ღირსი ბასიანე და იონა სოლოვკელები (+1561-1566) - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი ბასიანე და იონა სოლოვკელები (+1561-1566) - 12 ივნისი (25 ივნისი)
წმინდა ბასიანე და წმინდა იონა XVI საუკუნეში ცხოვრობდნენ და სოლოვკის მონასტრის იღუმენის, მომავალში მოსკოვის მიტროპოლიტის, ფილიპეს მოწაფეები იყვნენ. ერთხელ ისინი მატერიკზე სამშენებლო მასალებისთვის გააგზავნეს. ამოვარდა ქარი და ბასიანე და იონა ზღვაში დაიხრჩვნენ, დაახლოებით 1561-1566 წლებში. ტალღებმა მათი ცხედრები უნის ყურის ნაპირას გარიყა, ისინი გლეხებმა იპოვეს და დაკრძალეს. უფალმა წმინდანები სიკვდილის შემდეგ მოხდენილი სასწაულებით განადიდა.

1599 წელს, მას შემდეგ, რაც წმინდანები სამების სახელობის წმინდა სერგის ლავრის ბერდიდს ღირს მამანტს გამოეცხადნენ, გადაწყდა მათი დაკრძალვის ადგილას ეკვდერი აეშენებიათ. შემდგომ საუკუნეში იმ ადგილას მონასტერი დაარსდა.

ბეჭდვა
1კ1