ისინი მხოლოდ უფლისთვის არსებობდნენ
ისინი მხოლოდ უფლისთვის არსებობდნენ
წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენის მოშორებითაა და საკმაოდ შემაღლებულ ადგილზე დგას. მაღალი კიბის გავლის შემდეგ თვალწინ უმშვენიერესი მონასტერი გადამეშალა. იქაურობას მეტ მადლს ჰფენს წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეული. მან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წმინდანის უხრწნელი სხეული ხის სარკოფაგშია ჩაბრძანებული, ზემოდან შუშითაა დაფარული. წმინდანის უხრწნელ სხეულთან მიახლება და მისი ნახვა ყველა მომლოცველს შეუძლია. ტაძარში უამრავი კანდელი ანთია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის და რწმენით მისულებს უნუგეშოდ არავის ტოვებს.Aახლახან გავიგე, რომ იქ მოღვაწე ქართველი მონაზონი იღუმენიად აკურთხეს და წმინდა პატაპიოსის მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს. მინდა "კარიბჭის" ფურცლებიდან მივულოცო დედა ოლიმპიადას (ტრაპაიძე) წინამძღვრობა. ღმერთმა გაგაძლიეროთ, დედაო.

ღირსი მამა პატაპიოსი დაიბადა 380 წელს ეგვიპტეში. მდიდარ და მორწმუნე ოჯახში. სწავლის დასრულების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლში სულიერი გაბრწყინებისა და ბერული ცხოვრების დასაწყებად. მიაღწია ძალიან დიდ სიწმინდეებს და მადლს. სურდა ერისგან დაფარულად ეღვაწა. იპოვა თავშესაფარი, სადაც განმარტოებულად იქნებოდა, მაგრამ ხალხმა იქაც მიაგნო - მისგან ელოდნენ ღვთიური სიბრძნით სავსე რჩევას. კონსტანტინოპოლში დაბრუნდა ორ განდეგილ მოღვაწესთან ერთად. ისინი არსებობდნენ მხოლოდ უფლისთვის. გადაწყვიტეს, აეშენებინათ განდეგილობისთვის შესაფერისი საცხოვრისი. ღირსმა მამა პატაპიოსმა ჩრდილოეთით ააგო მონასტერი, ღირსმა თიო ვარამ - ღირსი პატაპიოსისა და ღირსი თეოფრონა რავულას მონასტრებს შორის. ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა. მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა. უხრწნელი სხეული კვლავ მონასტერში დარჩა.

ცოტა ხნის შემდეგ განადგურდა ეგვიპტელთა მონასტერი და წმინდა ნაწილები დასაცავად ღირსმა ვარამ გადააბრძანა წმინდა იოანეს მონასტერში, სადაც თავად მოღვაწეობდა. მონასტერს პალეოლოგებთან ერთად იცავდა წმინდა იპომონი (იპომონი მოთმინებას ნიშნავს) - ბიზანტიის იმპერატორის დედა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და დამპყრობლებმა სასტიკად აწამეს.

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აგელის ნოტარამ, პალეოლოგების ნათესავმა, აგარიელების შთამომავლებისგან რომ გადაერჩინა ღირსი პატაპიოსის ნეშტი, გადაიტანა გერანის საზღვართან და დამალა ძნელად მისადგომ მღვიმეში. ეს გამოქვაბული XI საუკუნით თარიღდება, რასაც მოწმობს ფრესკები წმინდა პატაპიოსისა და წმინდა იპომონისა, რომლის წმინდა ნაწილებიც ინახება წმინდა პატაპიოსის მონასტერში. 1904 წელს მონასტრის გადიდება დაიწყეს. ერთ-ერთ ბერს გამოეცხადა წმინდა პატაპიოსი და აუწყა, ეთქვა მუშებისათვის, ფრთხილად ემუშავათ, რომ არ დაეზიანებინათ მისი დაფარული წმინდა ნაწილები. 1952 წელს აღმოაჩინეს წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული და აქ დედათა მონასტერიც დაფუძნდა. მონასტერს წმინდა პატაპიოსის სახელი ეწოდა. განგების ნებით, წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული.

წმინდა პატაპიოსის სასწაულები
ქალაქ ლუტრაკს, სადაც წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერია, მრავალი მოგზაური და მომლოცველი ჰყავს, ვინც რწმენით მიეახლება მას, სასწაულიც ეძლევა. ერთ-ერთი ასეთია: ბატონი ი. კ., თუ თირკმელების ოპერაციას არ გაიკეთებდა, დაიღუპებოდა. ავადმყოფს კი ამის ძალზე ეშინოდა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ლუტრაკში წავიდა, სადაც ცნობილი სამკურნალო წყარო ეგულებოდა. იქ გაიგო სასწაულმოქმედი ღირსი პატაპიოსის ამბავი. მივიდა მონასტერში და თაყვანი სცა მის წმინდა ნაწილებს. რწმენით სავსემ დალია ცოტა ზეთი წმინდანის კანდელიდან და წმინდანმა მოახდინა სასწაული - თირკმელში კენჭები გაქრა. განკურნებულს სიტყვები არ ჰყოფნიდა მადლობის სათქმელად მადლიანი წმინდანისათვის.

***
ერთი პატარა ბიჭი, სახელად პატაპიოსი, მენინგიტით დაავადდა. ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაეყვანათ. დამწუხრებული მამა ატირდა. დაქანცულს წამით ჩაეძინა. უეცრად ზურგზე ხელი დაადო ღირსმა პატაპიოსმა და უთხრა: - ჩემი სეხნია პატარა კარგად გახდება და აღარ დასჭირდება რეანიმაციაში გადასვლაო. ნამდვილად ასე მოხდა, ბავშვი სასწაულებრივად გამოჯანმრთელდა. მამამ მხრებზე შეისვა ბავშვი და დაჩოქილმა აიყვანა წმინდანის მონასტრამდე, რათა მადლობა გადაეხადა შვილის გამოჯანმრთელებისათვის.

KARIBCHEწმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სასწაულები
წმინდა სპირიდონი ცხოვრობდა ტრიმიფუნტის გარეუბანში. ის მწყემსი იყო. ერთ ღამეს მძარცველები შეიპარნენ მის ფარეხში ცხვრების მოსაპარად. დილით წმინდანმა ისინი გაშეშებული იპოვა. მისი ლოცვით ქურდები განიხსნენ და მპარაობას თავი დაანებეს.

***
წმინდანის მეზობელს მოსავალი გაუნადგურდა და ერთ მდიდარ კაცს სთხოვა, ახალ მოსავლამდე ხორბალი მასესხეო. მდიდარმა უარი უთხრა - გირაოს გარეშე ერთ მარცვალსაც ვერ მოგცემო. შეწუხებულმა ღარიბმა თავისი გასაჭირი მღვდელმთავარს შესჩივლა. წმინდანმა მას მისცა ოქროს ჯოხი. მეორე შემოდგომაზე ღარიბმა დიდი მოსავალი აიღო და დაპირებულზე მეტი დაუბრუნა მევალეს. გირაო კი დაიბრუნა და წმინდანს მიუტანა. მან მიწას შეახო ჯოხი, ის გველად გადაიქცა და ბალახებში მიიმალა.

***
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფეხები შემოსილია ოქროსფერი ნაქარგობით და გამშვენებული ფაჩუჩებით. წელიწადში ერთხელ წმინდანს ფეხსაცმელს უცვლიან - ფაჩუჩი ცვდება, რადგან წმინდანი დადის გაჭირვებულთა დასახმარებლად. ფაჩუჩებს ანაკუწებენ და მომლოცველებს ურიგებენ.

როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნე სნეულნი მიწაზე წვებიან, რათა ის ზედ გადაატარონ. სწამთ, რომ განიკურნებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

***
წმინდა სპირიდონის ეკლესია კუნძულ კერკირაზე გაიხსნა 1589 წელს. ეს მეორე ეკლესიაა, რომელიც ააგო ვულგართა გვარმა. პირველი ეკლესია აიგო 1528 წელს. წმინდა სპირიდონის ეკლესიის თეთრი მარმარილოს კანკელი დამზადდა 1852 წელს.

KARIBCHEეკლესიის კედლები 1727 წელს მოხატა ხატმწერმა პანაიოტი დოქსარამ, ჭერი - ნიკოლაო ასპიოტიმ 1850-1871 წლებში. ეკლესიის ჭერიდან ჩამოშვებულ ჯაჭვზე კიდია მადლიერი მომლოცველების მიერ შეწირული წარწერებიანი ოქროს და ვერცხლის სასანთლეები. წმინდანის სარკოფაგის წინ მდგარი სასანთლე 1670 წელს შეუწირავს კერკირელ თავადს პოლიტიოსს.

წმინდანის ლუსკუმა 1867 წელს ვენაში დაუმზადებინებია წმინდა სპირიდონის ეკლესიის მფლობელს, გრაფ გიორგი ვულგარს. ხის ლუსკუმა ვერცხლითაა მოპერანგებული, შიგნით ძოწისფერი ხავერდია გამოკრული. პერანგი შემკულია ჯვრებით, მცენარეული ორნამენტებით და წმინდანის მიერ აღსრულებული სასწაულების სცენებით.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი თავისი ლუსკუმიდან გამოდის წელიწადში სამჯერ, სამდღიანი მოლოცვისათვის: 11 დეკემბრიდან 13 დეკემბრამდე - მისი ხსენების დღეს, დიდი შაბათიდან აღდგომის სამშაბათამდე და 11 აგვისტოდან 13 აგვისტომდე.

შეგვეწიოს წმინდა სპირიდონის მადლი.
ბეჭდვა
1კ1