25 დეკემბერი - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებაა
25 დეკემბერი - წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებაა
საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები დღეში ერთხელ აღებენ ლუსკუმას, სადაც წმინდა სპირიდონის უხრწნელი, წმინდა სხეულია ჩაბრძანებული. ათეულობით მომლოცველი დიდი მღელვარებით ელოდება ამ წუთს, რათა მიეცეთ საშუალება ემთხვიონ უდიდეს სიწმინდეს. ლუსკუმას ორი საკეტი აქვს, რომლებიც აუცილებლად ერთდროულად უნდა გაიღოს. პატარა სპეციალური ლოცვის წაკითხვის შემდეგ ეკლესიაში მოღვაწე ღვთის მსახურები არგებენ გასაღებებს საკეტებს, მაგრამ ზოგჯერ გრძნობენ, რომ გასაღებები არ ტრიალდება. ასეთ შემთხვევაში ეკლესიაში მყოფ მომლოცველებს აცნობებენ, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი ისევ წავიდა კუნძულზე "სასეირნოდ". ერთ-ერთი ასეთი გასეირნების შემდეგ ნახეს, რომ წმინდანს ფეხებზე ზღვის მცენარეები და კენჭები ჰქონდა მიკრული. იმავე დღეს ტაძარში მეზღვაური მივიდა და მოყვა, თუ როგორ მოყვა მისი ხომალდი წინა დღეს შტორმში და მოულოდნელად მათთან მისულმა წმინდანმა როგორ გამოიყვანა ისინი ნაპირზე.

KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1