ღირსი ათანასე
ღირსი ათანასე
ღირსი ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინოპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი. სრულწლოვანებას მიღწეულმა ნიკომედიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმებრძოლი იმპერატორის ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.
ბეჭდვა
1კ1