მღვდელმოწამე ვიქტორინუსი (III) - 13 ივნისი (26 ივნისი)
მღვდელმოწამე ვიქტორინუსი (III) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა ვიქტორინს, (ვიქტორინუსს) მოიხსენიებს დასავლეთის ეკლესია. იგი წარმოშობით ასური იყო. რომის პაპმა ფაბიანემ (236-250) მას ხელი დაასხა და აზიზის (დღევანდელი ასიზი, უმბრია, იტალია) ეპარქია ჩააბარა. იგი აზიზის მეორე ეპისკოპოსი იყო და მემკვიდრე მღვდელმოწამე რუფინიოსისა. მან ბევრი იღვაწა სახარების გასავრცელებლად და მოწამებრივად აღესრულა იმპერატორ გორდიანე III-ს დროს ასიზთან ახლოს, მაცაარეტაში და აქვე ეკლესიაში იყო დაკრძალული. მოგვიანებით მისი წმინდა ნაწილები ასიზის წმინდა პეტრეს ტაძარში გადაასვენეს.

ბეჭდვა
1კ1