წმინდა ევდემოზ კათალიკოსი როსტომ მეფეს შეუპყრია და განჯის ციხის კოშკიდან გადმოუგდია
წმინდა ევდემოზ კათალიკოსი როსტომ მეფეს შეუპყრია და განჯის ციხის კოშკიდან გადმოუგდია
17 ოქტომბერის ქართული ეკლესია აღნიშნავს წმიდა მღვდელმოწამე კათალიკოს-პატრიარქის ევდემოზ I-ის (დიასამიძის) ხსენების დღეს. ევდემოზ I ქართლის ანუ აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოსი იყო 1630-1638 წლებში.

1632 წელს ქართლის მეფე (ვალი) გახდა დავით XI-ის (დაუდ ხანის) ვაჟი როსტომი (როსტომ ხანი).

როსტომი, იგივე ხოსრო-მირზა (ქართულად ქაიხოსრო) დაიბადა სპარსეთში და მაჰმადიანად აღიზარდა. მას დიდი დამსახურება მიუძღოდა ირანის სახელმწიფოსა და მისი შაჰების წინაშე. შაჰ აბასმა მას ანდერძით დაავალა თავისი სიკვდილის მერე, მის შვილიშვილს საამ-მირზას ტახტის დაუფლებაში დახმარებოდა. ხოსტო მირზამ თხოვნა შეასრულა. ახალ შაჰს სეფი შაჰი უწოდეს (დედა და ბებია ქართველები ჰყავდა). ხოსრო მირზამ ბაღდათთან ოსმალებიც დაამარცხა 1630 წელს. შაჰ სეფიმ მასი თავისი ვალი (მოადგილე) უწოდა და ქართლის მმართველად დანიშნა.

ეს მოხდა 1632 წელს. ქართველებმა მას მეფე დაარქვეს. თვითონაც თავს "მეფეთ-მეფეს და პატრონს" უწოდებდა. მანამდე ქართლს და კახეთს თეიმურაზ I განაგებდა. როსტომის მისვლისთანავე, რომელსაც ირანის სამხედრო ძალა უჭერდა მხარს, თეიმურაზი იმერეთში გაიხიზნა.

როსტომ ხანს, როსტომ მეფეს სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. ზოგ ისტორიკოს ის მოსწონს, ვითარცა ქვეყნის დამამშვიდებელი და სოფლების ამშენებელი. მით უმეტეს, მისი მეუღლე მარიამი დიდად მორწმუნე ქრისტიანი იყო. ბევრი კი მას უარყოფით პიროვნებად მიიჩნევს. ვფიქრობ, ორივე, დადებითიც და უარყოფითი თვისებები მას არ აკლდა.

1642 წელს თეიმურაზ მეფის მომხრეებმა შეთქმულება მოაწყვეს როსტომის მეფის წინააღმდეგ. მასში სხვებიც ჩაერთნენ, მათ შორის ქართლის კათალიკოსი ევდემოზ პირველი. წინამდებარე წყარო, "ახალი ქართლის ცხოვრება" კათალიკოსის შეთქმულებაში ჩართვას მის პირად ინტერესებს უკავშირებს. კერძოდ, მისი ძმის, ლევანის ქალიშვილი, ელენე ცოლად ჰყავდა დათუნა ბატონიშვილს, თეიმურაზის I-ის ძეს. მაგრამ, კათალიკოსს როგორც ჩანს, არ უნდოდა ქვეყანაში გაგრძელებულიყო გათათრების პოლიტიკა, რომელიც დამკვიდრდა მეფე როსტომის კარზე და რომელსაც არა ერთმა თავადმა მიბაძა. ეს ყველაფერი ცოტა ქვემოთ კარგადაა მოთხრობილი ამავე წყაროში.

აჯანყებულებს უნდოდათ ქრისტიანი მეფის თეიმურაზ პირველის გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფედ დასმა.

აჯანყება დამარცხდა. თეიმურაზმა ვერ გაიმარჯვა. სხვებთან ერთად კათალიკოსი დააპატიმრეს და ნარიყალას ციხეში ჩასვეს. იქვე მოკლეს. მერე ციხიდან გადაუგდიათ. ეს მოხდა 1643 წელს. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "შეიპყრა როსტომ მეფემან კათოლიკოზ ევდემოს და პატიმარ-ჰყო ტფილისს ციხესა შინა. შემდგომად გარდამოაგდო განჯის-ციხის კოშკიდამ". "ახალი ქართლის ცხოვრება" კი გვიამბობს: "შეიპყრა კათოლიკოზი ევდემოზ... და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და ხანსა რაოდენამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა", როგორც ქვემოთ ვიხილავთ.

ევდემოზ კათალიკოსი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
ბეჭდვა
1კ1