იქმნება თუ ვითარმედ წმიდა ნაწილნი შეურაცხელად იქმნებიან და დავიწყებას მიეცემიან.

იმ დღის ღამესა, რომელსა გადმოვასვენეთ წმიდა ნაწილნი, მამა იოსტოსმან ნახა სასიამოვნო სიზმარი, ვითომ ჩვენ ყოველნი შეკრებილნი ეკკლესიასა შინა ვგალობდით რაღაცას და შუაში გვედგა მოხუცი შემოსილი თეთრ ხუცეს შესამოსელსა შინა და მხიარულნი ვიყავით.

ვითარ მერმე მესმა იქამომდე მთელს უდაბნოსა შინა მშვენიერი სული იდგა წმიდა ნაწილთა მიერ.

ღირსი მამა დოდო, ვითარ მოგვითხრობს ძველი მატიანე, ხუცეს მონაზონი იყო და მოძღვარი ღირსი დავით და ჰმართა თვისსა მონასტერსა, ვითარ 52 წელი და აღსრულდა 91 წლისა, 623 წელსა ქრისტეს შემდეგ.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

23.10.2023
02 ნოემბერს წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) ხსენების დღეა. გილოცავთ, შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler