წმინდა იოანე მავროპოდი, ევქაიტელი მიტროპოლიტი (XI) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა იოანე მავროპოდი, ევქაიტელი მიტროპოლიტი (XI) - 05 (18) ოქტომბერი
წმინდა იოანე პაფლაგონიაში, სავარაუდოდ, X საუკუნეში დაიბადა და ბრწყინვალე განათლება მიიღო, მოგვიანებით კონსტანტინოპოლს დასახლდა სადაც რიტორიკას ასწავლიდა და უნივერსიტეტის გარდაქმნაში აქტიურად მონაწილეობდა.

1046 წელს ბერად აღიკვეცა, შემდეგ კი - წმინდა იოანე ნათლისმცემლის სავანის მღვდელი გახდა, ერთი პერიოდი კი იმპერატორ კონსტანტინე მეცხრე, მონომახის (1042 - 1055 წლები) მრჩევლადაც მსახურობდა.

გარკვეული ხნის შემდეგ პონტოში, ქალაქ ევქაიტის მღვდელმთავრად დაადგინეს, იგი თავისი დროის უბრწყინვალესი ორატორი და ჰიმნოგრაფი იყო.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები პეტრას მონასტერში გაატარა და 1081 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1