წმინდა ექვთიმე ათონელის ლოცვა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას!
წმინდა ექვთიმე ათონელის ლოცვა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას!
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
სწორედ აქ მოხდა სასწაული, რომელზეც ახლა გიამბობთ:
ერთხელ ფერისცვალების დღესასწაულზე ათონის მთაზე სალოცავად ასულმა მთაწმინდელმა ბერებმა, ჩვეულებისამებრ ღამე მღვიძარებაში გაატარეს, ხოლო ჟამისწირვაზე, სიწმინდის შეყვანების დროს იხილეს მამა ექვთიმე ათონელი ცეცხლივით მგზნებარე და შიშმა მოიცვა ისინი, ამ დროს გაისმა საშინელი ოხვრა და ათონის მთა შეიძრა. შეშინებული ბერები პირქვე დაემხვნენ და "შიშისაგან ვითარცა მკვდარნი იყვნეს". მამა ექვთიმემ ნუგეში-სცა და უთხრა: "ნუ გეშინიათ, ძმანო, რამეთუ უფალმა მოგვხედა და ქრისტემ თავისი დღესასწაული ადიდა". ბერები დამშვიდდნენ და ყოვლისმპყრობელი ღმერთი ადიდეს.

26 მაისი მრავალმხრივ არის მნიშვნელოვანი თარიღი ქართველი ერისთვის. მათ შორის იმითაც, რომ ამ დღეს არის ხსენება უდიდესი ქართველი წმინდანისა, დიდი ქართველი მოღვაწის - ექვთიმე ათონელისა. სწორედ ექვთიმე ათონელის, მისი მამის იოანესა და ბიძის - მხედართმთავარ თორნიკე ერისთავის სახელებს უკავშირდება მე-X ს-ის II ნახევარში უფლის განგებით და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის შეწევნით, ათონის მთაზე  ივერთა მონასტრის დაარსება იმ ადგილას, სადაც ზღვამ ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა.

ბერძნული ენის კარგმა მცოდნემ, ღრმა საღვთისმეტყველო განათლებისა და დიდი სულიერების მქონე ექვთიმე ათონელმა თავისი მთარგმნელობითი საქმიანობით დიდი წვლილი შეიტანა ბიზანტიური კულტურის გაცნობისა და ათვისების საქმეში. მან ქართული მწერლობა გაამდიდრა ბიზანტიელი მოღვაწეების თხზულებათა თარგმანებით. არ დარჩენილა არც ერთი დარგი სასულიერო მწერლობისა, რომელშიც ექვთიმე მთაწმიდელს განსაკუთრებული დამსახურება არ მიუძღოდეს.
ექვთიმე მთაწმიდელმა თარგმნა: სახარება-ოთხთავი, იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება (აპოკალიფსი) და დავითნი; მის მიერ თარგმნილ  თხზულებათაგან აღსანიშნავია ანდრია კრეტელის , იოანე ოქროპირის , ბასილი კესარიელის , გრიგოლ ნოსელის, გრიგოლ ნაზიანზელის, მაქსიმე აღმსარებლისა და სხვათა წიგნების თარგმანები. მანვე თარგმნა ასკეტურ-მისტიკური ხასიათის მრავალი ძეგლი,
14 წელი წინამძღვრობდა წმინდა ექვთიმე ათონის ივერთა მონასტერს. მაგრამ შემდეგ განმარტოებაში არჩია ყოფნა, სენაკში დასახლდა და ისევ მთარგმნელობითი საქმიანობა გააგრძელა.
მრავალმხრივი იყო მისი ღვაწლი. დიდი მადლისა და სულიერების მქონემ დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა შთამომავლობას.
წმინდა ექვთიმე ათონელის ლოცვა არ მოკლებოდეს ჩვენს ქვეყანას!


ბეჭდვა
1კ1