ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა
ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა
მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა. უხრწნელი სხეული და სასწაულების აღსრულება კვლავ მონასტერში დარჩა.

საბერძნეთში ყოფნის დროს მრავალი წმინდა ადგილი მოვილოცე, მათ შორის წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერი. წმინდა პატაპიოსის მონასტერი ათენისგან მოშორებითაა და საკმაოდ შემაღლებულ ადგილზე დგას. მაღალი კიბის ავლის შემდეგ თვალწინ უმშვენიერესი მონასტერი გადამეშალა. იქაურობას მეტ მადლს ჰფენს წმინდა პატაპიოსის უხრწნელი სხეული, რომელმაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წმინდანის უხრწნელი სხეული ხის სარკოფაგშია ჩაბრძანებული, ზემოდან შუშითაა დაფარული. წმინდა სხეულთან მიახლება და მისი ნახვა ყველა მომლოცველს შეუძლია. ტაძარში უამრავი კანდელი ანთია. წმინდა მამისგან ნუგეშის მისაღებად მონასტერში მრავალი ადამიანი მოდის და რწმენით მისულებს უნუგეშოდ არავის ტოვებს. წმინდა პატაპიოსის დედათა მონასტერში მოღვაწობს ქართველი მონაზონი, დედა ოლიმპიადა (ტრაპაიძე). დედა ოლიმპიადა პირადად გავიცანი და მასთან ინტერვიუც ჩავწერე, რასაც ახლო მომავალში შემოგთავაზებთ.

KARIBCHE

ღირსი მამა პატაპიოსი დაიბადა 380 წელს ეგვიპტეში. მდიდარ და მორწმუნე ოჯახში. სწავლის დასრულების შემდეგ წავიდა კონსტანტინოპოლში სულიერი გაბრწყინებისა და ბერული ცხოვრების დასაწყებად. მიაღწია ძალიან დიდ სიწმინდეს და მადლს. სურდა ერისგან დაფარულად ეღვაწა. იპოვა თავშესაფარი, სადაც განმარტოებულად იქნებოდა, მაგრამ ხალხმა იქაც მიაგნო - მისგან ელოდნენ ღვთიური სიბრძნით სავსე რჩევას. კონსტანტინოპოლში დაბრუნდა ორ განდეგილ მოღვაწესთან ერთად. ისინი არსებობდნენ მხოლოდ უფლისთვის. გადაწყვიტეს, აეშენებინათ განდეგილობისთვის შესაფერისი საცხოვრისი. ღირსმა მამა პატაპიოსმა ჩრდილოეთით ააგო მონასტერი, ღირსმა თიო ვარამ - ღირსი პატაპიოსისა და ღირსი თეოფრონა რავულას მონასტრებს შორის. ღირსმა მამა პატაპიოსმა უფლის შეწევნით მრავალი სასწაული მოახდინა. მრავალი სნეული და ტანჯული განკურნა, მერე თავის მონასტერში მიიძინა. უხრწნელი სხეული და სასწაულების აღსრულება კვლავ მონასტერში დარჩა.

KARIBCHE

ცოტა ხნის შემდეგ განადგურდა ეგვიპტელთა მონასტერი და წმინდა ნაწილები, დასაცავად ღირსმა ვარამ გადააბრძანა წმინდა იოანეს მონასტერში, სადაც თავად მოღვაწეობდა. მონასტერს პალეოლოგებთან ერთად იცავდა წმინდა იპომონი (იპომონი მოთმინებას ნიშნავს) - ბიზანტიის იმპერატორის დედა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და დამპყრობლებმა სასტიკად აწამეს.

KARIBCHE

KARIBCHE

კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ აგელის ნოტარამ, პალეოლოგების ნათესავმა, აგარიელების შთამომავლებისგან რომ გადაერჩინა ღირსი პატაპიოსის ნეშტი, გადაიტანა გერანის საზღვართან და დამალა ძნელად მისადგომ მღვიმეში. ეს გამოქვაბული XI საუკუნით თარიღდება, რასაც მოწმობს ფრესკები წმინდა პატაპიოსისა და წმინდა იპომონისა, რომლის წმინდა ნაწილებიც ინახება წმინდა პატაპიოსის მონასტერში. 1904 წელს მონასტრის გადიდება დაიწყეს. ერთ-ერთ ბერს გამოეცხადა წმინდა პატაპიოსი და აუწყა, ეთქვა მუშებისათვის, ფრთხილად ემუშავათ, რომ არ დაეზიანებინათ მისი დაფარული წმინდა ნაწილები. 1952 წელს აღმოაჩინეს წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული და აქ დედათა მონასტერიც დაფუძნდა. მონასტერს წმინდა პატაპიოსის სახელი ეწოდა. ღვთის განგებით წმინდა პატაპიოსის წმინდა სხეული მთლიანდაა შემონახული.
შეგვეწიოს წმინდა პატაპიოსის მადლი!

KARIBCHE KARIBCHE

KARIBCHE
ავტორის ფოტოები

ბეჭდვა
1კ1