ღირსი ევგენდი (უაიენი) კონდატის მონასტრის წინამძღვარი - 01 (14) იანვარი
ღირსი ევგენდი (უაიენი) კონდატის მონასტრის წინამძღვარი - 01 (14) იანვარი
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში; გარდაიცვალა 510 წლის 1 იანვარს კონდატში.

ექვსი წლის იყო, როცა მას ხილვა ჰქონდა: წმინდა რომანმა და ლუპიცინმა უბრძანეს მას შეეხედა ვარსკვლავებისთვის ნიშნად მისი მომავალი სულიერი მემკვიდრეობისთვის. ზეციური კარნი გაიღო და ყრმამ იხილა ანგელოზნი ზეციდან გარდამომავალნი, რომლებიც გალობდნენ: "მე ვარ გზა, ცხოვრება და ჭეშმარიტება". შემდეგ კვლავ ზეცად ამაღლდნენ. ყრმამ ხილვის შესახებ მამას მოუთხრო, რომელიც მღვდელი გახლდათ. მამა მიხვდა რომ ყრმა ღვთისთვის უნდა მიეძღვნა. ჯერ წერა-კითხვა ასწავლა და შვიდი წლის ასაკში მიაბერა წმ. რომანის და ლუპიცინის მონასტერში კონდატში,რომელიც ფრანგულ იურის ტყეში მდებარეობდა.

მას შემდეგ ღირს ევგენდის არასოდეს დაუტოვებია მონასტერი. ის ზემოხსენებულ წმინდანებს ისეთი გულმოდგინებით ჰბაძავდა, რომ ძნელი სათქმელი იყო ამ ორიდან რომელს უფრო ჰგავდა. ევგენდმა ღრმა ცოდნა შეიძინა, კითხულობდა ბერძენ და ლათინურ ავტორებს და კარგად ერკვეოდა წმინდა წერილში. დიდი ასკეტიზმით ეწეოდა ცხოვრებას, მაგრამ თავმდაბლობის გამო არ სურდა მღვდლად ხელდასხმა. აბატმა მინაუზიუსმა ის თავის თანაშემწედ აქცია, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ (დაახლოებით 496) ევგენდი გახდა მონასტრის წინამძღვარი. ის ყოველთვის ისეთივე თავმდაბალი ბერად რჩებოდა, როგორიც ადრე იყო, მაგალითი თავისი მონაზვნებისთვის მონანიებითა და ღვთისმოსაობით, რაც ღმერთმა სასწაულებით დაამტკიცა. მან მონასტერში ქვისგან ააგო სახლი, ძველი ხის სახლის ნაცვლად, რომელიც წმ. რომანუსმა ააშენა, მაგრამ ცეცხლმა გაანადგურა, და გააუმჯობესა საძმოს ცხოვრება; აქამდე ძმები ცალკეულ საკნებში ცხოვრობდნენ აღმოსავლელი ასკეტების წესის მიხედვით. მან წმინდა მოციქულთა პეტრეს, პავლესა და ანდრიას პატივსაცემად ააგო მშვენიერი ეკლესია და ძვირფასი სიწმინდეებით გაამდიდრა. კონდატმა იწყო აყვავება, როგორც თავშესაფარმა ყველასთვის, ვინც განიცადა უბედურება და გაჭირვება იმ მრავალი მოვლენით აღსავსე პერიოდის განმავლობაში, როგორც სათნოებისა და ცოდნის სკოლამ გარშემო მყოფ სიბნელეში, როგორც ოაზისმა უდაბნოში. როდესაც ევგენდმა იგრძნო აღსასრულის მოახლოება, მღვდელმა მას ზეთი სცხო მკერდზე, იგი დაემშვიდობა ძმებს და ხუთი დღის შემდეგ მშვიდად გარდაიცვალა.

მის პატივსაცემად ქალაქს, რომელშიც კონდატის მონასტერი მდებარეობს სენტ-უაიენი (ახლანდელი სენ-კლოდ) ეწოდა.

ბეჭდვა
1კ1