ღირსი კლარუს სელიგენშტადტელი (XI ს) - 01 (14) იანვარი
ღირსი კლარუს სელიგენშტადტელი (XI ს) - 01 (14) იანვარი
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას. ის თითქმის უცნობი წმინდანია, თვით გერმანულენოვან საზოგადოებაშიც. და მაინც, კლარუსს პატივს სცემენ ამ სამრევლოში, რადგან მთელი მისი ცხოვრება მოხდა ეკლესიების მართლმადიდებლურ და კათოლიკურად დაყოფამდე ეპოქაში.

წმინდა კლარუსის ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ახალგაზრდობაში იგი დაინტერესებული იყო სულიერი და საერო მეცნიერებებით, მაგრამ საბოლოოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცოდნა არ აცხონებს, არამედ ის, აცხონებს წმინდა ცხოვრების წესი და ლოცვა ეკლესიურ ცხოვრებასთან ერთად.

უკვე მონაზონმა ბერი, მღვდელმთავარს სთხოვა განმარტოებით ცხოვრების ნებართვა მიეცა. ამგვარად განმარტოვდა და იცხოვრა უფალთან, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან და წმინდანებთან ოცდაათი წლის განმავლობაში.

წმიდა კლარუსმა უფლის მიერ შეისვენა 1043 წელს. მისი დაკრძალვის დროს ხუთმა ბერმა მოისმინა ანგელოზთა მხიარული გალობა. წმიდანის ხსენება ძველი სტილით 1 იანვარს და 1 თებერვალს აღინიშნება.

წმიდა ბერი კლარუსი დაკრძალეს მთავარი საკურთხევლის წინ სელიგენშტადტის მონასტრის ეკლესიაში და მას შემდეგ ღვთის წინაშე მლოცველია ყველა მათთვის, ვინც ფიქრებითაც კი მიმართავს მას დახმარებისთვის როგორც ყოველდღიურ საქმეებში, ასევე ჯანმრთელობის პრობლემებისას. წმინდა კლარუსის ხსენებას ასევე აღნიშნავს წმ. მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი გეტინგენში, გერმანიაში (01 თებერვალს).

იხილეთ სტატიის წყარო

ბეჭდვა
1კ1