წმინდა ანა და მისი ვაჟი იოანე (V) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა ანა და მისი ვაჟი იოანე (V) - 13 ივნისი (26 ივნისი)
წმინდა ანა დაიბადა თესალიის ლარისაში, ღარიბ ოჯახში. ადრე დაობლებული ქალაქის პატივცემულმა ოჯახმა შეიფარა და ღვიძლი ქალიშვილივით გაზარდა რწმენით, სიწმინდით და მერე საკუთარ ვაჟსაც შერთო ცოლად. ვაჟის ნათესავები არ ცხრებოდნენ და ღარიბი, უპატრონო გოგონას მოყვანას საყვედურობდნენ. ამიტომაც ანამ ქმარს სთხოვა, გაეშვა მონასტერში და თვითონ კი უკეთესი ქალი მოეყვანა ცოლად. ქმარმა უარი უთხრა. მაშინ ანა შუაღამისას შინიდან გაიპარა, მან არ იცოდა, რომ ამ დროს ორსულად იყო. ზღვის ნაპირს მიაღწია, ჩაჯდა სიცილიისკენ მიმავალ გემში. გემი ერთ დაუსახლებლ კუნძულთან შეჩერდა. ანა ამ კუნძულზე დარჩა. მოსაგრე ცხოვრებას შეუდგა, კენკრითა და ბალახებით იკვებებოდა.

როცა ვაჟი ოცდაათი წლის გახდა, ნეტარმა ანამ უფალს სთხოვა, მათთან მღვდელი გაეგზავნა, რათა შვილი მოენათლა. ამასობაში კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი რომაული გემი გამოჩნდა. კუნძულის დასათვალიერებლად ნაპირზე ერთი მღვდელ-მონაზონი გადავიდა. მან ნახა წმინდანი და რადგანაც შიშველი იყო, თავისი მოსასხამი მოაფარა და სთხოვა, თავისი ცხოვრების შესახებ მოეთხრო. ანას თხოვნით მან მისი ვაჟი მონათლა, იოანე დაარქვა. შემდეგ კი მათთვის ღვთაებრივი ლიტურგია აღასრულა. წირვის შემდეგ დედა-შვილმა მცირეოდენი საკვები მიიღეს და მშვიდად აღესრულნენ...

ხატის წყარო
ბეჭდვა
1კ1