როგორ გადაარჩინა წმინდა ეფრემმა კიბოსგან მარია გალანოპულო
როგორ გადაარჩინა წმინდა ეფრემმა კიბოსგან მარია გალანოპულო
წმინდა ეფრემის (მისი წმინდა უხრწნელი სხეული და მონასტერი ნეა მაკრშია) სასწაულების შესახებ საბერძნეთში ესმა ღონიაშვილმა მომიყვა.
- ეს სასწაული რამდენიმე წლის წინ მომივლინა წმინდა ეფრემმა, _ იხსენებს მარია გალანოპულო. მას შემდეგ ერთი დღეც არ გაივლის ისე, რომ არ გავიხსენო. ვისაც ასეთი რამ არ გამოუცდია ვერ მიხვდება მის ცხოვრებას როგორ ცვლიან ასეთი სასწაულები. არასდროს არ ვყოფილვარ მორწმუნე და ეკლესიაში მოსიარულე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდა წმინდა ეფრემი, სულ შევიცვალე, რეგულარულად დავდივარ ეკლესიაში და ყველას ვუყვები ჩემს ამბავს.

ბოლო წლებში ვმუშაობ ბუღალტრად ერთ დიდ საგამომცემლო სახლში. ჯანმრთელობას არასოდეს ვუჩიოდი, მაგრამ ერთხელ ხელის თითებმა შემაწუხა, კალამსაც ვერ ვიკავებდი, თითქოს პარალიზებული მქონდა. არ მიმიქცევია ყურადღება, რადგან ძალიან არ მტკიოდა და თუ წამომტკივდებოდა, დიდხანს არ გრძელდებოდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მოუხშიარა უსიამოვნო შეგრძნებებმა თითებში და ექიმს მივაკითხე.  გამოკვლევებმა არაფერი მიჩვენა. ხუთი თვე ვიყავი ასეთ მდგომარეობაში. აღარ შემეძლო მუშაობა და შვებულება ავიღე. ფსიქოლოგიური პრობლემებიც დამეწყო, ჩემი ცხოვრება საშინელი გახდა. ერთ საღამოს აივანზე ვიჯექი და ჩემს ბედს დავტიროდი. უცებ მოპირდაპირე შენობის კედელზე შევნიშნე ტრაფარეტი მკურნალი ექიმის სახელით. კაბინეტი ახალი გახსნილი იყო და გადავწყვიტე, წავსულიყავი. ექიმი მაინცდამაინც არ მომეწონა, მაგრამ მალევე შევიცვალე აზრი. გამსინჯა და კისერზე სიმსივნე აღმომიჩინა. თვითონაც მოვისინჯე ხელით და უცნაური რაღაც ვიგრძენი. მანამდე არ შემინიშნავს. შოკში ჩავვარდი. დიდი ფიქრი აღარ უნდოდა, სიმსივნე მქონდა. შინდაბრუნებული ხმამაღლა ავტირდი.

KARIBCHE

მამა მყავდა მძიმე ავადმყოფობით ახალი გარდაცვლილი და სამკურნალო ფულიც აღარ მქონდა. უნუგეშო მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ამ დროს კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე. ზღურბლზე მონაზონი იდგა. მსმენოდა, რომ სამეზობლოში მონაზონი ცხოვრობდა, მაგრამ მანამდე თვალით არ მენახა. მითხრა, გვერდით ვცხოვრობ, ტირილის ხმა შემომესმა და დასახმარებლად მოვედიო. შინ შევიპატიჟე. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, საკმარისი რწმენაც არ მქონდა, მაგრამ ისე ტკბილი იყო ის მონაზონი, რომ ყველაფერი გულღიად ვუამბე. გაიღიმა და მითხრა, - ვიცი წამალი შენს განსაკურნებლადო. შემპირდა, რომ წმინდა ეფრემთან წამიყვანდა სალოცავად. მასთან საუბარმა ჩემზე დადებითად იმოქმედა, მაგრამ ცოტა ხნით, რადგან არ მჯეროდა, რომ ლოცვა მიშველიდა.

მონაზონმა მეორე დღესვე წამიყვანა მონასტერში. წმინდა ეფრემის შესახებ უამრავი ამბავი მქონდა მოსმენილი, მაგრამ არც ერთი არ დამიჯერებია. როდესაც მონასტერში შევედი, უცნაური შეგრძნება დამეუფლა. მუხლები მომეკვეთა, დაჩოქება ვერ შევძელი და ავტირდი. ცრემლები ისე ჩამომდიოდა, არ შემეძლო გაჩერება. მონაზონმა კისერზე რაღაც დამადო და ლოცვა დაიწყო. თითქოს რაღაც სასიამოვნო აურა შემომეხვია და რაღაც სითხე შემეხო კისერზე. ვკანკალებდი. ვერ ვხედავდი, რა ხდებოდა. მონაზონმა მითხრა, ადექი და წმინდანის ხატს ემთხვიეო. შემდეგ შევეხე სიმსივნეს. დაპატარავებულიყო. შოკში ჩავარდი, ამჯერად სიხარულისგან. ათ დღეში სიმსივნე გამიქრა და სპეციალური ფიზიოლიოთერაპიის დახმარებით თითებიც ამიმოქმედდა. გავიდა ერთი წელი. ისევ ჩვეულებრივად ვმუშაობ, აღარ დამვიწყებია წმინდა ეფრემი, რომელმაც განმკურნა მძიმე სენისგან.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1