ღირსი მამა თეოდორე, ეპისკოპოსი სუზდალისა (+1023) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ღირსი მამა თეოდორე, ეპისკოპოსი სუზდალისა (+1023) - 08 ივნისი (21 ივნისი)
ეს წმინდა მამა ტომით ბერძენი გახლდათ, 991 წელს როსტოვის პირველ ეპისკოპოსად დაასხეს ხელი და სწორედ მისი ძალისხმევით აიგო იქ პირველი ტაძარი.

ღირსი თეოდორე მუდამჟამ ქადაგებდა ქრისტეს, რის გამოც წარმართებმა ქალაქიდან განდევნეს და თავი სუზდალს შეაფარა, იმხანად - მცირე დასახლებას.

1010 წელს მოციქულთასწორმა, მთავარმა ვლადიმერმა (ხსენება 15 ივლისს) როსტოვს ძე თვისი, ბორისი (ხსენება 24 ივლისს) წარგზავნა, მამა თეოდორე როსტოვს დაუბრუნდა და თავისი სამოციქულო ღვაწლი იქ განაგრძო.

1015 წელს დიდი მთავარი დასნეულდა და ვაჟი კიევს იხმო, რომელიც მამის გარდაცვალების შემდგომ ძმამ, სვიატოპოლკმა გამოასალმა წუთისოფელს.

ამ ამბის შემდგომ როსტოველმა წარმართებმა წმინდა მღვდელმთავარი კვლავ აიძულეს, იქაურობა დაეტევებინა და კვლავ სუზდალს გახიზნულიყო, რომელსაც ღვთის სიტყვით თავის ნეტარ აღსასრულამდე, - 1023 წლამდე, - განანათლებდა.

* * *

ხსენება წმინდა კეთილმსახურ თავადთა - ვასილისა (+1249) და კონსტანტინეს (+1257) - წმინდა ნაწილთა აღმოყვანებისა - 08 ივნისი (21 ივნისი)

ბეჭდვა
1კ1