26 აგვისტოს ბერი გაბრიელის დაბადების დღეა
26 აგვისტოს ბერი გაბრიელის დაბადების დღეა
"ადამიანი როცა სიკეთეს აკეთებს, მაშინ ერთი ნაბიჯით მაღლა ადის. როცა არ აკეთებს სიკეთეს, მაშინ ჩამოდისო"
სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი ზურაბ ვარაზი:
-მამა გაბრიელს ერთი არაჩვეულებრივი თვისება ახასიათებდა. ყოველგვარი წინასწარი ლაპარაკის გარეშე ხვდებოდა და გრძნობდა მასთან რისთვის იყავი მისული და გამზადებულ პასუხსაც ამბობდა . მისი ლაპარაკიდან მაშინვე გამოიტანდი დასკვნას და მიხვდებოდი, რომ ეს მე უნდა მეკითხა.

ასეთ შემთხვევას გავიხსენებ: თავად ვიყავი ცუდათ, მაღალი წნევა მქონდა და გული მაწუხებდა. წამლები დავლიე და სამთავროში ისე ჩავედი. მამა გაბრიელს გავუკეთე მანიპულაციები. მამა გაბრიელმა შემომხედა და მითხრა,- ადამიანებს სიკვდილის ეშინიათო. სიკვდილი არაფერია, სიკვდილი გარდაცვალება არისო. ის ძონძი სხეული მოგშორდება, ყველაფერს ხედავ და არაფერია დამალული შენი თვალისთვისო. სიკვდილის შიში უფალთან მიახლოვების შიშიაო. წარმოიდგინე პროფსორთან გამოცდაზე შედიხარ, გული გიჩქარდება და რა ილაპარაკო აღარ იცი ისე ნერვიულობ, სად პროფესორი და სად უფალიო. იქ ნახეთ როგორი გამოცდა მოგველისო. მე უთხარი:- მამა გაბრიელ, ისეთი პროფესია მაქვს, იმდენნაირი სიკვდილი მინახავს, სიკვდილის შიში საერთოდ დავკარგე. შემომხედა, გაიღიმა და მითხრა: -შენ, მოყვასო, ერთი ფეხით უკვე იქა ხარო,- თვალებით ზეცისკენ მიმანიშნა. ვიფიქრე, ხომ არაფერი შემატყო, დილით ცუდათ რომ ვიყავი. რაზე მატყობთ მამა Gაბრიელ?- ვუპასუხე. ხომ ხედავ, უკვე შეგეშინდაო. ადამიანი როცა სიკეთეს აკეთებს, მაშინ ერთი ნაბიჯით მაღლა ადის. როცა არ აკეთებს სიკეთეს, მაშინ ჩამოდისო. მთელი ცხოვრება ასე ღვთისკენ ავდივართ და ჩამოვდივართ და ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ღმერთთან ავიდეთ და ავიდეთო. მარტივად იცოდა ქადაგება და განმარტება. ამ სიმარტივეში მთელი სიბრძნე იდო.

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1