ღირსი იაკობი, რომელიც ეშმაკმა მოატყუა და თაყვანი სცა ანტიქრისტეს - 13 ივნისი (26 ივნისი)
ღირსი იაკობი, რომელიც ეშმაკმა მოატყუა და თაყვანი სცა ანტიქრისტეს - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა იაკობი ალბათ X საუკუნეში ცხოვრობდა. მის შესახებ გვიანდელი სვინაქსარები მოგვითხრობენ, თუმცა არას ამბობენ მისი მოსაგრეობის წლებსა და ადგილზე. მან ყოველივე დაუტევა ქრისტეს სიყვარულისთვის და მოშურნედ შეუდგა მოსაგრეობას. თუმცა მხოლოდ საკუთარ გულისთქმებს უჯერებდა და გამოცდილ მამებს რჩევას არ ეკითხებოდა, ის დიდ მონაზვნურ ღვაწლს შეუდგა, რომელიც მის სიამაყეს ჰკვებავდა. ერთხელ ეშმაკი ანგელოზის სახით გამოეცხადა და უთხრა: "მოამზადე შენი კელია, საკმეველი აკმიე. რადგან შენი ღვაწლით სათნო ეყავ ქრისტეს. ის მოვა ამაღამ და თავისი მადლით აგავსებს". ბოროტი სულისგან მოტყუებულმა იაკობმა ქრისტეს შესახვედრად მზადება დაიწყო. შუაღამისას კი ანტიქრისტე გამოეცხადა. იაკობმა თაყვანისცა მას, ამ დროს ეშმაკმა თავში ხელი ჩაარტყა და გაქრა.

მეორე დღეს ატირებული მონაზონი შორიახლოს მცხოვრებ მოხუც ბერთან მივიდა მომხდარის მოსაყოლად. ბერმა თქმა არ აცალა, და უთხრა: "სატანის სათამაშო გახდი. რაც შეიძლება სწრაფად გაიქეცი აქედან და კინოვიურ მონასტერში დასახლდი".

იაკობი კინოვიურ მონასტერში მოეწყო, სადაც სამზარეულოში შვიდი წლის მანძილზე თავმდაბლობით და მორჩილებით შრომობდა. ამის შემდეგ კელიაში დაყუდების ნებართვა მიიღო, სადაც სულიერი მამის მიერ მიცემულ მკაცრ ლოცვით კანონს აღასრულებდა და ამასთან ხელსაქმობდა. სწორი გზით, საკუთარი ნების მოკვეთით მან სულიერი განსჯის უნარი და სასწაულქმედების ნიჭი მოიპოვა. ღირსი იაკობი მშვიდად მიიცვალა უფლისა მიერ.

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1