"გული ვისგანაც მოგეცათ, მასვე ეკუთვნის..."
"გული ვისგანაც მოგეცათ, მასვე ეკუთვნის..."
"მე თქვენი სიყვარულით ვიკვებები..."
ერთი მორწმუნის ნაამბობიდან:
"მე და მამა გაბრიელი ტაძრიდან გამოვედით. ბერმა პირჯვარი გამოისახა და დავშორდით რამდენიმე მეტრით ტაძარს. უცებ შემოტრიალდა და ტაძრის მხარეს დაიწყო ნერწყვა. შემდეგ რესტორანს ჩავუარეთ. მან პირჯვარი გამოისახა. ამას ხშირად აკეთებდა, მაგრამ მე ვერ ვხვდებოდი, რატომ. მაინც ვერ მოვისვენე და ვკითხე:

- მამა გაბრიელ, გთხოვთ, განმიმარტოთ, რატომ იქცევით ასე - ტაძარს რომ მიუახლოვდებით, ნერწყვავთ, რესტორანს ჩაუვლით და პირჯვარს გამოისახავთ და ლოცულობთ?

- რახან გულით მეკითხები, გეტყვი, თუმცა ეს ჩემი საქმეა. აგიხსნი... ეკლესის გარშემო სამ წრეზე ეშმაკები დგანან და არ უნდათ, ადამიანები შიგ შევიდნენ. ტაძრიდან რომ გამოვდივარ, ვხედავ მათ და ვნერწყვავ. რესტორანთან რომ ჩავივლი, ვხედავ, როგორ ტირიან წმინდა ანგელოზები, ადამიანები რომ ღრეობენ. მეც წმინდა ანგელოზებთან ერთად ვლოცულობ - ღრეობას თავი დაანებონ და ტაძარში წავიდნენ. ტაძარი ხომ ცას განასახიარებს. მე ტაძარს გავუარო და შიგ არ შევიდე?! გვერდით თუ ჩაუვლი ეკლესიას და პირჯვარს გამოისახავ, ნიშნავს, უფალს მიესალმო: გაგიმარჯოს, ღმერთოო, - და გზა განაგრძო. ეშმაკებს კი უხარიათ, ტაძარს გვერდს რომ აუვლიან. ამიტომ ეს რკალი უნდა გაარღვიო. ტაძრის კარამდე მაინც მიდი და იქ გამოისახე პირჯვარი. თუ შესვლის დრო არ გაქვს, უფალს პატოება სთხოვე".

* გაბრიელ ბერი დროდადრო ტოვებდა თავის სავანეს და თბილისის ქუჩებში გამოდიოდა, რათა მალამოდ დასდებოდა გზააბნეულ სულებს. უცბად, თითქოს მეხმა გაჰკვეთა ადამიანთა რკალი, მიეჭრა ნარნარად მიმავალ, მალულად მოთვალთვალე ყმაწვილთა მზერით განებივრებულ, თითქმის გაშიშვლებულ ახალგაზრდა ქალიშვილს და უკნიდან გემრიელად ამოჰკრა! ქალიშვილი შეცბა, დაიბნა მოულოდნელობისა და სიმწრისგან; სწრაფად მოტიალდა და შეკრთა: წინ მუხლებზე დაცემული, მწარედ მტირალი და მისკენ ხელგანპყრობილი ბერი იხილა:

- ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატება რას დამსგავსებიხარ! - შეჰღაღადებდა იგი მწარედ.

გოგონას ცრემლი გადმოღვროდა თვალთაგან - გაბრიელ ბერის ტკივილიანმა სიტყვებმა სინანული გაუღვიძა ქალიშვილს.

* სხვა მორწმუნე კი იხსენებს, როგორ განიხარა გაბრიელ ბერმა მისი გულმოდგინე აღსარების გამო:

"დიდი ხნის განმავლობაში მაწუხებდა ცოდვა, რომელიც გულს მიჭამდა და არ მასვენებდა. საშინელ დღეში ვიყავი, მაგრამ ვერასგზით ვამბობდი.

ერთხელ, ღვთის წყალობით, მცხეთაში მეგობრებთან ერთად წავედი. არ მახსოვს, ის დღე რა დღესასწაულს დაემთხვა. მივედით სამთავროს მონასტერთან. ტაძრიდან მამა საბა გამოვიდა და თქვა:

- მეუფეს ველოდებით, სადაცაა მოვა. სასწრაფოდ სტიქარით შეიმოსეთ.

ცხოვრებაში პირველად, ჩემს მეგობრებთან ერთად, აღმოვჩნდი სტიქარით შემოსილი. მეშინოდა და ვძრწოდი, ჩემი ცოდვა არ მასვენებდა. რაღაც ძალამ მიმიყვანა მღვდელთან. დავემხე აღსარებაზე და ერთიანად აღმომხდა ჩემი ცოდვები. შენდობის ლოცვა წამიკითხა და დამლოცა. მეუფის მხურვალე ლოცვის თანხლებით ვასრულებდით მორჩილებას სტიქაროსნები და ასე მეგონა, მიწაზე არ დავდიოდი. დიდი იყო ღმერთის მადლი ჩვენზე. ვგრძნობდი, როგორ შემოვიდა გულში ყველას სიყვარული. ბოლოს მეუფე დანიელი გამობრძანდა ბარძიმით და ვეზიარე. წირვის დამთავრების შემდეგ განვიმოსეთ... გაოგნებულები ვუცქერდით ერთმანეთს. გამოვედი ეკლესიიდან და, რას ვხედავ - გაბრიელ ბერი, რომელიც შეუძლოდ იყო და იწვა, გარეთ დაგვხვდა.

KARIBCHE


თვითონ მოვიდა, ჩამკოცნა და თვალებიდან ცრემლი წასკდა. გაოცებული ვუცქერდი, ვერაფერს მივმხვდარიყავი. უცებ შეჩერდა, თავზე ხელი დამადო და თვალცრემლიანმა მითხრა:

- მადლობა, დიდი მადლობა!

გულის სიღრმეში განვიცადე სიყვარული, უზომოდ დიდი სიყვარული, რადგანაც მივხვდი, ცოდვის მონანიებისთვის მიხდიდა ბერი მადლობას".

* ერთმა მორწმუნემ კმაყოფილებით უთხრა:

- მამა გაბიელ, ეს მარხვა სხვა მარხვებთან შედარებით კარგად დავიცავი.

- როგორ მოახერხე, შვილო, ორმოცი წლის ბერი ვარ და ერთხელაც ვერ ვიმარხულე, როგორც საჭიროა, იქნებ შენ მასწავლო? - ღიმილით უპასუხა მამა გაბრიელმა, - მარხვა ის იყო, შიო მღვიმელმა რომ იმარხულა სამოცი დღე. განუწყვეტლივ ტიროდა და საჭმელი არც ახსენდებოდა, ღვთისმშობელს რომ არ შეეჩერებინა - კმარა, გეყოფაო. კარგ ბერს ერთი სეფისკვერიც უნდა ეყოს

დიდმარხვის ბოლო კვირას ერისკაცი მივიდა მასთან და თავმომწონედ უთხრა:

- მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ ვიმარხულე.

- ბერმა თითქოს ვერ გაიგონა ნათქვამი. მიმართა:

- მოყვასო, დღეს ზეთი შემომწირეს და გემო ვერ გავიგე, იქნებ გამისინჯო...

უარს ვინ გაბედავდა. მამა გაბრიელმა სტუმარს საკმაოდ დიდ რაოდენობის ზეთი გაასინჯა, შემდეგ კი მიმართა:

- შენ ერის ადამიანი ხარ, ვინ მოგცა უფლება, რომ უზეთოდ შეგენახა მარხვა! ზოგს ამპარტავნებაში აგდებს ასეთი საქციელი.

* ერთი მრევლთაგანი კი იხსენებს:

"ერთხელ, შობის მარხვაში, მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე წავედი. რადგანაც მძიმე მარხვა არ იყო, სხვებთან ერთად ვილხენდით - არც დოლი დაგვიკლია და არც სიმღერა თუ ცეკვა-თამაში.

- რომ გვიყურებდეს მამა გაბრიელი, რა დღეში ვართ... - ვეუბნებოდით ერთმანეთს და გვეცინებოდა.

მეორე დღეს მცხეთაში წავედით. გაბრიელ ბერმა კელიაში შესვლისთანავე გვამხილა:

- ეს მარხვა მხიარული მარხვაა; ზოგი დოლს უკრავს, ზოგი ცეკვავს, ზოგი კი მღერის... - თითქოს ჩვენზე არც უთქვამს, ისე ჩაილაპარაკა და თვალებში შემოგვხედა.

თვითონ საოცრად მკაცრად მარხული იყო. ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს მარხვითა და მღვიძარებით. მისი ოჯახის წევრები იხსენებენ, როგორ ჩაიკეტებოდა თვეობით თავის კელიაში და საჭმელს არ მიიღებდა. ბევრჯერ უნახავთ მკაცრი მარხვისგან დაუძლურებული. იტყოდა:

- ჩემი საქართველოს სიყვარული საჭმელში როგორ გავცვალო! ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პურიც არ მინდა.

KARIBCHE KARIBCHE

მისი საჭმელი მეტად მწირი იყო. დანაყრებული არასდროს უნახავთ. თვეები ისე გავიდოდა, არავითარ საზრდელს არ მიიღებდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე კი წყლის გარდა აღარაფერი უხმევია. მხოლოდ სხვის დასანახავად გადაიღებდა თეფშზე საჭმელს და იმასაც სხვას უწილადებდა.

- ახლა რამდენს არა აქვს პური და მშიერია, მე როგორღა ვჭამო? - იტყოდა ხოლმე. ძალიან რომ სთხოვნდნენ, დაამშვიდებდა:

- ორგანიზმი არ ღებულობს საჭმელს და რა ვქნა...

გარდაცვალების წინა დღეს წვნიანის მოტანა ითხოვა. ორი კოვზი მოსვა, - შიმშილისგან არ მეძინება, იქნებ ჩამეძინოსო.

ხშირად ამბობდა:

- მთელი ცხოვრება მშია. მე ნუ მომბაძავ ჭამაში, შენ მწუხრითი მწუხრად ჭამე. მე რას შევჭამ და რას დავლევ, მხოლოდ მე მეხება და სხვას არა. საზრდელი იმდენი უნდა მიიღო, რომ შიმშილის გრძნობა დაიოკო.

გაბრიელ ბერი ყოველთვის იმ კერძს აკეთებდა, რომელიც მომსვლელს სიამოვნებდა და გულში ნატრობდა. თქვენც მიირთვითო, - სთავაზობდნენ მამა გაბრიელს.

- მე თქვენი სიყვარულით ვიკვებები, - პასუხობდა და გულს სულიერი საზრდელის ნდომით აღავსებდა. მაცხოვრის, იესო ქრისტეს შეწევნით, მის სენაკში ისეთი მადლი სუფევდა, რომ თვალსაჩინოვდებოდა თვით სახარებისეული სასწაულიც.

მისთვის უმთავრესი ადამიანის სიყვარული იყო, და არა - რაიმე ადამიანური წესი თუ განგებულება.

- სხვას რომ შესჩივლებ შენს სატკივარ-საწუხარს, პირველად კეთილი სიტყვით მიუგე - შენ ჯვარი გწერია-თქო. კეთილი სიტყვით მიმართე ყველას, კეთილ სიტყვას დიდი ძალა აქვს.

* - გული ვისგანაც მოგეცა - მასვე ეკუთვნის! - ასე არიგებდა მრევლს მათივე სიწრფელით გახარებული გაბრიელ ბერი. კეთილ საქმეს მოღვაწეობად თვლიდა, თუნდაც ეს ჭიქა წყალი ყოფილიყო.

ერთი მორწმუნის მონათხრობიდან:

"მახსოვს, მცხეთაში მივდიოდი. უეცრად ფეხი ამისხლტა და მატარებლის ბაქანზე დავგორდი. ხალხი შემომეხვია. დამსვეს, მანუგეშეს და გული წყლით მომიბრუნეს. გზა მაინც განვაგრძე. მცხეთაში ჩასულმა მამა გაბრიელის ქადაგებას მოვუსმინე ერთი ჭიქა წყლის მადლის შესახებ:

- კაცს რომ გული ცუდად გაუხდება, ხომ მარტო ხმელა წყალს მიაწვდიან, ერთ ჭიქას. გამოდის, რომ მას დიდი ძალა აქვს. კეთილი საქმე აკეთეთ და ღვთის წინაშე ის ერთი ჭიქა წყალიც არ დაგეკარგებათ. უფალი ამბობს: "რაც ერთ ადამიანს კეთილი უყავით, ის მე მიყავით"... - გვიყვებოდა ის. იმწამსვე ჩემი თავგადასავალი გამახსენდა და ეს ქადაგებადაც მენიშნა".

ყველას ერთად მიიღებდა, ანუგეშებდა და ასწავლიდა, რათა სამარადისო სიკეთეთა მოპოვებაზე ეზრუნათ.

ერთხელ დედებმა ტრაპეზი გამართეს. სუფრას მღვდელმთავარი და მღვდლები უსხდნენ. მამა გაბრიელმა ქადაგება დაიწყო, შემდეგ კი ყველა ფეხზე წამოაყენა და ხმამაღლა ბრძანა:

- აბა, ახლა ყველამ ერთად ვიგალობოთ მეძავთათვი,ს - და დედებმაც დაიწყეს გალობა.

ცოტა ხნის შემდეგ ისევ გამოაცხადა:

- ახლა კი ვიგალობოთ ქურდებისა და პატიმრებისთვის! - დედებმა გალობა განაგრძეს.

გავიდა ხანი და ისევ წამოაყენა ყველა:

- აბა, ახლა ვიგალობოთ გლახაკთა და გაჭირვებულთათვის.

ასე აგალობა დედები მთელი დღე ადამიანთა სულების გადასარჩენად.

- გული გულმოდგინეა, ხორცი - უძლური. ნუ ზრუნავთ ხორცისთვის, არამედ იზრუნეთ სულისთვის, სული გადაირჩინეთ, - შთააგონებდა მუდამ მასთან მყოფთ.

საოცრად მოწყალე იყო. მუდამ მშიერი საჭმელს გვერდით გადადებდა და უპასუხოდ და უნუგეშოდ არავის გაუშვებდა:

- თუ ადამიანს შენი დახმარება სჭირდება - ჯერ დაეხმარე, ჭამას ყოველთვის მოასწრებ, თუ არადა, სასუფეველს დაკარგავ! - "სასუფეველი ცათაი იიძულების" და რომელნი აიძულებენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12).

როცა ავად იყო და უთხრეს, - საჭმელი მიირთვითო, - გულისტკივილით უპასუხა:

- რას ამბობ, დაო, ახლა სულით ციხეში ვიყავი. პატიმრები შავი პურის გულისთვის ერთმანეთს ხოცავდნენ და მე როგორ ვჭამო?!

საკუთარი თავისადმი მეტისმეტად მომთხოვნი იყო, სხვას კი არ შეაწუხებდა. საქმეს თუ აკეთებდა ვინმე - ეყოფა, არ გადაიღალოსო - უფრთხილდებოდა მოყვასს.

მხოლოდ სიყვარულით გაკეთებულ სიკეთეს იღებდა. თუ საქმეში სიყვარულს ვერ დაინახავდა, იტყოდა - არ მინდა ასეთი გაკეთებული, მასში მადლი არ არისო.

KARIBCHE* გაბრიელ ბერს არა მხოლოდ ადამიანები, ცხოველებიც ებრალებოდა. როდესაც ზამთარში ყინვები იწყებოდა, ცხოველებსა და ჩიტებზეც ზრუნავდა და აპურებდა. ერთხელ, წირვიდან გამოსულებმა, ძაღლს ქვა ესროლეს. გაბრიელ ბერი შეწუხდა და დანანებით თქვა:

- უმჯობესი იყო, წირვაზე არ ყოფილიყვნენ!

მის კელიასთან ხშირად მოდიოდა პატარა, ჭრელი უპატრონო ძაღლი. ბერი ისეთი სიყვარულით ეფერებოდა ცხოველს, რომ სხვაშიც დიდ სიყვარულს აღძრავდა. საჭმელს უყრიდა და თან ამბობდა:

- ნახე, ნახე, საწყალი, ცოდოა, მშიერია. ძაღლიც მის დანახვაზე ათამაშდებოდა. შემდეგ ჩერდებოდა და საათობით მშვიდად შეჰყურებდა.

ერთმა მორწმუნემ შიშით უთხრა:

- მამა გაბრიელ, ჭამის დროს რომ ეფერებით, არ გიკბინოთ.

გაბრიელ ბერს გაეღიმა:

- ცხოველი გრძნობს ადამიანში ბოროტებას, ეს აღიზიანებს და ამიტომაც ესხმის თავს.

იმ მორწმუნემ, მეორედ რომ ჩავიდა ბერთან სტუმრად, ძაღლიც მოიკითხა.

- მოკლეს, - ნაღვლიანად უპასუხა მან და ამ სიტყვებში იყო უკიდურესი სევდა და დარდი, - არა უწყიან, დაო, რას სჩადიან. ძაღლმა გამიგო და ადამიანმა - ვერა.

ამ ამბავმა მორწმუნეზე ისე იმოქმედა, ერთი კვირა განუწყვეტლივ ტიროდა. აქედან მოყოლებული, არ შეეძლო გულგრილად ჩაევლო მაწანწალა, უსუსური ძაღლებისთვის.

მამა გაბრიელი ყველაფერს - ღვთისგან შექმნილს სასოებით უფრთხილდებოდა. ბალახსაც კი დიდი სიყვარულით ეფერებოდა. თუ ვინმე უმიზნოდ, გასართობად გასრესდა თუნდაც ერთ ღერს, მკაცრად გააფრთხილებდა:

- მაგ ბალახს შენ მიეცი სიცოცხლე? შეგიძლია შექმნა იგი? თუ არ გჭირდება, ღვთის ბოძებულს რად აფუჭებ?

* გაბრიელ ბერი თვითონვე იძლეოდა მოყვასისთვის თავგანწირვის უდიდეს მაგალითს. მუდამ ამბობდა:

- თქვენი სიცოცხლე - ჩემი სიცოცხლეა.

მისი მოყვასის სიყვარული საოცარი სინაზით იყო შეზავებული მადლიერების გრძნობასთან.

ერთი მორწმუნე იხსენებს:

"ჩემმა ნაცნობმა მხატვარმა ლამაზ ჩარჩოში ჩასმული ნახატი მაჩუქა. სურათი არ მომეწონა და ამოვიღე, ჩარჩო კი მამა გაბრიელს შევწირე. მასთან სტუმრობისას ჩარჩო ვერსად შევნიშნე და ვიფიქრე, სადღაც შეინახა, სადმე მიაგდო ან ვინმეს აჩუქა-მეთქი. ამ ფიქრში ვიყავი, როცა უცბად თბილად შემომხედა და მომიგო:

- ტაძარში ჩადი, ღვთისმშობელი მოინახულე.

...და როდესაც შევედი, დავინახე, რომ ტაძრის შუაგულში ჩემს ნაჩუქარ ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობლის ბრწყინვალე ხატი იყო დასვენებული".

მისთვის მადლიერების გრძნობა და თავმდაბლობა განუყოფელი სათნოება იყო, რომელიც სიყვარულის ჩაუქრობელ ალს ანთებს მართლმორწმუნის გულში. ბერის ცხოვრება ამ მხრივაც სამაგალითო იყო მორწმუნეთათვის.

* მამა გაბრიელი მუდამჟამს ცდილობდა, ათასგვარი მანქანებით ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი ბოროტი ლოცვის ძალით დაეთრგუნა და უფლის სახე და ხატი მისი კლანჭებიდან დაეხსნა. ამბობდა:

- ჯადო და ყავაში ჩახედვა ისეა ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორც პური და ცომი.

მუდამ ქადაგებდა, რომ ლოცვა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია კეთილმორწმუნე ქრისტიანის ხელში:

- თქვენ რა გგონიათ, ბოროტება ან ჯადო ის კი არ არის მხოლოდ, მოლები რომ შეულოცავენ; ჯადო შეიძლება უბრალო მომსვლელს, თუნდაც კეთილისმყოფელს, მოჰყვეს, ამიტომ ყოველთვის თქვი შეხვედრის ლოცვა: "მე ღმრთისა შემივედრებიეს თავი ჩემი ერთვე, და იგი ყოველსავე მიეწიფების; მე არას ვზრუნავ, ვითარცა ენებოს, ჰყოს. ამინ!" - და კარს ჯვარი გადასახე წმინდა სამების სახელით. თუ იციან ან ეჭვი აქვთ, რომ სახლში ჯადოა, უნდა მოიყვანონ მღვდელი, წააკითხინონ ლოცვები "სახლსა ზედა შეგრძნებულისასა" და ასე აკურთხებინონ სახლი. მღვდელმა ეკლესიიდან კი არ უნდა მოიტანოს ნაკურთხი წყალი, არამედ მცირე აიაზმა ადგილზევე უნდა იკურთხოს და ამ წყლით ისხუროს იქაურობა - უბრალოდ "სახლსა ზედა" კურთხევა ვერ განაგდებს ჯადოს. ხოლო თუ ჯადო არ არის, მაშინ ამ წესის აღსრულებაც არ არის საჭირო - სახლს ჩვეულებრივად აკურთხებინებენ.

საზიარებელი ბარძიმის გარდა, ყველაფერს უნდა გადასახო ჯვარი. როდესაც ქუჩაში რაიმე ნივთი გდია, ვაითუ ბოროტის დაგდებულია. როცა გინდა, სხვა არ დაბრკოლდეს, სამების სახელით შეგიძლია თვალითაც გადასახო ჯვარი.

როცა ადამიანი ფსიქიკურად არის ავად ან ჯადოთია შეკრული და თავს იკლავს, უფალი იწყალებს როგორც ეშმას მოწყლულს. ხოლო თუ ადამიანი შეგნებულად იკლავს თავს - ჯოჯოხეთში მიდის. არ შეიძლება მათზე ლოცვა, მათ სახელზე კეთილი საქმეების კეთება კი დიდად ეხმარება მიცვალებულის სულს. ტყუილად არ არის დაშვებული, სხვამ მათ სახელზე გასცეს წყალობა.

* - ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის, ვინც დღეს გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვითა და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზის მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი ადამიანი.

თვითონ სიყვარულის პასუხად რომ ლანძღვას, გინებას, დაცინვასა და შეურაცხყოფას იღებდა, გაოცებულნი ეკითხებოდნენ: ნუთუ კიდევ გიყვარსო ისინი?

სევდიანად შეხედავდა შემკითხველს და ეტყოდა:

- უფრო მეტად მიყვარს და მებრალებიან!

როდესაც ადამიანში სიყვარულს ვერ დაინახავდა - გული სტკიოდა და წუხდა:

- სადაც სიყვარული არ არის, იქ ჯოჯოხეთია! უფალი სხვის უბედურებას იმიტომ გიჩვენებს, რომ გცდის - რას გააკეთებ: ილოცებ თუ არა მოყვასისთვის, დაეხმარები თუ არა მას - და ამით სიყვარულში წვრთნისკენ მოგიხმობს.

გაბრიელ ბერის სიყვარული არა მხოლოდ ღვთის ხატად შექმნილ ადამიანთ ეკუთვნოდათ, არამედ ყოველ სულიერსა თუ უსულოს, ღვთის დანაბადსა და შექმნილს.

მამა გაბრიელთან საუბრისას ერთ მონაზონს თაგვი ფეხზე ააცოცდა და ტანსაცმელში სირბილი დაიწყო. სასოწარკვეთილმა, მამა გაბრიელს შეხედა. მან მაშინვე გაიგო მისი შეწუხების მიზეზი, წამით გახედა და გაშეშებული თაგვი უმალ ძირს დავარდა.

- თაგვებს ხვალ წამალს დავუყრი და ყველას დავხოცავ, - უთხრა მონაზონმა.

- არ დახოცო, ცოდონი არიან, ჩემს სენაკშიც დარბიან, მაგრამ არ მაწუხებენ, არა უშავს, იყვნენ, - სთხოვა ბერმა.

მეორე დილით არც ერთი თაგვი არ ჩანდა.

- მამა გაბრიელ, თაგვები სად არიან? - შეეკითხა მოძღვარს მონაზონი.

- წმინდა ნიკოლოზს ვთხოვე და ყველანი წავიდნენ, - უპასუხა ღიმილით.

დიდმარხვის წინ, მიტევების დღეს, ჩავიდა ტაძარში, ამბიონზე მუხლი მოიყარა, შენდობას ითხოვდა და ქადაგებდა:

- სიყვარულით გაგვეტარებინოს ყოველი დღე!

თუ ვინმეს განურისხდებოდა ცდომილებისთვის და ისე დაღამდებოდა, რომ ის შენდობისთვის არ მოვიდოდა, თვითონ აკითხავდა და სთხოვდა:

- მაპატიე, თუ რაიმე გაწყენინე!

KARIBCHE


* საეკლესიო ღვთისმსახურება გაბრიელ ბერს უფალთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზად და საშუალებად მიაჩნდა და მორწმუნეთ მუდამ მოუწოდებდა, ეკლესიურნი გამხდარიყვნენ.

- ორი მეგობარი იყო. ერთს სინანული ჰქონდა, მეორეს - არა, მაგრამ აღსარებაზე მივიდა. ამათგან რომლის მოქმედება სჯობს? - ჰკითხა თავის მრევლს.

- რომელიც აღსარებაზე მივიდა, საკუთარი მოქმედებით თავის თავს კი არა, უფალს მიენდოო, - უპასუხეს.

ბერი დაეთანხმა:

- მართალია. აღსარება ღვთის იმხელა საიდუმლოა, რომ ადამიანის გონება ვერ ჩაწვდება.

* გაბრიელ ბერს ძლიერ უხაროდა, ამ ბოლო ჟამს ყველასთვის რომ გაიღო მონაზვნობისა თუ ბერობის კარი. საუკეთესო გზაზე მავალთ სიყვარულით შეაგონებდა:

- არასოდეს იმართლო თავი, არაფერი გააკეთო შენი ნებით. ყოველი საქმე და გულმოდგინე ლოცვა მსხვერპლივით შესწირე ღმერთს. სანამ ქრისტესთან მიხვალ, ეშმაკთან მოგიწევს ჭიდილი. ამიტომ ილოცე მუდამ. ილოცე, რომ შეძლო - ლოცვა მთებს ძრავს ადგილიდან.

* გაბრიელ ბერის მრევლთაგანის მონათხრობიდან:

"მახსოვს, სამონასტრო ჩექმები შემოსწირეს და ძალიან მინდოდა, მეც მქონოდა. გავიფიქრე: "მამა გაბრიელ, თქვენ ხომ ყველაფერი შეგიძლიათ, იქნებ მეც მაჩუქონ?"

მეორე დღეს ჩექმები დედა ქეთევანმა საჩუქრად გამომიგზავნა ისე, რომ მისთვის სიტყვაც არ მითქვამს".

* ბერი მუდამ მოყვასის სიყვარულისა და ლოცვისკენ მოუწოდებდა მრევლს. ქადაგებდა:

- როდესაც უვნებლად მწოლიარე მთვრალს ნახავ, კეთილი, იყოს თავისთვის, გამოიძინებს და ადგება. თუ გზაზეა, გვერდით გადასვი. ზოგი ქუჩაში არაყს იმიტომ სვამს, რომ არ შესცივდეს. აბა, ხომ არ გაიყინება? ვაი იმას, ვინც მათ განიკითხავს. თუ ახლობელია, წაიყვანე სახლში, ხოლო თუ ვინმე ცუდადაა, უნდა დაეხმარო.

- რასაც ლოცვაში ვითხოვ, უფალი არაფერს მისრულებს. რა ვქნა?

- მერედა, ხარ ღირსი, რომ შეგისრულოს? და კიდევ, უფალი თქვენს ლოცვას მაშინ ისმენს, როდესაც თქვენ თვითონ გესმით თქვენივე ლოცვის.

- აუცილებელია თუ არა მიცვალებულთა მოხსენიება?

- ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზე საჭირო და აუცილებელია. თუკი გამართლებული ადამიანისთვისაც კი სასიკეთოა და არ არის ზედმეტი ცოცხალთა ლოცვა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭირო იქნება ლოცვები სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვისაც საჭიროა და მლოცველისთვისაც. როგორც მეფსალმუნე ბრძანებს: "ლოცვაი ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის". ვინც ცდილობს მოყვასს სიკეთე გაუკეთოს, ჯერ საკუთარ თავს არგებს, შემდეგ კი - სხვას. შენს სისუსტეს შენივე სიკეთე ფარავს.

ხშირად მოვიხსენიოთ შესვენებულნი, რითაც ნუგეშს ვცემთ მათ. გავცეთ მოწყალება მათ სახელზე და მოვახსენებინოთ მათი სახელი, რამეთუ ისმენს უფალი გლახაკთა ვედრებას და ულხენს მიცვალებულს.

ქამრებზე ლოცვები რომ წერია, ეს ბერებისაა. როცა ერისკაცს უკეთია, არ არის სწორი, არ შეიძლება - ამპარტავნებაში აგდებს ადამიანს.

პირჯვრის გამოსახვაზე რომ ესაუბრებოდნენ, განმარტა:

- პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან. ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად; თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს.

დაგვლოცეთო - სთხოვდნენ გაბრიელ ბერს და ისიც ასე ლოცავდა:

- ღმერთმა მაშინ შეგიწყალოს, შენნაირ გაჭირვებულს თუ შეიწყალებო.

ანდა თავზე დაადებდა ხელს და თბილად ეტყოდა:

- ღმერთმა ყველა დაგილოცოს და გადაგირჩინოს, ვისი გადარჩენაც გინდა. ღმერთმა ყველა შეიწყალოს, ვისი შეწყალებაც გინდა.

ჰკითხეს, - დავითის ფსალმუნის კითხვისას თუ ოცი კაცის სახელი მოვიხსენიე, რა ძალა მიდის მათთან და როგორ განაწილდებაო.

- მხოლოდ ერთ კაცზე რომ წაგეკითხა ერთი კანონი, რა ძალაც ამ ერთზე გადავიდოდა, ისევე მიუვიდოდა იმ ოცსაც სათითაოდ.

* გაბრიელ ბერი ეკითხებოდა, ცდიდა, ასწავლიდა:

- მითხარით, რას ნიშნავს - ლოცვა ცოდვად შეერაცხა?

- ალბათ, არასწორად ილოცა.

- არა, სწორად ილოცა.

- ალბათ, გულით ვერ ილოცა.

- არა, გულით ილოცა.

- გონება თუ გაურბოდა ლოცვის დროს...

- ჰე, მომინდომა ამანაც წმინდანობა! საკმაოდ ძნელია, კაცს გონებრივი აზრები არ ჰქონდეს!

- მაშინ თქვენ თვითონ განგვიმარტეთ, რას ნიშნავს...

- ახლავე გეტყვით, - თქვა მამა გაბრიელმა... და სწორედ ამ დროს მასთან კურთხევის ასაღებად ერთი მორწმუნე შემოვიდა. მამა გაბრიელმა რაღაცის გაკეთება სთხოვა. მერე ვნახოთო და გავიდა. ამ ფაქტზე დაყრდნობით გაბრიელ ბერმა მრევლს მიმართა:

- ახლა ეგ წავა და ხუთი საათი ილოცებს, მაგრამ ღმერთი მაგას მოუსმენს, რომ არ დამეხმარა? თუ ღვთის მცნებებს არ იცავთ, ნუ დაღლით უფალს ამდენი ლოცვით, არ ისმენს და ლოცვა ცოდვად გერაცხებათ!

* შეკითხვის მიცემის უფლებას ზოგჯერ მხოლოდ "მამაო ჩვენოს" წარმოთქმის შემდეგ აძლევდა მრევლს:

- "მამაო ჩვენოზე" დიდი ლოცვა არ არსებობსო - იტყოდა, - წმინდა დიმიტრი როსტოველის ყოველდღიურად წაკითხული ხუთგზის ლოცვა კი ცათა შინა იწერებისო.

- რა ძალა აქვს შვიდგზის ზეთისცხებას?

- შვიდგზის ზეთისცხებას იმხელა ძალა აქვს, რომ იმ დროს ადამიანი ჩვილ ბავშვს ემსგავსება. თუ ჯანმრთელია და საჭიროება არ არის, შვიდგზის ზეთისცხება წელიწადში ორზე მეტად არ შეიძლება. ეს დიდი საიდუმლო შვიდჯერ შვიდგზის უნდა ჩატარდეს.

KARIBCHE


* ერთხელ, როდესაც მოყვასის სიყვარულზე ქადაგებდა, შეჰკადრეს:

- მამა გაბრიელ, არიან ბოროტებით აღსავსე უზნეო ადამიანები, რომელნიც ყველას ზიზღსა და აღშფოთებას იწვევენ. როგორ უნდა ვილოცოთ მათი კეთილდღეობისთვის - ეს ხომ გულით არ იქნება ნათქვამი.

მან ასე უპასუხა:

- ვინც ყველაზე მეტად გიყვარს, იმით დაიწყე, მაგალითად, შვილებით. შემდგომ ილოცე ოჯახის დანარჩენი წევრებისთვის; შემდგომ - მეზობლებისთვის, რომ მტერი არ გყავდეს; დალოცე ის ქალაქი, რომელშიც ცხოვრობ - თბილისი ხომ მარტო არ არის; დალოცე საქართველოს ყველა მცხოვრები - საქართველო ხომ მარტო არ არის, მტრებითაა გარემოცული. სთხოვე ღმერთს, რომ დაამშვიდოს მათი გული, რათა მტრობა ვერ შეძლონ. ახლა, როცა მთელი ქვეყნისთვის ილოცე, მტერიღა დაგრჩა. იმასაც ნუ გამოტოვებ. ღმერთს სთხოვე, აავსოს მისი გული სიკეთით, გონება - სიბრძნით. ხომ ხედავთ, შეიძლება თურმე მტრისთვის ლოცვა!

* ერთხანს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ყოველ დილას ერთნაირად იწყებდა. ახსენებდა დაკარგულ, სიძვის ცოდვაში ჩავარდნილ გოგოს ამბავს. უსმენდნენ დ უკვირდათ: ნეტავ რა მიზეზით, რისთვის ჰყვება თავის სენაკში მრუშის შესახებო.

ბოლოს ჰკითხეს:

- მამა გაბრიელ, ასე ხშირად რატომ იხსენებთ მას?

- იმიტომ, რომ ილოცოთ მისთვის, გემუდარებით, ილოცეთ!

საღამოს ლოცვისას, როდესაც მოიღალნენ, ერთმა მლოცველმა თავისთვის გაიფიქრა:

- ამდენი ახლობლის ჩამოთვლა აღარ შემიძლია, ყველამ თავის თავზე იფიქროს, მე ჩემი თავიც მეყოფა!

მეორე დღეს, მამა გაბრიელთან მისულმა კურთხევისთვის რომ დაიჩოქა, ბერმა დალოცა და უთხრა:

- არა მარტო იმისთვის უნდა ილოცო, ვინც შენი ახლობელია და იცნობ, არამედ ვინც საპყრობილეშია, საროსკიპოშია, უძლურებაშია, მგზავრობაშია...

გაბრიელ ბერთან ერთი ქუთაისელი ქალი მიიყვანეს და სთხოვეს, დაელოცა და ეკურთხებინა. ბერმა ისე, როგორც სალოსობის დროს იცოდა ხოლმე, აღაპყრო ხელები, დიდი ჯვარი გადასახა ქუთაისის მხარეს და ღიმილით თქვა:

- მთელი ქუთაისი მიკურთხებია!

* დიდად ბრაზობდა, როცა არასრულად ან არასწორად ასრულებდნენ კანონს:

- კვეთებულის ლოცვას ბერი სრულად უნდა კითხულობდეს. კვეთებული ადამიანს მარტოს უნდა წაუკითხო! რა ამბავია ამდენ ხალხში კითხვა?! ბოროტი სხვაზე რომ გადავიდეს?! სამი ლოცვის წაკითხვა საკმარისია, შვიდ მისვლაზე მეტი კი არაფრით არ შეიძლება!

როდესაც მამა გაბრიელი თავის მრევლთაგანს ლოცვებში გამორჩა, იმ დღეს მისული დალოცა ბერმა და გამოსვლისას სთხოვა:

- ლოცვებში აღარ დამივიწყო, შვილო!

- თქვენ ესეც იცით? - ჰკითხა განცვიფრებულმა.

- ესეც ვიცი და ისიც ვიცი, ვისაც ეჩხუბე! - იქვე დაუსახელა.

- როცა ლოცულობთ, მეც თქვენთან ერთად ვარ, - ამბობდა და სიყვარულით გადახედავდა მსმენელს.

* მძიმედ სნეული იწვა, როდესაც დედა პარასკევას უთხრა, ახლა შავნაბადაზე მივდივარო. მონაზონმა იფიქრა, ალბათ, ხუმრობსო და თვითონაც ხუმრობით უპასუხა:

- წადი, მამა გაბრიელ, წადი...

ცოტა ხნის შემდეგ კი უნებურად ჰკითხა:

- იყავი, მამაო, შავნაბადაზე?

- ვიყავი. ყველანი კარგად არიან. ტრაპეზობდნენ, როცა მივედი.

- შენ არ გამოჩნდი?

- არა. რომ დავენახე, გაოცდებოდნენ, საიდან გაჩნდაო. მეც არ მინდოდა გამოჩენა.

- მამა შიო რას აკეთებდა?

- ხალხს ითვლიდა.

რამდენიმე დღის შემდეგ მამა შიოც მივიდა გაბრიელ ბერის სანახავად. ერთმანეთი რომ მოიკითხეს, მონაზონმა ჰკითხა:

- ბევრნი მოდიან შავნაბადას მონასტერში?

- არ ვიცი. იმდენი მოდის და შემდეგ მიდის, რომ ვეღარ ვიგებ. ტრაპეზზე როცა ვზივართ, მხოლოდ მაშინ ვითვლი ხალხს.

მამა გაბრიელმა ამ კითხვა-პასუხზე ღიმილით გადახედა მათ. დედა პარასკევა შეცბუნებული ჩანდა ამ სასწაულით და სხვა დროს, როდესაც კვლავ უთხრა, მე ახლა მარტყოფის მონასტერში მივდივარო, გაკვირვებით და ინტერესით დაუწყო თვალთვალი. ნახევარი საათის შემდეგ კი ჰკითხა:

- იყავით მარტყოფში?

- ვიყავი. ყველანი კარგად არიან და ყველა მონასტრულია, მხოლოდ ერთი არ არის მონასტრული.

იმ ადამიანმა შემდეგ მართლაც დატოვა მონასტერი.

"კარიბჭეში" გაბრიელ ბერის შესახებ დღემდე გამოუქვეყნებული მასალები მოგვაწოდა მისმა სულიერმა შვილმა მალხაზ ჯინორიამ, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდით.
ბეჭდვაელფოსტა
07.08. 2018
მაყვალა
მართლაც თუ ღმრთის რჩეული არ ხარ ისეთი ცხოვრებით, როგორი ცხოვრებითაც მამა გაბრიელმა იცხოვრა ბევრი ვერ შეძლებს, საოცარი უბრალოება, თავმდაბლობა, თავის უარყოფა უფლის სიყვარულით მხოლოდ რჩეულთა ხვედრია!. ღირსო მამაო გაბრიელ სიყვარულის ბერო ევედრე ქრისტესა ღმერთსა საქართველოს გადარჩენისთვის, ჭეშმარიტი,მართმადიდებელი ერის გამრავლებისთვის, გაძლიერებისთვის, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებში მართმადიდებელი ზნესრული პირების დამკვიდრებისთვის, საქართველოში სახელმწიფო რელიგიად მართმადიდებლობის გამოცხადებისთვის და მთლიანად საქართველოს გაერთიანებისთვის, მართმადიდებელი მოსახლეობის დამკვიდრებისთვის და ქართველთა მოდგმის გამრავლებისთვის, გაძლიერბისთვის;
04.08. 2017
Fiqria
Saberznetshi viyavi wlebis win.dedastan ertad vuvlidi ert moxucebuls romic sawrtod ar laparakobda mxolod miyvarxars ambobda.im Periodshi mama gabrielis wigns vkitxulObdi.saswauli is iyo ra kitxvac damebadebOda paduxs am wignshi vnaxulobdi.ert sagamosac chveulebriv daviwye am wignis kitxva da vkitxulob im mknakvets sadac meored mosvlazea saubari.uceb es berzeni bebo wamoiwia da daiwyo ucnaurad saubari .xalxi sheshinebulia miwa inzreva uamravi adamiani daiguPeba.chven davizafret radgan aseti ram arasdros ar utqvams.titqos sxva laParakobda.me da dedachemi sheshinebuLi vuyurebdit ertmanets.kidev tqva sxva ragaceebic da bolo sityvebi iyo moulodneli.dedam erti wamoikivla me ver gavige is sityva turme utqvams meored mosvla aris dawyebulio.es iyO shoki chventvis.ufali ganrisxebuliao.es yvelaferi mama gabrieLis madlit moxda da yveLaze mtavari rac ar mitqvams is iyo rom roca am wigns vkitxulobdi me vgrznobdi saocar siyvaruls yvelas mimart mteli samyaros mimart.dideba ufals da mama gabriels.
10.08. 2015
lela kutsia
gmadlobt sulierad davtkbi, dideba chven tkbil bers
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler