არქიმანდრიტი ეფრემის (ფილოთეველი) წიგნში "სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ" ვკითხულობთ:
არქიმანდრიტი ეფრემის (ფილოთეველი) წიგნში "სულიერ შვილებს მონაზვნობის შესახებ" ვკითხულობთ:
მომავალ მონაზონს:
"მესმა ზეცით ხმაი... და ხმაი იგი... ვითარცა მეათძალეთაი, რომელნი სცემდეს ათძალთა მათ და გალობდეს გალობასა ახალსა წინაშე საყდარისა...
და ვერავინ შემძლებენ იყოს ცნობად გალობისა მის... ესენი არიან, რომელნი-იგი დედათა თანა არა შეიგინნეს, რამეთუ ქალწულ არიან... რომელნი შეუდგეს კრავსა მას, სადაცა ვიდოდის".
სასიამოვნო ამბავი შევიტყვე. ეს მადლის ჟამს ნიშნავს; უმშვენიერესი და უტკბესი იეისოს სასძლოები ხდებით, იმ სულების სიძისა, რომელთაც სხვა სიყვარულს არჩიეს ის, ვინც მათთვის ყოვლადწმინდა სისხლი დაღვარა!
ოჰ, ჩვენო კურთხეულო დაო, რა მშვენიერი არჩევანია ღვთის ძეზე უკუნითი უკუნისამდე დაქორწინდა. მას თავისი სასძლო უსაზღვრო სიყვარულით უყვარს და ენითგამოუთქმელ საქორწინე სრა-სასახლეს უმზადებს ზეცაში; იქ, სადაც სიძის უტკბეს და მომხიბლავ სახეს უკუნითი უკუნისამდე უცქერს, რომელიც თავის სასძლოს-სულს სულიერი ამბროზიის მსგავსად ზეციური ნეტარების სიტკბოებით აღავსებს! კაცობრივ გონებას ანარეკლის სახითაც კი არ ძალუძლს იმ სიკეთის გადმოცემა, რომელიც სულს ელის.
და თუ ახლა, ზეციური ნეტარების უშრეტი წყაროს ერთი წვეთიც კი სულს ღვთიური სიტკბოებით აღავსებს, რაღა იქნება მაშინ, როცა ღვთის მოწყალება სულს ამ წყაროსთან მოუხმობს და ნებას დართავს თავისუფლად, განუწყვეყლივ, რამდენსაც მოისურვებს, დალიოს!
KARIBCHE
ჰოი, უფალო ჩემო იესო, შენი სიყვარულით დამატკბე და შენზე დაწინდულ სულს ზეციური სასძლოს მშვენიერების ანარეკლი უჩვენე, რომ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მოგყვებოდეს, სანამ ჭეშმარიტების ნამდვილ სურათს იხილავს! ამინ, იყავნ, ჩემო იესო.
ჰოი, დაუშრეტელო ოკეანევ, ჰოი, სიყვარულო ღვთისა, შენი წყლისგან ვინ იგემა და ვინ შეძლო შენი მშვენიერების სიღრმეზე ეგალობა?! ჰოი, გამოუთქმელო მშვენიერებავ, ვინ იხილა შენი ღვთაებრივი სახე და საკუთარ ბაგეებს კარი არ დასდო, რადგან სიყვარულის ცრემლების შეკავება არ შეეძლო!
დიდია ჩვენი სიხარული, რადგან ქრისტესმიერ კრებულს კიდევ ერთი სული ემატება. და უფლის სიყვარულით გაერთიანებულნი-ყველა, როგორც ერთი-უმშვენიერეს სიძეს, ქრისტეს ერთგულად შევუდგეთ. ყოველმა ჩვენგანმა თავისი ჯვარი მოთმინებით იტვირთოს, სანამ იესო სიხარულის ანგელოზს მოგვივლენს, რომელიც თითოეულ სულს უმშვენიერეს სასძლოში, საუკუნო ქორწილის გამოუთქმელ სიხარულში შეუძღვება!
როცა ღვთისთვის სათნო იქნება თქვენ მიერ ანგელოზებრივი სქემის მიღება, გახსოვდეთ, რომ ეშმაკი ათასნაირი გულის სიტყვით შეგაწუხებთ და ამის გამო დაგჭირდებათ, ვინმემ სულიერი გამოცდილება გაგიზიაროთ. გულისსიტყვების გულწრფელად აღიარება ნუ შეგრცხვებათ, ნურაფერს დამალავთ და დიდ შეწევნას მიიღებთ.
ბეჭდვა
1კ1