26 აგვისტოს წმინდა მამა გაბრიელის დაბადების დღეა
26 აგვისტოს წმინდა მამა გაბრიელის დაბადების დღეა
წმინდა მამა გაბრიელი - ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში ჩადის, არამედ რაც პირიდან გამოდის
ექიმი ზურაბ ვარაზი:
-ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო: სასულიერო სემინარიაში სტუდენტებთან ვსაუბრობდი. მითხრეს, მამა გაბრიელთან ვიყავითო. მასთან ძალიან ბევრი ხალხი იყო, ბევრი სტუმრები ყავდა და სვამდნენო. მამა გაბრიელი არ დალევდა მეთქი, ვუპასუხე. დიეტაზეა და მისთვის დალევა არ შეიძლება-მეთქი. როგორ არა სასმელს სვამდა, ჩვენ დავინახეთო. სამთავროში რომ ჩავედი მამა გაბრიელმა დანახვისთანავე გამიღიმა. ლოცვა-კურთხევა ავიღე და მითხრა, -ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და გაკურთხოს შვილო. გვერდით დავუჯექი, ხელი მოვკიდე მაჯაზე და მოვეფერე. მამა გაბრიელ, გუშინ რატომ დალიე სასმელი, ხომ გითხარით, თქვენთვის სასმელი არ შეიძლება-მეთქი. ამის გაგონებაზე გაღიმებული მამა გაბრიელი მოულოდნელად მოიღრუბლა, თვალები შეჭმუხნა და მზერა მომაშორა. ცოტა ხნის შემდეგ მითხრა, -მერედა ვინ გითხრა შენ, ვსვამდიო. სტუდენტებმა მითხრეს-მეთქი. -ღმერთმა შეუნდოს ვინც ეგ შენ გითხრაო. ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პიში ჩადის, არამედ რაც პირიდან გამოდის. ძალიან შევწუხდი მის პასუხზე და ვინანე კიდეც რომ ვუთხარი. მერე ვუთხარი: თუ იქნება ისეთი გამოუვალი სიტუაცია და ძალიან მოგინდათ ღვინო სადილის დროს, როგორც თქვენ ამბობთ, ღვინო ქრისტეს სისხლია, მცირე რაოდენობით ღვინო სამკურნალოც არისმეთქი და ცოტა რაოდენობით ნატურალური ღვინის დალევა შევთავაზე. გაუხარდა და დედა პარასკევას უთხრა, გამოიღე მაშინ ღვინო, ექიმმა მომცა კურთხევაო.


ბეჭდვა
1კ1