ღირსი მამა აფრე (V) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ღირსი მამა აფრე (V) - 08 ივნისი (21 ივნისი)
აბბა აფრე IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა და ნიტრიის უდაბნოში მრავალი წელი აბბა ორეს (ხსენება 7 აგვისტოს) მოწაფე გახლდათ, რომელსაც უსიტყვოდ ჰმორჩილებდა.

აბბა ორე ჩვიდმეტი წლის მანძილზე ავადმყოფობდა, აბბა აფრე კი - ანგელოზებრივი მოთმინებით უვლიდა.

ერთხელ, როდესაც აფრე თევზს ამზადებდა, აბბა ორმა თავისთან უხმო. აფრემ დანა თევზში ჩაარჭო და მოძღვარს უსიტყვოდ წარუდგა.

ამგვარი მორჩილების მხილველი აბბა სისო (ხსენება 6 ივლისს) ძლიერ განკვირდა. მაშინ აფრემ განიზრახა, თვით ხუცესის მორჩილება ეჩვენებინა: - თევზის ნაწილი გამოაცხო, დანარჩენი - განგებ წაახდინა და ასე მიართვა აბბა ორეს.

ხუცესმა თევზი მთლიანად მიირთვა, ისე, რომ სიტყვაც არ დაუძრავს, აფრე კი დაეკითხა:

- გემრიელია, აბბა?

- ძალიან, - იყო პასუხი.

მაშინ აფრემ თევზის მეორე, გამომცხვარი ნაწილი მიართვა და უთხრა:

- გავაფუჭე, მამაო!

- ასეა, მართლაც, წაგიხდენია, - უპასუხა ორემ.

წმინდა აფრე გარდაიცვალა მეხუთე საუკუნეში.

ბეჭდვა
1კ1