ქრისტეს ჯვრით ჩემთვის მთელი სამყარო ჯვარცმულია, მე კი სამყაროსთვის
ქრისტეს ჯვრით ჩემთვის მთელი სამყარო ჯვარცმულია, მე კი სამყაროსთვის
წმინდა ლუკას განდიდება
სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპარქიაში ისტორიული მოვლენა მოხდა - წმინდა ლუკა ყირიმელის განდიდების დღესასწაული. 24 მაისს სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე, კიროვოგრადისა და ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვასილი, ხერსონისა და ტავრიის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ილარიონი, ივანო-ფრანკოვსკისა და კოლიმის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ანტონი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტს, უნეტარეს ვლადიმერს შეეგებნენ. ძვირფასი სტუმრის დასახვედრად ჩავიდნენ აგრეთვე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე სუპრანიკოვი, სიმფეროპოლის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე ერმაკოვი, სასულიერო პირები და ერისკაცნი.

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი საზეიმოდ შეეგება კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ვლადიმერს. დაიწყო ღამისთევის მსახურება. ტაძარი მლოცველებით იყო სავსე, ზეიმზე მოვიდნენ არა მხოლოდ იმ ეპარქიის მღვდელმსახურნი, არამედ უკრაინის სხვა ეპარქიებიდანაც. ღამისთევის მსახურებას უნეტარესი ვლადიმერი აღავლენდა. საღვთო ლიტურგიას აღასრულებდნენ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, უნეტარესი ვლადიმერი, ხერსონისა და ბოგოდუხოვსკის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ნიკოდომოსი, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე, კიროვოგრადისა და ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ვასილი, ხერსონისა და ტავრიის მთავარეპისკოპოსი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ილარიონი, ივანო-ფრანკოვსკისა და ხმელნიცკის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ნიკოლოზი, ხმელნიცკისა და შეპეტოვის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი ანტონი, ნიკოლაევისა და ვოზნესენსკის ეპისკოპოსი, ყოვლადუსამღვდელოესი პიტირიმი, ასამაღლებელი - "კურთხეულ არს მეუფება" წარმოთქვა კიევ-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა პავლემ. მლოცველებს ვერ იტევდა, ბევრი ტაძრის გალავანში იდგა. მათთვის ტაძრიდან მსახურების ტრანსლაცია მიმდინარეობდა. მცირე გამოსვლის შემდეგ წმინდანის ნაწილების წინაშე მცირე ლიტია გადაიხადეს. შემდეგ ტაძრის ამბიონიდან მიტროპოლიტმა ნიკოდიმოსმა და მთავარეპისკოპოსმა ლაზარემ წმინდანის მოკლე ცხოვრება წაიკითხეს.

საკათედრო ტაძრის გუნდმა პირველად იგალობა წმინდა ლუკას ტროპარი, მღვდელმსახურებმა კი მისი ხატი გამოაბრძანეს. შემდეგ მთავარეპისკოპოსმა და ტაძარში მყოფმა წმინდა ლუკას სადიდებელი იგალობეს. სახარების წაკითხვის შემდეგ უნეტარესმა ვლადიმერმა ქადაგებით მიმართა მლოცველებს. იგი საუბრობდა ამქვეყნად სიწმინდის მიღწევის მაგალითზე, მიტროპოლიტმა ვლადიმერმა სულიერი სრულყოფილების, სიწმინდისაკენ მიმყვანებელ გზათა მრავალფეროვნება უჩვენა იქ მყოფთ.

ლიტურგიის შემდგომ ტაძრის გარშემო დაიწყო ჯვრიანი მსვლელობა ახალგანდიდებული წმინდა ლუკას წმინდა ნაწილებთან ერთად. ჯვრიანი მსვლელობის დასასრულს ტაძრის შესასვლელში მღვდელმსახურებმა წმინდანის ნაწილებით ყოველ მხარეს ჯვარი გადასახეს. ამ დროს გუნდი გალობდა "უფალო, შეგვიწყალეს", როგორც მაცხოვრის ჯვრის ამაღლებისას.

ლოცვის დასასრულს უნეტარესმა ვლადიმერმა წარმოთქვა ლოცვა წმინდა ლუკასადმი, რომელშიც ახალშერაცხულ წმინდა მამას სთხოვდა: "მოგვანიჭე ჩვენ ყველას შენი სამღვდელმთავრო და წმინდა ლოცვა-კურთხევა, შენგან განათლებულნი ყოველგვარ მტრობას, ერესებსა და განხეთქილებებს გვარიდე".

შემდეგ "მრავალჟამიერი" დააგუგუნეს. მსახურების დასრულების შემდეგ უნეტარესმა ვლადიმერმა მადლიერების სიტყვებით მიმართა მმართველ მღვდელმთავარს: "თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მეუფეო ლაზარე, მთავარეპისკოპოსო სიმფეროპოლისა და ყირიმისა! გულმხურვალედ გმადლობთ იმისათვის, რომ მოგვეცით საშუალება, დღეს ყველას ერთად, მაღალყოვლადუსამღვდელოეს და ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, პატიოსან მღვდლებს, ძმებსა და დებს, გველოცა, ერთად მიგვემართა უფლისათვის, რათა მან დაამშვიდოს სამყარო, გააერთიანოს ღვთის ეკლესიის წმიდანები, დაიფაროს ჩვენი უკრაინა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია. დღეს ყველა დავტკბით სულიერი ნადიმით და ზეციურ სიხარულს მივეახლეთ. დღევანელი დღიდან კიდევ ერთი ვარსკვლავი აენთო ზეცაზე, რომელიც ადიდებს უფალს და განგვანათლებს ჩვენ, მიწიერთ, რათა მეტი სიკეთე აღვასრულოთ და ცხოვრება სახარებისეული სათნოებისა და პატიოსნების საფუძველზე მოვაწყოთ, ჩვენი მიწიერი ცხოვრება ღვთის სადიდებლად და საკუთარი ცხონებისათვის გამოვიყენოთ.

გულითადად ვმადლობ ყველას წმინდა ლოცვისათვის, რომელიც დღეს უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედის წინაშე აღვავლინეთ, როდესაც ახალშერაცხულ წმინდა ლუკას, სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსს განვადიდებდით. სწორედ ამ უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ. ეს ჭეშმარიტად დღესასწაულია, რომელიც მოწმობს, რომ ეკლესია ცოცხალია, მოქმედებს, აღასრულებს თავის მისიას და სულიწმინდის მადლმოსილ ნიჭებს არიგებს.

ეკლესია წმინდანთა დასში შერაცხავს რწმენისა და ღვთისმოსაობის მოღვაწეებს, აღმსარებლებსა და მოწამეთ. მან ახლაც განადიდა ახალი წმინდა მოსაგრე, რომელიც დღეიდან ჩვენზე მლოცველი, მფარველი და მეოხი იქნება. ვისურვებდი, რომ მისი წმინდა ლოცვებით აყვავდეს ყირიმის მიწა, რომ განმტკიცდეს ჩვენი წმინდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, განმტკიცდეს ერთობა, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს არ არის უკრაინის მართლმადიდებლებს შორის. დაე, მოწყალე ღმერთმა წმინდა ლუკას ლოცვით მოანიჭოს თითოეულ ჩვენგანს ყოველივე, მიწიერი და დროებითი, თუ მარადიული ცხოვრებისათვის ესაჭიროება. ამინ!"

საპასუხო სიტყვაში მეუფე ლაზარემ ბრძანა:

"თქვენო უნეტარესობავ, მაღალყოვლადუსამღვდელოესო და ყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმანო და დანო! ჭეშმარიტად წარუშლელია დღევანდელი დღე ისტორიიდან და ჩვენი გულებიდან. ჩვენ განვადიდეთ ღვთის უდიდესი მოსაგრე, წმინდა მთავარეპისკოპოსი ლუკა. ის ჭეშმარიტად განანათლებდა მთელ სამყაროს ღვთიური ნათლით, აღასრულებდა წმინდა წერილის სიტყვებს, ეკლესიის სწავლებას. ქრისტეს ჭეშმარიტების ნათელი გაბრწყინდა მის ნაშრომებშიც და მის ცხოვრებაშიც. სადაც არ უნდა ყოფილიყო წმინდა მამა - ციხეში თუ წმინდა სამღვდელმთავრო კათედრაზე, მუდამ ადიდებდა ღვთის სახელს. დღეს ყირიმის მიწა ტავრიის ეპარქიის დაარსების დღიდან პირველად განადიდებს უდიდეს წმინდანს და ღვთის მოსაგრეს.

თქვენო უნეტარესობავ! ჩვენ ყველა, თქვენი შვილები, ყირიმის ეპარქიის მრევლი, გულითადად გმადლობთ იმისათვის, რომ გვერდზე გადადეთ ყველა საზრუნავი და ამ უდიდესი დღესასწაულის მეთაურობისათვის ჩამობრძანდით. მე ვთხოვ ჩემს სამწყსოსაც და ჩემს მღვდელმსახურებსაც, რომ წმინდა მთავარეპისკოპოს ლუკას წმინდა ნაწილებთან მუდამ მოგიხსენიონ, ილოცონ თქვენთვის, რათა უფალმა მრავალჟამიერ მადლიანი სიცოცხლე გიბოძოთ, ჩვენს მიწაზე კი მადლისმიერი მშვიდობა დამყარდეს.

ძვირფასო მეუფეო, გთხოვთ, ლოცვითი ხსოვნის ნიშნად მიიღოთ წმინდა მამის ხატი, მოგვიხსენიეთ თქვენს წმინდა ლოცვებში".

ტაძრიდან გამოსვლისას კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა ვლადიმერმა მლოცველნი სამღვდელმთავრო ლოცვა-კურთხევით დალოცა.

წმინდა ლუკა აღმსარებლის ხსენების დღე
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის დადგენილებით წმინდა ლუკას ყოველწლიური ხსენება მისი ნეტარი აღსრულების დღეს, ახალი სტილით 11 ივნისს აღინიშნება.

11 ივნისს სიმფეროპოლისა და ყირიმის ეპარქიამ საზეიმოდ განადიდა ღვთის მოსაგრე, ყირიმის ეპისკოპოსი წმინდა ლუკა. საზეიმო მსახურება დაიწყო 10 ივნისს, როდესაც ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მობრძანდა მმართველი მღვდელმთავარი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლაზარე.

ტაძარში ჯერ დილის ლიტურგია აღესრულა, შემდეგ წყალკურთხევის ლოცვა. მთავარეპისკოპოსის დახვედრისა და მისი შემოსვის შემდეგ საღვთო ლიტურგია დაიწყო. მორწმუნენი ღვთისმოშიშებით ემთხვეოდნენ წმინდა ლუკას ნაწილებს. ზიარების წინ საკათედრო ტაძრის მთავარდიაკვანმა ვასილ მარუშჩაკმა იქადაგა - აღწერა წმინდანის ცხოვრების ძირითადი მომენტები, გადმოსცა სახარებისეული სწავლება სიწმინდის შესახებ და აღნიშნა, როგორ აღასრულა მეუფე ლუკამ სიწმინდის იდეალი.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ მაღალყოვლადუსამღვდელოესი მეუფე ლაზარე საკათედრო ტაძრის გარშემო ჯვრიან მსვლელობას წარუძღვა. სასულიერო პირებს წმინდანის წმინდა ნაწილები მოჰქონდათ, ტაძრის თითოეულ მხარეს აღამაღლებდნენ ნაწილებს და ხალხს აკურთხებდნენ. ამ დროს გუნდი "უფალო, შეგვიწყალენს" გალობდა.

მაღალყოვლადუსამღვდელოესი ლაზარეს ღვაწლით, ეს შენობა აღდგენისა და რესტავრაციის პროცესშია. აქვე უნდა აშენდეს მთავარეპისკოპოს ლუკას სახელობის ტაძარი-სამლოცველო. ადრე აქ კარის ეკლესია იყო, სადაც ლოცულობდა მეუფე ლუკა, მაგრამ შემდგომ იგი განადგურდა. 11 ივნისის საზეიმო დღეს საძირკველი ჩაეყარა ტაძარ-სამლოცველოს. საძირკველში მეუფე ლაზარემ და მთავარმა არქიტექტორმა კრავჩენკომ ჩადეს სიგელი: "ეს სიგელი ჩადებულია ტაძარ-სამლოცველოს საფუძველში წმინდა აღმსარებლის, ყირიმის მთავარეპისკოპოს ლუკას პატივსაცემად მისი ნეტარი აღსრულებისა და ხსენების დღეს, ქრისტეშობიდან 1996 წელს, იულიუსის კალენდრით 29 მაისს, პირადად სიმფეროპოლისა და ყირიმის მთავარეპისკოპოსის, მაღალყოვლადუსამღვდელოეს ლაზარეს მიერ. ტაძრის პროექტი შესრულებული და საჩუქრად გადაცემულია შემოქმედებითი კოლექტივის მიერ ქალაქ სიმფეროპოლის მთავარი არქიტექტორის, ვლადიმერ კრავჩენკოს ხელმძღვანელობით. ღვთის წყალობა და წმინდა ლუკას ლოცვა-კურთხევა შეეწიოს ამ წმინდა ადგილს. ამინ".

სააღდგომო ქადაგება
ძვირფასო თანამსახურნო, გილოცავთ დღესასწაულთა დღესასწაულს, ზეიმს ზეიმთა შორის. შორიდან გეხვევით და გკოცნით უდიდესი მისალმებით: ქრისტე აღსდგა! ქრისტეს გახსნილი საფლავიდან გამობრწყინებულმა ნათელმა განანათლოს თქვენი გულები და შეგახსენოთ, რომ მღვდლის გული განსაკუთრებულია, იგი ანთებული უნდა იყოს მკვდრეთით აღმდგარი უფალი იესო ქრისტეს რწმენით, მაცხოვრისა და თავისი სამწყსოს სიყვარულით.

მღვდლის გული ანთებული უნდა იყოს, სახარებისეული ნათლით ანათებდეს და იწვოდეს ჯვრის სიყვარულით, რისი ქადაგებაც ჩვენი უმთავრესი ამოცანაა.

მღვდელი საკუთარ თავს უნდა მიუსადაგებდეს პავლე მოციქულის სიტყვებს: "უფლისა ჩემისა იესო ქრისტეს ჯვრით ჩემთვის მთელი სამყარო ჯვარცმულია, მე კი სამყაროსთვის".

ქრისტესავით ჯვარზე უნდა გავეკრათ სამყაროსთვის და მისი ყველა საზრუნავი ერთით - ქრისტეს სახარების ქადაგებით უნდა შევცვალოთ.

მკვდრეთით აღმდგარმა მაცხოვარმა ჩვენმა, რომელმაც მისთვის მსახურებად მოგვიხმო, დანერგოს ჩვენ გულებში მოშურნეობა მისსავე სადიდებლად.

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე, რომელმაც მოგვანიჭა მარადიული და ჭეშმარიტი სიცოცხლე.

* * *
შემდეგ ნომერში გიამბობთ წმინდა ლუკას მიერ აღსრულებული სასწაულების შესახებ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler