ღირსი ანდრონიკე, მოსკოველი იღუმენი (+1395-1404) და მოწაფე მისი საბა (+1410) - 13 ივნისი (26 ივნისი)
ღირსი ანდრონიკე, მოსკოველი იღუმენი (+1395-1404) და მოწაფე მისი საბა (+1410) - 13 ივნისი (26 ივნისი)
ნეტარი ანდრონიკე წარმოშობით როსტოველი იყო და წმინდა სერგი რადონეჟელის მოწაფე გახლდათ. იგი სულიერი ცხოვრების მოყვარული იყო და ამიტომაც წმინდა ავარმა ალექსიმ იგი ახალი მონასტრის წინამძღვრად გამოირჩია, რომელიც მან მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე ააშენა. წმინდა სერგი რამდენჯერმე მივიდა და ახალი სავანისთვის ილოცა. 1361 წელს მონასტრის მშენებლობა დასრულდა და წმინდა ანდრონიკეც შეუდგა მოვალეობას. იღუმენი სამაგალითო იყო ძმებისთვის, მარხვით, ლოცვით, სიმშვიდითა და ღრმა სიმდაბლით. მისმა სიწმინდემ უამრავი მონაზვნობის მოსურნე მიიზიდა და პატარა სავანე გაიზარდა. 1365 წელს წმინდა სერგიმ უკანასკნელად მოინახულა თავისი მოწაფე, ილოცა ხელთუქმნელი ხატის წინაშე, უკანასკნელად დამოძღვრა და დაემშვიდობა. მათი დამშვიდობების ადგილას შემდგომში ეკვდერი აშენდა. ხელთუქმნელი ხატის წინ ულოცია ურდოში სალაშქროდ მიმავალ დიდ მთავარ დიმიტრის (1381). სულიერი ცხოვრება ყვაოდა ანდრონიკეს სავანეში, მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი მოწაფეები საბა და ალექსანდრე, საკვირველი ხატმწერები - დანიელი და მისი მოწაფე ანდრია რუბლიოვი და სხვები. ხატმწერები ისე გამოირჩეოდნენ თავიანთი მოსაგრეობით, მარხვისა და ღვაწლისადმი ისეთი მოშუნეობით, რომ ღვთაებრივი მადლის მიღების ღირსნი შეიქნენ. გონებით მიქცეულნი იყვნენ ღვთაებრივი ნათლისკენ და ასე ხატავდნენ მაცხოვრის, ღვთისმშობლისა და წმინდანთა ხატებს.

ღირსმა ანდრონიკემ ღრმა სიბერემდე მიაღწია, სავანის მართვა თავის მოწაფე საბას გადასცა, ხოლო თვითონ განმარტოვდა და დაიწყო ამ სოფლიდან განსვლისათვის მზადება. წმინდა ანდრონიკე დაახლოებით 1395-1404 წლებში გარდაიცვალა.

წმინდა საბა სათნოებებით ბრწყინავდა. მას პატივს მიაგებდა როგორც უბრალო ერი, ისე თავადაზნაურობა. თავისი მოძღვრის სიკვდილის შემდეგ გაუძღვა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მონასტერს. მისი მოწაფეებიდან ზოგი ეპისკოპოსი გახდა, ზოგიც იღუმენი. წმინდა საბა 1410 წელს გარდაიცვალა. უფალმა სიკვდილის შემდეგაც განადიდა დიდი მოძღვრის ღირსეული მოწაფე. ვინც მის საფლავს რწმენით შეუვრდებოდა, სულიერი და ხორციელი სნეულებისგან განიკურნებოდა.
...............................................

მღვდელმოწამე ალექსი არხანგელსკი, მღვდელი (+1918); მღვდელმოწამე დიმიტრი სმირნოვი, დეკანოზი (+1940); ღირსმოწამე მონაზონი პელაგია (ჟიდკო, +1944)

ამ წმინდა ახალმოწამეებს მოიხსენიებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია.
....................................

ზაპოროჟიელი ახალმოწამეები და აღმსარებლები: მღვდელმოწამე მიქაელ შაფანოვი, დეკანოზი და მეუღლე მისი მოწამე სოფია (+1918); მღვდელმოწამე მათე ალექსანდროვი - (+1921); მღვდელმოწამე დიმიტრი იგნატენკო, დეკანოზი (+1935); აღმსარებელი მღვდელი ალექსი უსენკო (+დაახლ. 1937); მღვდელმოწამე სერგი (ზვერევი, არქიმანდრიტი, ელეცკიდან, +1937); მღვდელმოწამე მიქაელ ბოგოსლოვსკი, დეკანოზი (+1940); მღვდელმოწამე ვიქტორ კირანოვი (დეკანოზი, +1942); ალექსანდრე ილიენკოვი (+1943) - 13 ივნისი (26 ივნისი)

მათ მოიხსენიებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია.

ბეჭდვა
1კ1