წმინდა მღვდელმთავარი ესაია, როსტოვის ეპისკოპოსი (+1090) - 15 მაისი (28 მაისი)
წმინდა მღვდელმთავარი ესაია, როსტოვის ეპისკოპოსი (+1090) - 15 მაისი (28 მაისი)
წმინდა ესაია წარმოშობით კიევიდან იყო. ჯერ კიდევ ყმაწვილი დაემოწაფა წმინდა თეოდოსი მღვიმელს. ესაიამ თავისი ღვაწლით, სირბილით, ძმათა სიყვარულით, საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა. მისი სათნოებების შესახებ რომ შეიტყო, თავადმა იზიასლავ იაროსლავის ძემ წმინდა ბარლაამის გარდაცვალების შემდეგ უნდოდა, მის მიერ შექმნილი წმინდა დიმიტრის სახელობის მონასტრის იღუმენი, სურდა წმინდა ესაია გამხდარიყო. წმინდა ესაი 15 წელი წინამძღვრობდა მონასტერს და ძმებს უპირველეს ყოვლისა, თავისი პირადი მაგალითით გაწვრთნიდა. 1078 წელს წმინდა ესაია როსტოვის ეპისკოპოსად აკურთხეს. როცა როსტოვში ჩავიდა, აღმოჩნდა, რომ ახალნათელღებულებთა ნაწილმა ცუდად იცოდა ქრისტიანული რწმენის საფუძვლები და მათ განსწავლას შეუდგა. მღვდელმთავარმა შემოიარა როსტოვისა და სუზდალის მიწები, ყველგან მოსრა კერპები და წმინდა სახარების თესლი ჩადო იქაურთა სულებში, ხოლო თუ ვინმე ეწინააღმდეგებოდა ქადაგებაში, მის მიერ მოხდენილი სასწაულების მერე მიდიოდნენ და მონათვლას თხოვდნენ. წმინდა ესაიას ანგელოზებისგან ეუწყა, რომ კიევის ლავრაში წასულიყო ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის საკურთხებლად. წმინდა ესაია 1090 წელს გარდაიცვალა და როცა 1164 წელს ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს, წმინდა ესაიას სხეული უხრწნელი მოიპოვეს.

ბეჭდვა
1კ1