წმინდა მედარდი, ეპისკოპოსი ნუაიონისა (+558-560) - 08 ივნისი (21 ივნისი)
წმინდა მედარდი, ეპისკოპოსი ნუაიონისა (+558-560) - 08 ივნისი (21 ივნისი)
წმინდა მედარდი V საუკუნეში, პიკარდიაში, ქალაქ სალანსის წარჩინებულ ფრანკულ ოჯახში დაიბადა, სენ-კანტენში აღიზარდა და თავისი მოწყალე გულით მრავალთა სიყვარული მოიხვეჭა.

მისი კეთილშობილება არც ვერმანდის მღვდელმთავარს დარჩენია შეუმჩნეველი, რის გამოც მედარდს მღვდლად დაასხა ხელი.

ქველი საქმეებით განთქმულმა და ამის საზღაურად ღვთისგან საკვირველქმედების მადლით ცხებულმა მრავალი სული მიიზიდა, გარკვეული ხნის შემდგომ კი წმინდა ეპისკოპოსმა რემიგიოსმა იგი სან-კანტენისა და ვერმანდუს მღვდელმთავრად დაადგინა, მაგრამ მედარდმა საეპისკოპოსო გააფართოვა, კათედრა ნუაიონს გადაიტანა და მას ქალაქი ტურნეც მიუერთა.

ღირსი მამა თავის სიტყვას უამრავი სასწაულით, კურნებით და ეშმაკთა განსხმით განამტკიცებდა, რისი წყალობითაც იმ მხარეში წარმართობა სრულებით აღმოიფხვრა.

როდესაც რადეგუნდა (ხსენება 13 აგვისტოს) მეუღლეს, მეფე ხლოტარს ძმის მკვლელობის შემდგომ განშორდა, მაშინვე წმინდა მედარდს მიმართა და სთხოვა, დიაკონისად ეკურთხებინა.

ღირსმა მამამ ღრმა სიბერემდე იცოცხლა და 545 წელს მშვიდობით აღესრულა.

შუა საუკუნეებში იგი დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატივდებული წმინდანი გახლდათ.

ხატის წყარო»»
ბეჭდვა
1კ1