როგორ დააბრუნა წმინდა ნიკოლოზმა გაყიდული ხალიჩა
როგორ დააბრუნა წმინდა ნიკოლოზმა გაყიდული ხალიჩა
ერთხელ კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი ცხოვრობდა, სახელად ნიკოლოზი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს
და ყოველწლიურად დღესასწაულობდა მის ხსენებას. ასე მიაღწია მან ღრმა სიბერეს და რადგან უძლურების გამო მუშაობა არ შეეძლო, სიღატაკეში ჩავარდა. ახლოვდებოდა ნიკოლოზობა. მოხუცი საგონებელს მიეცა, როგორ ედღესასწაულა ეს დღე. ბოლოს ცოლს უთხრა:
- აი, ახლოვდება ჩვენი საყვარელი მეოხის დღე, ჩვენ კი არაფრით შეგვიძლია ამ დღესასწაულის აღნიშვნა.
- იცი რა, ჩემო ბატონო, - უპასუხა ღვთისმოსავმა ცოლმა, - დიდი სიცოცხლე აღარ დაგვრჩენია, შვილები არა გვყავს, მემკვიდრეობა არავისთვის გვჭირდება: მოდი, გავყიდოთ, რაც გვაბადია ღვთისა და წმიდა ნიკოლოზისათვის. ხალიჩაღა დაგვრჩა: წადი, გაყიდე და შეიძინე, რაც საჭიროა ხვალინდელი დღესასწაულისთვის.
მოხუცმაც უსმინა ცოლს, აიღო ხალიჩა და გაემართა მის გასაყიდად. გზაში შემოხვდა კეთილმსახური ბერი და ჰკითხა:
- საით გაგიწევია, საყვარელო მეგობარო?
- ბაზარში მივდივარ ხალიჩის გასაყიდად, - უპასუხა ძველმა ხელოსანმა.
- კარგი, მეგობარო, - უთხრა ბერმა, - მაგრამ აბა ეს მითხარი, რას აფასებ შენს ხალიჩას? მე ვიყიდი.
- თავის დროზე 8 ოქროს მონეტა მაქვს გადახდილი, ახლა კი რასაც მომცემ დავყაბულდები.
- ექვსად მომყიდი?
- სიხარულით დაგითმობ, - მიუგო მოხუცმა.
ბერმა მაშინვე მისცა 6 მონეტა, გამოართვა ხალიჩა და იქაურობას გაშორდა.
ბაზრობაზე მყოფი ხალხი გარსშემოერტყა ხელოსანს და ჰკითხა:
- საკუთარ თავს რისთვის ელაპარაკები? რაიმე ხომ არ გელანდება?
ისინი უსმენდნენ და ხედავდნენ მხოლოდ ხელოსანს, ხოლო წმინდა მღვდელმთავარს ვერც ხედავდნენ და არც მისი ხმა ესმოდათ.
ამ დროს წმინდა ნიკოლოზმა ხელოსნის სახლთან ჩაიარა და დიასახლისს ხალიჩა უკან დაუბრუნა, თან უთხრა: "შენი მეუღლე – ჩემი ძველი მეგობარია; დღეს ბაზრობაზე შემომხვდა და მთხოვა შენთვის ეს ხალიჩა გადმომეცა". ამ სიტყვების შემდეგ მღვდელმთავარი თვალს მიეფარა. ქალს ძლიერ ეწყინა, ჩემს ქმარს ხალიჩის გაყიდვა დანანებიაო.
ამასობაში კი ხელოსანმა ყველაფერი შეიძინა, რაც დღესასწაულისთვის იყო საჭირო და შინ ხელხვავრიელი დაბრუნდა. მაგრამ ცოლმა საყვედურებით აავსო: "აღარ მინდა შენთან ცხოვრება, შენ წმინდა ნიკოლოზს ეცრუე. უმჯობესი იყო, არ შეპირებოდი, ვიდრე სიტყვა გაგეტეხა. აი, შენი ხალიჩა, მე კი ვეღარ მიხილავ, რადგან მოიტყუე". ხელოსანი განცვიფრდა და ცოლს დაეკითხა, საიდან გაჩნდა სახლში ეს ხალიჩაო. ცოლმაც ყველაფერი უამბო. მოხუცი მიხვდა, ვინ იყო ის უცნობი ბერი და გახარებულმა წამოიძახა: "დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩვენო, სასწაულთმოქმედო წმინდა ნიკოლოზის მიერ!" შემდეგ ცოლს უამბო, როგორ გაყიდა ხალიჩა და რა შეიძინა აღებული ფულით: სურსათ-სანოვაგე და ღვინო, სეფისკვერები და სანთლები სადღესასწაულოდ. მაშინ ცოლ-ქმარმა ერთად ადიდა ღმერთი და მისი დიდებული საკვირველთმოქმედი. დაუყოვნებლივ წავიდნენ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში და ყველას უამბეს მომხდარი სასწაულის შესახებ. როდესაც ეს ამბავი პატრიარქს მოახსენეს, მან ბრძანა, რომ მოხუცი ცოლ-ქმარი სიცოცხლის ბოლომდე ესაზრდოებინათ წმინდა სოფიის ტაძრის შემოსავლიდან .
ბეჭდვა
1კ1