ღირსი სტეფანე კომელელი (+1542) - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი სტეფანე კომელელი (+1542) - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი სტეფანე XV საუკუნის II ნახევარში დაიბადა ვოლოგდის მიწაზე. საერო ცხოვრება მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო და მონაზვნად აღიკვეცა გლუშიცის მონასტერში. წინამძღვრის კურთხევით ჩრდილოეთის მონასტრები შემოიარა და იქ სულიერი მუშაკობის ჩვევები შეიძინა. უკან დაბრუნებული მდინარე კომელის სათავეში დასახლდა და მკაცრად, ასკეტურად ცხოვრობდა. ერთხელ, ლოცვის დროს, ღირსი მამა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის ხილვის ღირსი შეიქნა. მღვდელმთავარმა უფლის დედას სთხოვა სტეფანე მონასტრის აშენებაზე ეკურთხებინა. 1534 წელს წმინდა სტეფანემ წმინდა ნიკოლოზის სახელზე ეკლესია ააშენა. ღირსი მამა 1542 წელს მშვიდობით მიიცვალა.

ბეჭდვა
1კ1