ღირსი მამა სერაფიმე საროველის მიერ მოტოვილოვის განკურნება
ღირსი მამა სერაფიმე საროველის მიერ მოტოვილოვის განკურნება
მამა სერაფიმე საროველის რჩეული, ციმბირისა და ნიჟეგოროდის მემამულე, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე მოტოვილოვი დაიბადა 1809 წელს. ყაზანის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იგი დასახლდა სოფელში და მუშაობდა სათავადაზნაურო საარჩევნო ორგანოში. ეს პიროვნება მამა სერაფიმემ განკურნა და ერთი წლის შემდეგ აკურთხა ემსახურა ღმრთისმშობლისათვის, ეზრუნა დივეევოს სავანისათვის.

მოტოვილოვი საშინლად იტანჯებოდა რევმატული და სხვა სახის ტკივილებით. მთელი მისი სხეული დაუძლურებული იყო, ფეხები წაერთვა, დაეკრუნჩხა, მუხლებში სიმსივნე ჰქონდა, ზურგზე და გვერდებზე - წყლულებიანი ნაწოლები, სამი წელი იყო ამ მდგომარეობაში. 1831 წლის სექტემბრის დასაწყისში მოითხოვა მამა სერაფიმესთან წაეყვანათ. 9 სექტემბერს მოტოვილოვი მასთან ახლო უდაბნოში მიიყვანეს (ადგილი საროველთან ახლოს მდინარე საროვსკის ნაპირას, სადაც ბერი სიცოცხლის უკანასკნელი წლების ნაწილს ატარებდა, მუშაობდა ბოსტანში და იღებდა მომსვლელებს, აქვეა სერაფიმეს სამკურნალო წყარო). იგი ხელში აყვანილი მოჰყავდა ოთხ მსახურს, ხოლო მეხუთეს მისი თავი ეჭირა. ასეთ მდგომარეობაში მიიყვანეს ის ბერთან. იგი ბერს კურნებას სთხოვდა, მოუთხრო მისი სატანჯველისა და იმის შესახებ, რომ ვერც ერთმა ექიმმა ვერ შეძლო მისთვის დახმარების აღმოჩენა. მთელი მისი სასოება დამყარებული იყო ღმერთზე, მაგრამ თვლიდა, რომ მისი ლოცვა სუსტი იყო და მიმართა ბერს, რათა მისთვის განკურნება ეთხოვა. ბერმა ყურადღებით მოისმინა 22 წლის ახალგაზრდა ტანჯულის მძიმე ამბავი და შეეკითხა მას როგორც ერთ დროს მანტუროვს (ღირსი დედა ელენეს ძმა):


KARIBCHE KARIBCHE

- გწამთ თქვენ უფალი იესო ქრისტე, რომ ის არის ღმერთკაცი, ყოვლადწმიდა მისი მშობელი დედა, რომ ის უბიწო ქალწულია?

- მწამს - მტკიცედ უპასუხა ავადმყოფმა.

- გწამთ თქვენ, რომ როგორც ადრე კურნავდა უფალი მეყსეულად, ერთი სიტყვით ან შეხებით ყველა სნეულებას, ახლაც ასევე იოლად და მეყსეულად შეუძლია განკურნოს შეწევნის მთხოვნეები? გწამთ თქვენ, რომ ღმრთისმშობლის ჩვენდამი მეოხება ყოვლისშემძლეა და მისი მეოხებით უფალს მეყსეულად ძალუძს თქვენი განკურნება?

- გულწრფელად მწამს ყოველივე ეს, - უპასუხა მოტოვილოვმა, - რომ არ მწამდეს, რისთვის ვუბრძანებდი ჩემს აქ მოყვანას.

- და თუ თქვენ გწამთ, - წარმოთქვა ბერმა, - მაშინ თქვენ უკვე ჯანმრთელი ხართ.

- როგორ ჯანმრთელი, როცა თქვენ და ჩემს ხალხს ხელით გიჭერივართ?

- არა, - სიტყვა შეუბრუნა ბერმა - ახლა თქვენ მთელი თქვენი სხეულით სავსებით ჯანმრთელი ხართ.

მამა სერაფიმემ მოტოვილოვის მხლებლებს უბრძანა, გასცლოდნენ თავიანთ ბატონს, თავად მხრებში ხელები ჩასჭიდა, ასწია, ფეხზე დააყენა და უთხრა:

- მაგრად დადექით, ნუ გეშინიათ. ახლა თქვენ სავსებით ჯანმრთელი ხართ, - შემდეგ დაუმატა:

- ხედავთ, რა კარგად დგახართ?

- იმიტომ ვდგავარ კარგად, - შეეკამათა მოტოვილოვი - რომ თქვენ მაგრად გიჭერივართ.
მაშინ ბერმა ხელი გაუშვა მოტოვილოვს და უთხრა:

KARIBCHE- აი, ახლა მე უკვე აღარ მიჭერიხართ. თქვენ მაგრად დგახართ. წადით, უშიშრად იარეთ წინ!

ბერმა ერთი ხელი განკურნებულის ხელს მოჰკიდა, მეორეთი მსუბუქად მხრებზე მიაწვა, უსწორმასწორო გზით წაიყვანა და უთხრა:

- ხედავთ, რა კარგად წახვედით!

მოტოვილოვი ამტკიცებდა, რომ ბერს მიჰყავს, თავად სიარული არ შეეძლო და ის თუ მოსცილდებოდა, დავარდებოდა და დაშავდებოდა.

- საკმარისია, -თქვა მან - დარწმუნდით, რომ უფალმა სავსებით განგკურნათ? გწამდეთ მისი ურყევად, მთელი გულით შეიყვარეთ იგი. თქვენ დაგასუსტად ავადმყოფობის სამმა წელმა, ახლა ერთბაშად არ იაროთ ბევრი, მიეჩვიეთ ნელ-ნელა სიარულს და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, როგორც უფლისაგან ბოძებულ დიდ საჩუქარს.

განკურნების შემდეგ მოტოვილოვმა დაიწყო ხშირი სიარული საროვოში.


ბეჭდვა
1კ1