ღირსი პანიგირიოს კვიპრელი - ხსენება 15 (28) მაისს
ღირსი პანიგირიოს კვიპრელი  - ხსენება 15 (28) მაისს
ღირსი პანიგირიოსის ცხოვრების შესახებ მცირე რამ არის ცნობილი, ისიც მისადმი მიძღვნილი მსახურებიდან. ის ალბათ დაიბადა კვიპროსის ლავკოსიის ახლოს მდებარე სოფელ მალუნდაში. აქ ის სიყმაწვილის წლებიდან მონაზვნობის ღვაწლს მიეცა, ბერადაც უახლოეს მონასტერში აღიკვეცებოდა. მოსაგრის ღვაწლის შესახებ შეიტყო ადგილობრივმა ეპისკოპოსმა და პანიგირიოსს მღვდელმონაზვნად ხელი დაასხა. შემდგომში ღირსმა მამამ განმარტოებით ცხოვრება ირჩია და თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მღვიმეში გაატარა.
წმინდანისადმი ღვთისმსახურებისადმი ჩანს, რომ წმინდანი არაბების კვიპროსზე თავდასხმებისას ცხოვრობდა, როცა კუნძული გარკვეულ ხანს დამპყრობლების ხელში იყო. პანიგირიოსი წინ აღუდგებოდა თავისი თანამემამულეების ისლამიზაციას და ევედრებოდა მათ აგარიანელთა ზღაპრებისთვის არ დაეჯერებინათ.
წმინდა პანიგირიოსი მშვიდობით აღესრულა. ის მალუნდის მფარველად ითვლება და იქაურებს არაერთხელ სასწაულებრივად შესწევია.

ბეჭდვა
1კ1