წმინდა აღაპიტას სხეულთან რწმენით მისულნი დღესაც იკურნებიან
წმინდა აღაპიტას სხეულთან რწმენით მისულნი დღესაც იკურნებიან
წმინდა აღაპიტა XI საუკუნეში კიევის პეჩორის ლავრაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ის წმინდა ანტონი პეჩორელის მოსწავლე იყო. წმინდა აღაპიტა
დღედაღამ ლოცულობდა და მონასტრიდან არ გადიოდა. თუ მონასტრის საძმოდან ვინმე ავად გახდებოდა, წმინდა აღაპიტა მიდიოდა და უვლიდა. თავისი მომზადებული ბალახეული წამლებით კურნავდა. ლოცულობდა სნეულებისთვის და ღვთის შეწევნით და წმინდანის ლოცვით იკუნრებოდნენ.
ამ დროს კიევში ცხოვრობდა ერთი სომეხი ექიმი, რომელიც უტყუარ დიაგნოზს უსვამდა ავადმყოფებს ერთი შეხედვით და ეუბნებოდა გარდაცვალების დღეს. ერთხელ ერთ-ერთი ასეთი ავადმყოფი მივიდა წმინდა აღაპიტასთან. წმინდანმა მისცა მას მისი მომზადებული ბალახები, ილოცა მისთვის, სნეულმა მიიღო და განიკურნა. ეს ამბავი გაიგო სომეხმა ექიმმა და შური გაუჩნდა წმინდა აღაპიტას მიმართ. მივიდა წმინდანთან და მისი მოწამვლა მოინდომა, მაგრამ უფალმა არ დაუშვა წმინდანის სიკვდილი, შხამმა არ ომოქმედა და ცოცხალი გადარჩა.


ამის შემდეგ თავად წმინდა აღაპიტა დასნეულდა. მასთან სომეხი ექიმი მივიდა, დახედა და უთხრა: შენ სამ დღეში გარდაიცვლებიო და აქვე პირობა დადო, რომ თუ მისი ნათქვამი არ აღსრულდებოდა, ის გახდებოდა მართლმადიდებელი ბერი. წმინდანმა უპასუხა, რომ უფალმა განუცხადა მას და ის კიდევ სამ თვეს იცოცხლებდა. მართლაც, წმინდანმა სამი თვე იცოცხლა და 1095 წლის 1/14 ივნისს აღესრულა. ამის შემდეგ სომეხი ექიმიმონასტრის იღუმენთან მივიდა, განუცხადა მომხდარის შესახებ, მოინანია ცოდვები და მართლმადიდებლობა მიიღო. მან თქვა: "მჯერა რომ წმინდა აღაპიტა უფლის წმინდანია, მე კარგად ვიცოდი რომ მისი ავადმყოფობა სამ დღეზე მეტს ვერ გასტანდა და უფალმა მისცა მას კიდევ სამი თვე". ასე განკურნა და მოაბრუნა ღვთისკენ წმინდანმა სომეხი ექიმი და იხსნა დაღუპვისაგან.
წმინდა აღაპიტას ლოცვით მრავალი განიკურნა არა მარტო მისი ცხოვრების მანძილზე, არამედ გარდაცვალების შემდეგაც. დღესაც, ვინც რწმენით და ლოცვით მიდის მის წმინდა უხრწნელ სხეულთან, წმინდა აღაპიტა კვლავ სწყალობს მართლმადიდებლებს და იფარავს ზეციდან მისი წმინდა ლოცვით.
წმინდა აღაპიტას უხრწნელი სხეული დასვენებულია კიევ-პეჩორის ლავრის ახლო მღვიმეში. ყველა მორწმუნეს აქვს შესაძლებლობა ემთხვიოს მის წმინდა სხეულს.
" წმინდაო მამაო აღაპიტა, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის".

ბეჭდვა
1კ1