ღირსი პიროს ბრეთელი - ღვთაებრივი ხატი სინანულისა
ღირსი პიროს ბრეთელი - ღვთაებრივი ხატი სინანულისა
28 მაისს სოფელ ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება. წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე.
პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ასურელი მამები – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით, ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო.
დღეს წმინდა პიროსის მიერ აშენებული ეკლესია გადაკეთებულია, VIII-IX საუკუნეებში აგებულ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთანაა დაკავშირებული და მინაშენის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ბრეთში სამონასტრო ცხოვრება ისევ აღორძინდა და დღეს აქ დედათა მონასტერი ფუნქციონირებს. ბრეთის ეკლესია რუისისა და ურბნისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი რესტავრირებული და მოქმედია.

ღირსი პიროს ბრეთელი ეკლესიის ისტორიაში მოიხსენიება ასეთი ეპითეტით: "ღვთაებრივი ხატი სინანულისა"

ღირსი მამის წმიდა ნაწილები მის მიერვე აგებულ მონასტერშია დაკრძალული.


სურათზე: სოფელ ბრეთის წმინდა პიროს ბრეთელისა და წმინდა გიორგის სახელობის ტაძრები

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1