მეოხ-გვეყოს ღმრთის წინაშე, ახალკანონიზირებული წმიდა სევერიანე
მეოხ-გვეყოს ღმრთის წინაშე, ახალკანონიზირებული წმიდა სევერიანე
ცნობილია, რომ წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა დიაკონი სევერიანე (ბერიძე), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში
და ასობით მუსლიმი გააქრისტიანა.
სასიხარულოა, რომ წმიდა სევერიანეს ხორციელი ძმა ამჟამად ყინწვისის მამათა მონასტერში მოღვაწე სქემარქიმანდრიტი სისოა (ბერიძე), ხოლო წმიდა სევერიანის ძმისშვილია, ბათუმის სასულიერო სემინარიის რექტორი, დეკანოზი ბასილ ბერიძე.
პირადი მოგონებები და გადაცემა "ფერისცვალება" გვამცნობს, რომ მამა სევერიანე აჭარელი კაცი იყო, რომელიც მუსულმანურ ადათ-წესებს ზედმიწევნით იცავდა. იგი, სასწაულებრივად შეიყვანა ტაძარში ორმა პიროვნებამ, რომლებიც მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი იყვნენ, რასაც მამა სევერიანე მას შემდეგ მიხვდა, როდესაც მათი ხატები ნახა ეკლესიაში. ტაძარში შესულმა ნათლობა ითხოვა. იმ პერიოდში ტაძარში მსახურობდა საქართველოს მომავალი პატრიარქი ილია მეორე, სწორედ მან მონათლა ეს აჭარელი კაცი, რომელიც დილას მუსულმანურ ლოცვას იყო დანასწრები.
მამა სევერიანე, სანამ სასულიერო პირი გახდებოდა აქტიურად ქადაგებდა ქრისტიანობას, რის გამოც ყოფილი მუსლიმი და კომუნისტი დაცინვისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი იყო. მის გაქრისტიანებას ოჯახის წევრების დიდი წინააღმდეგობაც მოჰყვა. მის შვილს ხალხში გამოჩენისაც კი რცხვენოდა, იმდენად დიდი ნეგატივი იყო მისი მამის წინააღმდეგ.
დასცინოდნენ და შეურაცხყოფდნენ, მიუხედავად ამისა, მისი ქადაგებით მრავალი ადამიანი გაქრისტიანდა. მისი ძმაც და ძმისშვილიც სასულიერო პირები არიან. უკვე საკმაოდ მოხუცებული დიაკვნად აკურთხეს და მალევე გარდაიცვალა. ხშირად ამბობდა, - ლოცვისას უფლისთვის შემდეგი სიტყვებით მიემართათ: "უფალო, შენ მოგანდობთ ჩვენს ცხოვრებას"!
მისი ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს!
KARIBCHE
წმინდა სევერიანეს ძმა, სქემარქიმანდრიტი სისო
ბეჭდვა
1კ1