ღირსი რაფაელ აღაპიელი (+1640-1645) - 09 ივნისი (22 ივნისი)
ღირსი რაფაელ აღაპიელი (+1640-1645) - 09 ივნისი (22 ივნისი)
მოლდავეთის ძველი აღაპიური მონასტრის გადმოცემით, წმინდა რაფაელი სოფელ ბურსუკანში, გალაცის სიახლოვეს, დაახლოებით, 1560 წელს იშვა, ამ სავანეშივე შემონაზვნდა, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად ჰყო და ღვთის მადლი მოიმუშაკა.

ამ სავანის სხვა მამათა დარად, მდუმარე ცხოვრებისათვის მთებში განმარტოვდა, თუმცა, მოწაფეებს იქაც იღებდა და ჰმოძღვრიდა.

ღირსი მამა დაახლოებით, 1640 ან 1645 წელს 80 წლისა მიიცვალა.

მისი წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისას იქაურობა საკვირველმა კეთილსურნელებამ მოიცვა.

ღირსო მამაო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

ბეჭდვა
1კ1