21 იანვარს წმინდა აბო თბილელის ხსენებაა
21 იანვარს წმინდა აბო თბილელის ხსენებაა
აფხაზეთში მაღალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის დიდად შეიყვარეს აბო
"იყო დრო, როცა წრფელი, მხურვალე, შეუდრეკელი სარწმუნოება და უმწიკვლო, წუნდაუდებელი ზნეობა ქართველი კაცის ნიშანდობლივი თვისებებს შეადგენდა და ამის გამო ქართველი ყოველგან ანთებული ლამპარივით ბრწყინავდა, ყველას სასიქადულოდ მიაჩნდა მასთან დაახლოება და თავისთავად იზიდავდა გარეშეებს ისე, როგორც ზაფხულის ცხრათვალი მზე მცენარე მზეჭვრიტას. ამის საბუთს გვაძლევს დღევანდელი წმინდანის - დიდი მოწამე აბოს ხსენება", - ვკითხულობთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლეონიდეს ქადაგებაში (1914წ.).

აბო ჩამომავლობით არაბი იყო. მას არავითარი კავშირი, არავითარი დამოკიდებულება, არავითარი ნაცნობობა და ნათესაობა არა ჰქონდა რა საქართველოსთან, შესაძლოა, არც კი გაეგონა ქართველის სახელი. მაგრამ სამშობლო ქალაქ ბაღდადში უცბად გაჩნდა ქართლის გამგე ნერსე. უნდა ვიცოდეთ, რომ აბოს დროს ქართლი ეჭირა მაჰმადიანებს. ისინი ვერ შეურიგდებოდნენ იმ გარემოებას, რომ ქართლის გამგებელი მტკიცე ქრისტანი იყო. დაუყოვნებლივ დაასმინეს ხალიფასთან და მანაც დაიბარა ბაღდადში. ნერსე საპყრობილეში ჩააგდეს. აბო თვალს ადევნებდა ნერსეს ცხოვრებასა და ყოფაქცევას. იგი მოხიბლული შეიქნა ამ უცხო ტყვის სარწმუნოებრივი სიმტკიცით, ანგელოზებრივი სიმშვიდით, უზომო სასოებითა და კეთილობით.

KARIBCHEსაღვთო განგებამ აკმარა ნერსეს ტანჯვა და ტყვეობა, მისი გაწამებული ხალიფი მოკვდა და ახალმა ნება დართო სამშობლოში დაბრუნებისა. ამ გარემოებამ ცხადი გახადა ნერსეს გავლენა აბოზე. აბომ იგრძნო, რომ მისი ცხოვრება ბაღდადში ნერსეს გარეშე აუტანელი იქნებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, შელეოდა ყველაფერს - მშობლებსაც, ნათესავებსაც, სამშობლოს სიყვარულსაც და მხურვალედ სთხოვა ნესრეს, თუ დამტოვებ სიბნელეში, წამიყვანე შენს სამშობლოში და მიყოლე შენს მსახურთა რიცხვშიო. აბომ ქართლში მოსვლის უმალ ხელი მიჰყო ქართული ენის შესწავლას და, როგორც მოწყურებული ირემი წმინდა წყაროს, ისე დაეწაფა ძველსა და ახალი აღთქმის საღმრთო წერილის წიგნების კითხვას. ისევ მოუნათლავს აბოს კაცი ვერ უსწრებდა თბილისში წირვა-ლოცვაზე მისვლას და არაფერს არ სტოვებდა სახარება-სამოციქულოდან გაგონებულს, რომ არ გამოეკითხა და არ შეეგნო მისი აზრი.
ბოროტი მაჰმადიანები არა სცხრებოდნენ. მათ ხელახლა დაუწყეს დევნა მორწმუნე ნერსეს. ნერსე იძულებული შეიქნა, სამშობლოდან გაქცეულიყო თავის მოუშორებელ მეგობარ აბოსთან ერთად. მათ თავი შეაფარეს ხაზარეთში, სადაც აბომ მიიღო წმინდა საიდუმლო ნათლისღებისა და ბოლოს - აფხაზეთში. აფხაზეთში მაღალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის დიდად შეიყვარეს აბო. სხვათა შორის, ბედნიერად სთვლიდნენ აბოსთან ყოფნას და მისი ბრძნული ბაასის სმენას აფხაზეთის კათალიკოსი და მთავარი. როდესაც დევნილ ნერსეს ნებართვა მოუვიდა თბილისში დაბრუნებისა, აფხაზთა მთავარი შეეხვეწა აბოს: დარჩი ჩემთან, ნუ წაჰყვები ნერსეს თბილისში, თორემ იქ გაბატონებული მაჰმადიანები კეთილს არ გადაყრიანო.
აბო ხალისით გაემგზავრა თბილისს, მაგრამ სულ მალე გამართლდა აფხაზთა მთავრის შიში. გონებადახშულ მაჰმადიანებს ეკლად ეძგერათ გულში აბოს ქრისტიანობა. მათ დააბეზღეს წმინდა თავიანთ უფროსთან. უფროსმა ყოველი ზომები მიიღო, რომ აბოს უარი ეთქვა ქრისტიანობაზე. მრავალი ტანჯვა მიაყენა მას, ბევრნაირად აწამა, მაგრამ როდესაც დარწმუნდა, რომ ქრისტეს სიყვარულის გამო სულ არაფრად აგდებს წამებასო, თავი მოჰკვეთა და ქრიატიანებს რომ თავიანთი ჩვეულებისამებრ პატივი არ ეცათ მისი გვამისათვის, ნავთით დააწვევინა იგი და ნაცარი და ძვლები წმინდანისა გადააყრევინა ქართველთა იორდანეში - მდინარე მტკვარში.

სახსოვრად დიდებული მოწამისა, დღეს თბილისს არა მოეპოვება რა, გარდა სულ მცირე საჯვარესი, მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მეტეხის ციხის დაბლა, კლდეში!
ბეჭდვა
1კ1