წმინდა იოანე მხედარი, ეგვიპტელი (VI-VII) - 12 ივნისი (25 ივნისი)
წმინდა იოანე მხედარი, ეგვიპტელი (VI-VII) - 12 ივნისი (25 ივნისი)
იგი ეგვიპტეში მოღვაწეობდა, VI-VII საუკუნეების მიჯნაზე. წმინდა იოანე მოსხის "ლიმონარში" აბბა პალადიოსი მასზე მოგვითხრობს: ალექსანდრიაში იყო მხედარი, სახელად იოანე. მას ამგვარი ცხოვრების წესი ჰქონდა: ყოველდღე დილიდან მეცხრე ჟამამდე მონასტერში წმინდა პეტრეს ტაძრის შესასვლელთან იჯდა, ძაძა ეცვა და კალათებს წნავდა. მუდმივად დუმდა და არავის ესაუბრებოდა. საათში ერთხელ აღმოთქვამდა გულშემუსვრილი ფსალმუნის სიტყვებს: "საიდუმლოთა ჩემთაგან განმწმინდე მე" (ფს.18, 13). და კვლავ გააგრძელებდა დუმილით კალათების დაწვნას. ასე აღმოთქვამდა შვიდჯერ. მეცხრე ჟამს კი გაიძრობდა ძაძას, შეიმოსავდა მეომრის სამოსს და თავისი სამსახურის შესასრულებლად წავიდოდა. ღირსი პალადი, რომელმაც წმინდა იოანეს გვერდით რვა წელი გაატარა, ამბობს, რომ მან ბევრი ჭკუისმარგებელი პოვა წმინდა იოანეს დუმილსა და ცხოვრების წესში.


ბეჭდვა
1კ1