ღირსი მელრისი (მაელრისი) (ლათ. Maelrhys; VI ს.), ბარდსელი -01 (14) იანვარი.
ღირსი მელრისი (მაელრისი) (ლათ. Maelrhys; VI ს.), ბარდსელი -01 (14) იანვარი.
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში, სადაც მოსაგრეობდა კუნძულ ბარდსეზე (წმინდა კუნძული) უელსში, რომელიც ითვლებოდა ერთ-ერთ უდიდეს სამონასტრო ცენტრად, დღევანდელი გვინედის საგრაფოს ადგილზე, ღირსი კადფანის მიერ დაარსებულ წმინდა მარიამის მონასტერში. საუკუნეების განმავლობაში კუნძული ითვლებოდა წმინდა სამარხად დედამიწაზე ყველაზე მამაცთა და საუკეთესოთათვის, ასევე ინდულგენციების, განტევებისა და მიტევების ადგილად, სამოთხისკენ მიმავალ გზად და სამოთხის კარიბჭედ. შუა საუკუნეებში კუნძულზე სამი პილიგრიმობა რომში ერთი პილიგრიმობის ტოლფასად ითვლებოდა.

ლეინის ნახევარკუნძულზე გვინედის საგრაფოში, პატარა სოფელ ლლანფელრისში, არის ეკლესია, რომელიც აკურთხეს წმინდა მელრისის პატივსაცემად. ტრადიციამ შემოინახა ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ავიდა ერთ დღეს ორი ქურდი ტაძარში, მაგრამ დანაშაულის სასჯელად ისინი გაქვავდნენ. ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე დიდხანს იდგა ორი ქვა, რომელიც ცნობილია როგორც "Lladron Maelrhys"  ("მაელრისის ქურდები"). მისგან არც თუ ისე შორს ოდესღაც იყო წყარო, რომელსაც ხალხური მეხსიერებაც უკავშირებდა წმინდანს.

ბეჭდვა
1კ1